საქართველოს ბეტონის ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის

საქართველოს ბეტონის ბაზარზე ახალი მოთამაშე შემოდის

ქართული კომპანია სამშენებლო მასალების მსოფლიო ლიდერ LafargeHolcim-თან თანამშრომლობის ფარგლებში ბეტონის წარმოების მიმართულების განვითარებას იწყებს.

LafargeHolcim 2015 წელს სამშენებლო სექტორის ორი უპირობო ლიდერის ფრანგული "ლაფარჟისა“ და შვეიცარული "ჰოლციმის“ შერწყმის შედეგად. კომპანია წარმოდგენილია 90 ქვეყანაში და ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა ცემენტის, ინერტული მასალებისა და ბეტონის ბიზნესში. კომპანიაში დასაქმებულია 115 000 თანამშრომელი და ფლობს 2500 მეტ ქარხანას მთელს მსოფლიოში, მათ შორის 1600 ბეტონის, 180 სრული ციკლის და 70 ცემენტის ქარხანას.

სამეცნიერო კვლევითი სამუშაოები არის ის ქვაკუთხედი, რაზეც "ლაფარჟის" ინოვაციურობა არის დაფუძნებული. კომპანია აერთიანებს პირველხარისხოვან ექსპერტიზას, ყველაზე თანამედროვე დანადგარებს და ცნობილ საერთაშორისო პარტნიორებს, რაც მთლიანობაში ქმნის უკონკურენციო უნარებს სამშენებლო მასალების ინდუსტრიაში.

უახლოეს მომავალში "ლიდერ ცემენტი" "ლაფარჟჰოლციმთან" თანამშრომლობით ფოთში ცემენტის ქარხანას აამუშავებს, რომელიც პირველ ეტაპზე წელიწადში 250 ათასი ტონა ცემენტის წარმოებას გეგმავს.

ცემენტისა და ბეტონის წარმოებაში "ლაფარჟჰოლციმის“ უახლოესი მიღწევების გასაცნობად "ლიდერ ცემენტის“ გუნდი მიწვეული იქნა საფრანგეთში. სტუმრობის დროს მოეწყო ექსკურსია "ლაფარჟჰოლციმის“ ულტრათანამედროვე კვლევით ცენტრში, რომელიც ლიონში მდებარეობს.

Ambebi.ge კომპანია "ლიდერ ცემენტის“დამფუძნებელსა და "ლაფარჟჰოლციმის“ პარტნიორს საქართველოში, მერაბ ჩიხრაძეს ესაუბრა.

- ბატონო მერაბ, როგორც ვიცი, ცოტა ხნის წინ დაბრუნდით საფრანგეთიდან, სადაც "ლაფარჟჰოლციმის“ კვლევით ცენტრში იმყოფებოდით. რა იყო თქვენი ვიზიტის მიზანი?

- სულ ახლახან დავბრუნდი საფრანგეთიდან, სადაც ფრანგული მხარის მიწვევით ვიმყოფებოდი, დავათვალიერეთ ლიონის კვლევითი ცენტრი. "ლაფარჟჰოლციმი“ კვლევაში დაახლოებით 112 მილიონ ევროს ხარჯავს. კვლევით ცენტრში 223 ინჟინერი და ტექნიკოსია დასაქმებული, რომლებიც ცდილობენ გაერკვენ ფიზიკურ და ქიმიურ სპეციფიკაციებში და შეიმუშაონ ახალი ტექნოლოგიები. 15,000 m² ტერიტორიაზე მდებარე შენობაში განლაგებულია უახლესი ტექნოლოგიების ლაბორატორიები, საცდელი ცენტრები, რომლებიც სპეციალურად დიდი მასშტაბის ტესტების ჩასატარებლად არის შექმნილი.მსოფლიო ლიდერი სამშენებლო ინდუსტრიაში "ლაფარჟჰოლციმი“თავის უნიკალურ გამოცდილებასა და უახლეს სამეცნიერო მიღწევებს იყენებს, რათა შექმნას მრავალმიზნობრივი პროდუქცია და მომხმარებელს შესთავაზოს ფართო სპექტრის მრავალფუნქციური დანიშნულების ცემენტი და ბეტონი.

- როგორ შეაფასებდით საფრანგეთში ვიზიტს, რა კუთხით წარიმართება თქვენი მომავალი თანამშრომლობა "ლაფარჟჰოლციმთან?“

- მინდა საკმაოდ მნიშვნელოვანი სიახლე გაცნობოთ. ჩვენი ვიზიტის ფარგლებში პარიზში, "ლაფარჟის“ ტოპ მენეჯმეტის წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. მათთან თანამშრომლობი ფარგლებში გვაქვს გრძელვადიანი განვითარების გეგმა, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგება. აქედან გამომდინარე დაიგეგმა რომ ცემენტის ერთობლივი პროექტის შემდეგ ჩვენი თანამშრომლობის ფორმატი გაფართოვდება. გახდება უფრო მასშტაბური და ბეტონის წარმოების მიმართულებასაც მოიცავს.

- რა სახის ბეტონს შესთავაზებთ საქართველოში, ადგილობრივ მომხმარებელს?

მოსამზადებელი სამუშაოების დამთავრების შემდეგ ვიწყებთ ბეტონის წარმოების პროექტის განხორციელებას თბილისში, რომელიც ასევე აღიჭურვება "ლაფარჟჰოლციმის“ სტანდარტებით და ქარხანას რეგიონში ანალოგი არ ექნება. ჩვენი გეგმით თბილისის შემდეგ ჩვენი პროექტი ასევე სხვა ქალაქებზეც გავრცელდება.როგორც მოგეხსენებათ ჩვენი მიზანი ბაზარზე ევროპული სტანდარტების დამკვიდრებაა. დავინახეთ რა, რომ მშენებლების მხრიდან არსებობდა მოთხოვნა სპეციალურ ბეტონებზე, გადავწყვიტეთ, რომ დადგა დრო, ქართველ მშენებლებს მივცეთ ისეთი ტიპის ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც დაეხმარება მათ წინაშე არსებული გამოწვევების დასაძლევად.საუკეთესო სამეცნიერო "ნოუ ჰაუს“

დახმარებით, "ლაფარჟჰოლციმმა“ შეიმუშავა ინოვაციური პროდუქტები,რომლებიც უკვე ფართოდ გამოიყენება ევროპაში და ეხმარება მშენებლებს CO2 შემცირებაში, უფრო ენერგო ეფექტური კონსტრუქციების მშენებლობაში, ხარჯების და სამშენებლო დროის შემცირებაში და შრომის ნაყოფიერების გაზრდაში.

- რას შესთავაზებთ თქვენს კლიენტებს?

- პრემიუმ კლასის სერვისს, დროულ მიწოდებასა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე მორგებულ პროდუქტს.ჩვენი პროდუქცია განკუთვნილი იქნება თანამედროვე ტიპის მშენებლობებისთვის. სწორედ ამიტომ ქართველ არქიტექტორებს შევთავაზებთ ისეთი ტიპის ბეტონის პროდუქციას, რომელიც ფართო ასპარეზს აძლევს არქიტექტორების კრეატიულობას, რათა შექმნან მაქსიმალურად ესთეტიური შენობები უნიკალური ფორმების, ფერების და ტექსტურის გამოყენებით.ეს მათ საშუალებას მისცემს, რომ ფრთები შეასხან თავიანთ იდეებს და იმუშაონ ისეთი სამშენებლო მასალებით, რომლებიც დაეხმარება მათ არქიტექტურული და ვიზუალური შედეგის გაუმჯობესებაში.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი