ფუნიკულიორმა კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება მოიპოვა

ფუნიკულიორმა კიდევ ერთი მსოფლიო აღიარება მოიპოვა

ტურიზმის სფეროში აღიარებულმა, ცნობილმა საერთაშორისო ბრენდმა Tripadvisor-მა, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მოღვაწე კომპნიების მომსახურების ხარისხისა და სერვისის შესახებ კვლევა დაასრულა, რომელიც ეფუძნებოდა, 2015 წლის განმავლობაში ტურისტების მიერ სასტუმროებისა და სარესტორნო კომპლექსების რამდენიმე პარამეტრით შეფასებას: გარემო, მომსახურების ხარისხი, სამზარეულო, პერსონალის სერვისულობა და სხვა.

საქართველოს მასშტაბით გამოვლინდა რამდენიმე გამორჩეული სარესტორნო კომპლექსი, ხოლო მათ შორის 2015 წლის ბრწყინვალების სერთიფიკატი გადაეცა GMT ჯგუფის წევრს, „ფუნიკულიორის“ კომპლექსს.

Tripadvisor-ი მნიშნვნელოვნად უწყობს ხელს ტურისტული ბიზნესის განვითარებას მთელ მსოფლიოში, რადგან ბრენდი უდიდესი რეპუტაციით სარგებლობს მსოფლიო მასშტაბით და მათ რჩევას, შეფასებებს დიდი გავლენა აქვს ნებისმიერ ქვეყანაში ჩასული ტურისტისთვის. შესაბამისად, ფუნიკულიორის კომპლექსის მაღალი შეფასება მიუთითებს არა მხოლოდ ბრენდის დახვეწილ იმიჯზე და რეპუტაციაზე, არამედ ქვეყანაში არსებულ, ტურისტების მომსახურების ევროპულ ხარისხსა და დახვეწილ სტანდარტებზე.

კომპლექსი „ფუნიკულიორი“ ყოველდღიურად მრავალ ტურისტს მასპინძლობს, რაც დამატებითი პასუხისმგებლობაა წარმოაჩინოს არა მხოლოდ კომპანიის, ბრენდის დახვეწილი სახე და იმიჯი, არამედ საკუთარი ქვეყნის სტუმარ-მასპინძლობის ტრადიცია, ეროვნული და მსოფლიო სამზარეულო და სტუმრის მიმართ მაღალი სტანდარტებით მომსახურების კულტურა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი