მრავალპროფილური ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი თბილისში "ავერსის" შვილობილი კომპანიისგან

მრავალპროფილური ამბულატორიული სამედიცინო ცენტრი თბილისში "ავერსის" შვილობილი კომპანიისგან

"მედალფამ" თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი აპარატურით აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულება გახსნა. ახალი კლინიკა პაციენტებს მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას და კომფორტულ გარემოს სთავაზობს. 85 კაციანი სამედიცინო პერსონალი "მედალფას" პაციენტებს სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურებას გაუწევენ.

ცენტრში შესაძლებელია ოჯახის ექიმისა და ექიმ სპეციალისტების: კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, დერმატოვენეროლოგის, მამოლოგის, ანგიოლოგის, რევმატოლოგის, გასტროენტეროლოგის, უროლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, რეპროდუქტოლოგის, გინეკოლოგის, ალერგოლოგის, პროქტოლოგის, ონკოდერმატოლოგის, ტრავმატოლოგის, ქირურგის, პედიატრის, ბავშვთა ნევროლოგის, ბავშვთა ენდოკრინოლოგის, ბავშვთა ქირურგის, ბავშვთა კარდიოლოგის და სხვა კონსულტაციის მიღება. ცენტრი გთავაზობთ სრულ სტომატოლოგიურ მომსახურებას, აგრეთვე ჩაიტარებთ შემდეგი სახის გამოკვლევებს, როგორიცაა: ექოსკოპია, ციფრული რენტგენოგრაფია, სპირომეტრია, ელექტროკარდიოგრაფია, ენდოსკოპია, დერმატოსკოპია, ანოსკოპია და კლინიკური ლაბორატორიული გამოკვლევები.

კლინიკა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და "მედალფას" გენერალურმა დირექტორმა კახი მუხიგულაშვილმა გახსნეს.

როგორც პაატა კურტანიძემ განაცხადა, "მედალფას" ეს ამბოლატორიული დაწესებულება დღეიდან დაიწყებს ფუნქციონირებას და ნებისმიერ მსურველს ექნება საშუალება მიიღოს სასურველი მომსახურება.  "ავერსს" აქვს სადაზღვევო კომპანია. მისი შვილობილი კომპანია არის "ალფა". "ალფას" ჯანმრთელობის დაზღვევაში ესაჭიროება რაც შეიძლება მაღალი დონის ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება. დღეს ჩვენ გავხსენით შვილობილი კომპანიის "მედალფას" ამბოლატორიული დაწესებულება ანუ პოლიკლინიკა, რომელიც დღეიდან ფუნქციონირებს და ნებისმიერ მსურველს იქნება ეს დაზღვეული თუ სხვა მსურველი, მოემსახურება ყოველდღიურად. პაციენტების რაოდენობა ნამდვილად არ არის შეზღუდული და ყველაფერი გაკეთებულია იმისთვის, რომ მათ რაც შეიძლება მეტი კომფორტი შევუქმნათ, ნაკლებად მოუწიოთ რიგში დგომა და სწორი დანიშნულება, სწორი დიაგნოზი მიიღონ და რაც შეიძლება მალე განიკურნონ დაავადებისგან", - აცხადებს პაატა კურტანიძე.

როგორც "მედალფას" გენერალურმა დირექტორმა კახი მუხიგულაშვილმა განაცხადა, დღეს ჰოსპიტალურმა ქსელმა ,,მედალფამ" მეხუთე სამედიცინო ცენტრი გახსნა.  "ვულოცავ თბილისელებს ახალ, მაღალკვალიფიციური კადრით, თანამედროვე აპარატურით დაკომპლექტებულ ამბულატორიული სამედიცინო ცენტრის გახსნას. ჩვენ აქცენტი გავაკეთეთ ახალგაზრდა, პერსპექტიულ კადრებზე, დაახლოებით 40 კვალიფიციური ექიმი მოემსახურება როგორც საბურთალოს, ასევე მთელი თბილისის მოსახლეობას", - განაცხადა კახი მუხიგულაშვილმა.

"მედალფას" მენეჯერმა ქეთი ჩახნაშვილმა პაციენტებისთვის განკუთვნილ აქციაზე ისაუბრა, რომელსაც ისინი კლინიკაში დარეგისტრირების შემდეგ მიიღებენ.  "პაციენტს, რომელიც ჩვენთან მოვა შეუძლია მიიღოს ოჯახის ექიმის კონსულტაციიდან დაწყებული ყველა ექიმ-სპეციალისტის კონსულტაცია და ჩაიტაროს დიაგნოსტიკა უახლესი აპარატურით. ჩვენ მოვემსახურებით ყველას, ვინც იქნება მსურველი, რომ მოვიდეს ჩვენს კლინიკაში, მაგრამ ჩვენი პრიორიტეტია, საყოველთაო ჯანდაცვით მოსარგებლე პაციენტები. ყველა ადმიანი, ვინც პირველ ნოემბრამდე დარეგისტრირდება კლინიკაში საყოველთაო ჯანდაცვის მოსარგებლედ იმ პაკეტის გარდა, რაც მას სახელმწიფოსგან უფასოდ ეკუთვნის, ჩვენ დამატებით ვთავაზობთ 50-ლარიან ვაუჩერს, რომელიც ექნებათ იმ სერვისებისთვის, რომელიც არ არის დაფარული სახელმწიფოს მიერ", - განაცადა ქეთი ჩახნაშვილმა.

კომპანია "მედალფა" 2011 წლის 13 აგვისტოს დაარსდა და ამჟამად ოთხ მრავალპროფილიან საავადმყოფოს: ოზურგეთის, ლანჩხუთის, ჩოხატაურის, კასპის სამედიცინო ცენტრებს აერთიანებს. ამიერიდან კი მათ რიცხვს თბილისის ამბულატორიული კლინიკაც შეემატება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი