სილქნეტმა და ჯეოსელმა ერთობლივი პროდუქტი „ტვისტი“ შეთავაზეს მომხმარებლებს

სილქნეტმა და ჯეოსელმა ერთობლივი პროდუქტი „ტვისტი“ შეთავაზეს მომხმარებლებს

დღეს, სასტუმრო რედისონში ჯეოსელის და სილქნეტის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. კომპანიებმა ახალი უნიკალური პროდუქტი „ტვისტი“ წარმოადგინეს, რომელიც მომხმარებელს საშუალებას მისცემს გააერთიანოს ფიქსირებული და მობილური სატელეკომუნიკაციო სერვისები, მიიღოს მეტი და გადაიხადოს ნაკლები.

პრესკონფერენციას სილქნეტისა და ჯეოსელის გენერალური დირექტორები ლევან ბუჩუკური და პაველ სმალინსკი უძღვებოდნენ.

„ორი კომპანიის თანამშრომლობის შედეგად შეიქმნა ახალი პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს გაუადვილებს მობილურ და ფიქსირებულ სერვისებზე წვდომას და ამავე დროს დაუზოგავს ბიუჯეტს. ამასთან, აბონენტს შეეძლება გააერთიანოს სილქნეტის და ჯეოსელის სააბონენტო ანგარიშები და შემდგომი გადახდის პრინციპით მოახდინოს ანგარიშსწორება. რაც უპრეცენდენტო სისტემაა მობილური სერვისისთვის.“ - განაცხადა სილქნეტის გენერალურმა დირექტორმა ლევან ბუჩუკურმა.

პრესკონფერენციაზე განმარტეს, რომ თუ აბონენტი სარგებლობს სილქნეტის 20 მბ/წმ სისწრაფის მაღალი ხარისხის ინტერნეტით, მინიმუმ 2 ლარის დამატებით მიიღებს ჯეოსელის 240 სასაუბრო წუთს, 200 SMS, 200 მბ მობილური ინტერნეტს. ასევე, შესაძლებელია ოჯახის წევრების ჩართვა „ტვისტში“ და ფასდაკლების მიღება.

სილქნეტის ვებ გვერდზე წარმოდგენილია საგანგებოდ ამ პროდუქტისთვის შექმნილი კალკულატორი, რომელიც გაუმარტივებს მომხმარებლებს სასურველი კომბინაციის შერჩევას.

http://silknet.com/?lang=ka&id=173&s=content2&city_id=1&inetype=1

„ტვისტი“ ხელმისაწვდომია ჯეოსელის და სილქნეტის ახალი და არსებული აბონენტებისათვის, რომლებიც სილქნეტის ოპტიკური ან DSL ინტერნეტის შემდეგი პაკეტებით სარგებლობენ:

ოპტიკური ინტერნეტის რეგულარული და სპეციუალური პაკეტები გარდა იმ პაკეტებისა, რომლებიც მოიცავენ Start პაკეტს

DSL ინტერნეტის რეგულარული პაკეტი, გარდა Econom პაკეტისა

DSL ინტერნეტის ყველა სპეციალური პაკეტი

TV და VoIP (ფიქსირებული ტელეფონი) პაკეტები მხოლოდ ინტერნეტ მომსახურებასთან კომბინაციაში

ოპტიკური ინტერნეტის Dream პაკეტი (თუ აბონენტი არ არის ჩართული Dream პაკეტის აქციაში)

ტვისტის გააქტიურება სერვის ცენტრში ან ცხელ ხაზზე 2 100 100 მიმდინარეობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი