პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში უნიკალური პროდუქტი “ევროპა-ბეთისგან”!

პირველად საქართველოსა და ამიერკავკასიაში უნიკალური პროდუქტი “ევროპა-ბეთისგან”!

ევროპა-ბეთი“ დაარსების დღიდან, მომხმარებლებს სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებულ სხვადასხვა ღირსშესანიშნავ და მნიშვნელოვან ღონისძიებებში მონაწილეობას სთავაზობს.

ამჯერად, “ევროპა-ბეთმა“ გადაწყვიტა ახალი პროდუქტის - საფონდო ბირჟის ფსონების შეთავაზება მომხმარებლისთვის. ამ შეთავაზებით „ევროპა-ბეთი“ უკვე სათამაშო სივრცეში სრულ მომსახურებას ფლობს.

საფონდო ბირჟის ფსონები საინტერესო პროდუქტია არა მხოლოდ მათთვის, ვისაც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება აქვს, არამედ მათთვისაც, ვინც არ არის აქტიური მოთამაშე, მაგრამ შეუძლია ანალიზის საფუძველზე გააკეთოს პროგნოზი ვალუტის კურსების, კომპანიათა აქციების, ნედლეულისა და ა.შ. ფასთა ცვალებადობის შესახებ. პროდუქტის ბინარული ოფციები არის მრავალფეროვანი, მომხმარებელს პროგნოზირებისას აქვს თავისუფალი ლავირების საშუალება, დროის მონაკვეთისა თუ აქტივის განსაზღვრისთვის და უმოკლეს ვადაში იღებს შედეგს. აქ არ არის საჭირო სიზუსტე, მთავარია მომხმარებელმა გამოიცნოს შერჩეული აქტივის საბაზრო ღირებულება გაიზრდება თუ დაეცემა, მის მიერვე განსაზღვრულ პერიოდში.

პროდუქტის ბინარული ოფციები არის შემდეგი ნაირსახეობის:

-Digital; - Turbo; - Touch; -One Touch; -Range

ეს უნიკალური პროდუქტი უზრუნველყოფილია მოქნილი და დინამიური ინტერფეისით, მოწოდებულია სამ ენაზე: ინგლისური, ქართული და რუსული; ასევე ფართო პროფილის ფუნქციებით, ინსტრუმენტებითა და ოფციების ტიპებით. გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ეს ფინანსური ინსტრუმენტები ყველაზე ეფექტურია ტრეიდერებს შორის და იძლევა მრავალფეროვანი კაპიტალდაბანდების სტრატეგიების განხორციელების საშუალებას.

საფონდო ბირჟის ფსონები არის მაქსიმალურად სრულყოფილი და სანდო პროდუქტი, რასაც განაპირობებს მისი მომწოდებელი, რომელიც წარმოადგენს გლობალურ ლიდერს ფინანსური ვაჭრობის ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში და სარგებლობს უკონკურენტო რეპუტაციით. ამ პროდუქტით „ევროპა-ბეთი“ შევიდა მსოფლიო დონის კომპანიათა რიცხვში, როგორებიცაა: 888.com და Bet365; რომლებიც იგივე მომწოდებლის პროდუქტით სარგებლობენ უმსხვილეს ბაზრებზე.

“ევროპა-ბეთ“-ის შესახებ

„ევროპა-ბეთი“ პირველივე დღიდან იქცა ერთ-ერთ წამყვან დამოუკიდებელ ონლაინ სათამაშო ორგანიზაციად საქართველოში. იგი მომხმარებელს სთავაზობს ფართო სპექტრის ონლაინ თამაშებს, ისეთებს როგორებიცაა: Sportbetting, Live კაზინო, ე.წ. რულეტკა, ბლექჯეკი, სლოტ ვიდეო და კლასიკური თამაშები. ბრენდი ინარჩუნებს მოწინავე პოზიციებს საქართველოში და მუდმივად ზრუნავს საკუთარი კლიენტების სათამაშო გამოცდილების განვითარებაზე.

საკონტაქტო ინფორმაცია: ეკატერინე ტოროშელიძე

მარკეტინგის & PR სამსახურის უფროსი

ტელ: 599227171

ელ.ფოსტა: ktoroshelidze@europe-bet.com

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი