ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერის ემოციური "ფეისბუქის" პოსტი

ქობულეთში მცხოვრები კიევის ყოფილი მერის ემოციური "ფეისბუქის" პოსტი

რამოდენიმე წუთის წინ დავამთავრე ჩემი საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელის ანგარიშის კითხვა, ჩემი ფონდის მიერ ჩატარებული საზაფხულო ღონისძიებების შესახებ. ძალიან მიხარია, რომ მიუხედავად ბევრი ნეგატიური მოვლენის, რომელიც ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, სადაც საომარი მოქმედებების დროს, შიმშილისგან და სხვადასხვა ავადმყოფობისგან იღუპება უამრავი, სრულიად უდანაშაულო ბავშვი, ჩვენი ფონდი ახერხებს საქართველოში ბავშვებისთვის და მოხუცებისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.

წელს ზაფხულში, ჩემმა ფონდმა სრულად დააფინანსა 108 ბავშვის ქობულეთში დასვენების ხარჯი. ჩემს სტუმარ ბავშვებს ჰქონდათ დაუვიწყარი დასვენება, ექსკურსიები... ვფიქრობ, რომ თითოეულმა ბავშვმა და მათი ოჯახის წევრებმა შეიძინეს დაუვიწყარი მოგონებები, რომლებიც წაიღეს ქობულეთიდან. თითოეულ ბავშვს და მათ ოჯახებს აქვთ თავიანთი ისტორია და თუ ოდესმე მექნება დრო და საშუალება, რომ გავეცნო ამ ადამიანების ცხოვრებას და მათ განვლილ გზას, ვიქნები ბედნიერი.

მინდა მოგიყვეთ განსაკუთრებული ემოციის შესახებ, რომელიც დამეუფლა ამ ანგარიშის კითხვისას:

ჩემმა ფონდმა დააფინანსა სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 42 თანამშრომლის შვილების და მათი ოჯახის წევრების, ასევე 2008 წლის ომში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების შვილების და ამერიკული ISAF–ის მისიების დროს დაღუპულთა ოჯახების დასვენება. ასევე, კიევში ევრომაიდანზე დაღუპული დავით ყიფიანის ოჯახი გახლდათ ჩემთან ქობულეთში. ქობულეთში ასევე ჩამოვიდნენ ჩემი თბილისის საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის ბავშვები, რომლებმაც საზაფხულო არდადეგები, ასევე ჩემი ფონდის „გენერალ გიორგი მაზნიაშვილის“ პანსიონის 23 ბავშვთან ერთად გაატარეს.

დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე ერთმა ფაქტმა, აბსოლუტურად ყველა სასტუმრომ, კვების ობიექტმა და სატრანსპორტო კომპანიამ, მას შემდეგ, რაც მათთვის ცნობილი ხდებოდა, რომ მომსახურებას გაუწევდნენ დაღუპული პოლიციელების და სამხედროების ოჯახებს, გვაძლევდნენ წარმოუდგენელ ფასდაკლებებს და ზოგი კომპანია თვითღირებულებაზე დაბალ ფასად გვიწევდა მომსახურებას.

იგივე უნდა ვთქვა ამ სამინისტროების თანამშრომლებზე, რომლებმაც ჩვენი თანამშრომელობის დაწყებისთანავე დაუყონებლივ შეადგინეს ამ ოჯახების სიები, უსწრაფესად მოაგვარეს ყველა ტექნიკური საკითხი და გაუწიეს ორგანიზება ამ ბავშვების და მათი ოჯახების ქობულეთში დასასვენებლად გამომგზვარებას.

ვფიქრობ, რომ ასეთი სახის ცნობიერება და სამოქალაქო პასუხისმგებლობა უნდა იყოს მაგალითი თითოეული პოსტ საბჭოთა ქვეყნისთვის, მათ შორის ჩემი სამშობლოსთვის – უკრაინისთვის, თუ როგორ უნდა სცე პატივი იმ ადამიანთა ოჯახებს, ვინც გმირულად დაიღუპა ქვეყნის კეთილდღეობისთვის.

ვარ ბედნიერი, რომ საქართველოში მაქვს ასეთი სახის პროექტების განხორციელების საშუალება. ჩემი ფონდი მომავალშიც აუცილებლად განაგრძობს არსებული პროექტების გაფართოებას და დაიწყებს ახალი პროექტების განხორციელებას.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი