ქართული სამშენებლო სექტორი კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს

ქართული სამშენებლო სექტორი კიდევ ერთ საერთაშორისო ღონისძიებას მასპინძლობს

წელს, 1–დან 3 ოქტომბრის ჩათვლით საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია“ უკვე მეორედ უმასპინძლებს AquaTherm Tbilisi – გათბობის, წყალმომარაგების, სანტექნიკის, ვენტილაციისა და აუზის მოწყობილობების საერთაშორისო გამოფენას. უნიკალური კონცეფცია მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე წარმატებული საგამოფენო ცენტრის Reed Exhibitions–ის მიერ არის შემუშავებული და კავკასიის რეგიონში იგი ინდუსტრიის ერთადერთი ღონისძიებაა.

გამოფენაში მონაწილეობას იღებს 32 კომპანია შემდეგი ქვეყნებიდან: საქართველო, თურქეთი, რუსეთი, იტალია, შვედეთი, ბელგია, არაბეთის გაერთიანებული საემიროები.

წარმოდგენილი პროდუქციისა და მომსახურებების ნუსხა საკმაოდ მრავალფეროვანია და მოიცავს: სამშენებლო მასალებსა და ტექნიკას, წყლის, გაზისა და ელექტრო ენერგიის სისტემებს, მზის ენერგიის ტექნოლოგიებს, ინფრასტრუქტურულ პროდუქციას, ლაბორატორიულ აღჭურვილობას, სასოფლო სამეურნეო და საირიგაციო სისტემებს, სანიტარულ ფილტრებსა და პროდუქციას, საუნებს, სპას და საცურაო აუზებს.

გამოფენის მიზანია დააკავშიროს ერთმანეთთან მწარმოებლები და მომხმარებლები, შემოიტანოს უახლესი სამშენებლო ტექნოლოგიები საქართველოსა და კავკასიის ბაზარზე, გააცნოს ქართველ პროფესიონალებს მსოფლიოში დამკვიდრებული ინოვაციური მეთოდები და საბოლო ოჯამში შესაძლებელი გახადოს ქართული კომპანიების მარტივად დაკავშირება უცხოელ და ადგილობრივ პარტნიორებთან.

გამოფენა ჩატარდება საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“, წერეთლის 118–ში, 1–დან 3 ოქტომბრის ჩათვლით. მონაწილეებისა და წარმოდგენილი პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ გამოფენის ვებ გვერდს: www.aquatherm.ge

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი