„ცხელი ფასები“ ახალ ნათებაში!

„ცხელი ფასები“ ახალ ნათებაში!

15 წლის ისტორიის მქონე კომპანია– „ახალი ნათება“ კვლავ ანებივრებს თავის მომხმარებელს სხვადასხვა აქციებითა და ფასდაკლებებით.

ამჯერად მომხმარებელს ორმაგი სარგებელი ელის ახალი ნათების მაღაზიათა ქსელში:

20% ფასდაკლება დეკორატიული გარე გამოყენების სანათების სრულს კოლექციაზე და გრანდიოზული, 50%-მდე ფასდაკლება 1000-მდე დასახელების სანათზე.

„გადავწყვიტეთ მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა ის, რაც მას ყველაზე მეტად სჭირდება სწორედ ახლა, ზაფხულში. ეს არის ფასდაკლება გარე გამოყენების სანათების ძალიან ფართო არჩევანზე. სულ ახლახანს განვაახლეთ კოლექცია იტალიური ბრენდი Fumagalli-ის, ჰოლანდიური ბრენდი–Philips-ისა და ესპანური ბრენდი–Mantra-ს სანათებით და სწორედ ამ სანათებს და არამხოლოდ მათ ეხება აღნიშნული ფასდაკლება.“–აცხადებენ ახალ ნათებაში

„გარდა აუთდორ სანათებისა გვაქვს სპეციალური ფასები 1000-მდე დასახელების პროდუქტზე, ეს რიცხვი საკმაოდ დიდია იმისთვის, რომ ნებისმიერმა აღმოაჩინოს სასურველი სანათი 20%, 30%,40% და 50%-იანი ფასდაკლებით“

„საზაფხულო განწყობა განათებით იწყება“–ამ სლოგანით გვახსენებს „ახალი ნათება“ ხარისხიანი განათების მნიშვნელობას და მოუწოდებს მომხმარებელს გაახალისოს თავიანთი სახლების ეზოები თუ ტერასები ორიგინალური სანათებით და რაც მთავარია მიიღოს 20%–იანი სარგებელი.

კომპანიის ვებგვერდიდან კი მომხმარებელს დისტანციურად შეუძლია შეარჩიოს სასურველი სანათები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი