”ჰით ბათუმის 2015” ფარგლებში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ დასრულდა

”ჰით ბათუმის 2015” ფარგლებში საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ დასრულდა

”ჰით ბათუმის 2015” ფარგლებში თამარ გვერწითელის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „მუსიკა საზღვრებს გარეშე“ დასრულდა. ბათულებმა და ზღვისპირა ქალაქის სტუმრებმა კიდევ ერთი დაუვიწყარი საღამო გაატარეს. პიაცაზე მომღერალმა მეგობრებთან ერთად მსმენელს ევროპულ რეპერტუარი წარუდგენა. კონცერტში ასევე მონაწილეობენ: ტენორი ალესანდრო საფინა, იტალიელი აკორდეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარჩი, ანსამბლი შვიდკაცა, ნოდიკო ტატიშვილი, გიორგი სუხიტაშვილი სიმფონიური ორკესტრი და ბენდი.კონცერტის რეჟისორი იყო ზაზა ორაშვილი, სცენოაგრაფი კი ვანო ჭელიძე.

პირველი კონცერტი მომღერალმა ბათუმის ხელოვნების ცენტრში გამართა და მსმენელსს სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული ჰიტები შესთავაზა და დროში ამოგზაურა.

თამარ გვერწითელმა და მისმა მეგობრებმა კონცერტებზე მისულ მონატრებულ მსმენელს ნამდვილი მუსიკალური ზეიმი მოუწყვეს. თამარ გვერდწითელმა რამდენიმე სიმღერა ანსამბლ „შვიდკაცასთან“, ნოდიკო ტატიშვილთან, გიორგი სუხიტაშვილთან და ალესანდრო საფინასთან ერთად შეასრულა. იტალიელმა აკორდეონისტმა მარიო სტეფანო პიეტროდარჩიმ დაუვიწყარი სანახაობა მოაწყო და მოსული მსმენელი რამდენიმე წუთით დაატყვევა.

კონცერტი თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის თანხლებით მიმდინარეობდა, რომელსაც ჯანლუკა მარჩანო დორიჟირობდა. ბათუმელებმა და ზღვისპირა ქალაქის დამსვენებლებმა დაუვიწყარი საღამოები გაატარეს.

„ძალიან ამაღელვებელი იყო და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ასეთი შესანიშნავი მუსიკა აჟღერდა ასეთ შესანიშნავ სტუმრებთან, ორკესტრთან, დირიჟორთან ერთად. მგონია, რომ მუსიკას მართლაც საზღვრები არ გააჩნია. განუმეორებელია ქართველი მსმენელი, საოცარი ემოცია მოდიოდა მათთგან. ჩვენ მომღერლები სიმღერის საშუალებით გამოვთვქათ ჩვენს განცდებს, მსმენელი კი თავისი ემოციით გამოხატავს ჩვენს მიმართ სიყვარულს. ეს კავშირი შედგა. მთხოვეს ის რაც აქ შედგა, თბილისში გავიმეორო, ვცდილობ ეს თხოვნა შევასრულო და მათი იმედები გავამართლო,“- აღნიშნა თამარ გვერდწითელმა.

მნიშვნელოვანია, რომ ფესტივალი საქველმოქმედო იყო და შემოსული თანხით თამარ გვერდწითელი თბილისში, 13 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დაეხმარება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი