საუკეთესო ქართული ღვინო

საუკეთესო ქართული ღვინო

საუკეთესო ქართულ ღვინოდ ბადაგონი ამჯერად იაპონიის ღვინის კონკურსზე აღიარეს (Japan Wine Challenge), სადაც ბადაგონის მუკუზანმა ოქროს მედალი მოიპოვა! იაპონიის ღვინის კონკურსი წელს მე-18-ედ ჩატარდა სახელგანთქმულ სასტუმრო Conrad Tokyo-ში.

კონკურსზე წარმოდგენილ 1 300 დასახელების ღვინოს მსოფლიოს 28 ქვეყნიდან (საფრანგეთი, ავსტრალია, იტალია, იაპონია, ჩილე და ა.შ.) იაპონელი, სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული პროფესიონალი მეღვინეები, ღვინის მწერლები და სახელგანთქმული სომელიეებისგან შემდგარი ჟიური აფასებდა.

ბადაგონის წითელი მშრალი ღვინო მუკუზანი მზადდება კახეთში მუკუზანის მიკრო-ზონაში მოყვანილი 100% საფერავის ჯიშის ყურძნისგან. ღვინო ხასიათდება მუქი ლალისფერი მბზინავი შეფერილობით, შავი მოცხარისა და მარწყვის სურნელი ანიჭებს მას ინდივიდუალურობას და ორიგინალურობას. აქვს ადვილად შესაცნობი წითელი ხილისთვის დამახასიათებელი ელეგანტური არომატი, რომელიც საუკეთესოა როგორც ვახშამზე, ისე წვეულებებზე მისართმევად.

Japan Wine Challenge-ის ოფიციალური საზეიმო დაჯილდოვება 2016 წლის 29 იანვარს გაიმართება. ცნობილია რომ ღონისძიებას უამრავი საპატიო სტუმარი მათ შორის იაპონიის პრინცესა ტაკამადო დაესწრება.

http://www.japanwinechallenge.com/results/detail.html$/wid/4854/

https://www.facebook.com/badagoni

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი