ქუთაისის უნივერსიტეტის წარმატებული გამოსვლა ევროკავშირის „PEOPLE“–ის პროექტის კონფერენციაზე

ქუთაისის უნივერსიტეტის წარმატებული გამოსვლა ევროკავშირის „PEOPLE“–ის პროექტის კონფერენციაზე

ამა წლის 30 სექტემბერს ყაზახეთის ქ. ალმაატის ტურარ რისკულოვის სახ. ახალ ეკონომიკური უნივერსიტეტში ევროკავშირის „ტემპუს“ პროგრამის ფარგლებში ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო და პრაქტიკული კონფერენცია, რომლის მთავარი მიზანი იყო ინფორმაციის გავრცელება „PEOPLE“ პროექტის განხორციელების პროცესში მიღწეული შედეგების შესახებ.

აღნიშნული სამწლიანი პროექტი უკვე წელიწადნახევარია რაც ხორცილედება და მისი ძირითადი მიზანია უმაღლესი განათლების დაწესებულებებში ზედა და შუა რგოლის მენეჯერთა კომპეტენციების განმტკიცება ადამიანური რესურსების მართვისა და პერსონალის განვითარების სტრატეგიის შემუშავებით. პროექტში მონაწილეობს 6 ქვეყნის 12 პარტნიორი უმაღლესი საგანმანთლებლო დაწესებულება:

პარტნიორი უნივერსიტეტების წარმომადგენლების გარდა კონფერენციას ესწრებოდნენ ყაზახეთის „ერაზმუს +“ ოფისის ხელმძღვანელი, ყაზახეთის განათლების სამინისტროსა და ალმაატის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები; აგრეთვე ადგილობრივი სხვადასხვა საჯარო დაწესებულების დაინტერესებული პირები. ქუთაისის უნივერსიტეტს წარმოადგენდნენ უნივერსიტეტის თანამფლობელი და სტრატეგიული განვითარებისა და საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი – პროფ. ლელა ქელბაქიანი და ადამიანური რესურსების მენეჯერი – ელგუჯა დეისაძე.

საერთაშორისო კონფერენციის საერთო პლენარულ სესიაზე, რომელიც დღის პირველ ნახევარში გაიმართა საინტერესო მოხსენებით გამოვიდა პროფესორი ლელა ქელბაქიანი. საჯარო მოხსენების თემას წარმოადგენდა ,,ადამიანური რესურსების ორგანიზება და მართვა საქართველოს უმაღლეს საგანმანთლებლო დაწესებულებებში.“ სიამაყით უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი პროფესორის მეტად დამაჯერებელი და შინაარსიანი პრეზენტაციის შემდეგ ფართო აუდიტორიის მხრიდან უამრავი შეკითხვა წამოვიდა. განსაკუთრებით აქტიურობდნენ პოსტ–საბჭოთა ქვეყნების (სომხეთი და ყაზახეთი) წარმომადგენლები, რომლებისთვისაც ჯერ კიდევ უცხო და მეტად გასაკვირი იყო ის პროგრესი, რაც უკანასკნელი წლების განმავლობაში იქნა მიღწეული საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო სფეროში.

დღის მეორე ნახევარში კონფერენციამ განაგრძო მუშაობა ორ პარალელურ სექციად. ერთ–ერთ სექციაში- სახელწოდებით „ხარისხი და სტრატეგია ადამიანურ რესურსებში“, ქუთაისის უნივერსიტეტის მეორე წარმომადგენელმა – ელგუჯა დეისაძემ აუდიტორიას გააცნო ადამიანურ რესურსებში უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის ახლად შემუშავებული მიმართულებები, საოპერაციო მიზნები და ამოცანები შეფასების ძირითადი ინდიკატორებისა და სხვა საჭირო პარამეტრების დემონსტრირებით. ქუთაისის უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების სტრატეგიული გეგმის დოკუმენტი შეიქმნა იმ თანამედროვე მეთოდოლოგიაზე დაყრდნობით, რაც ევროპელი პარტნიორი უნივერსიტეტების ექსპერტებმა შემოგვთავაზეს ბარსელონას და ლისაბონის ტრეინინგებზე.

კონფერენციის ბოლოს აქტიური მონაწილეები დააჯილდოვეს სპეციალური საერთაშორისო სერთიფიკატებით.

იხილეთ ფოტოგალერეა

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი