”რუსთავის აზოტი” სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენაზე

”რუსთავის აზოტი” სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენაზე

”რუსთავის აზოტმა” სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენაზე დამთვალიერებლებს ორიგინალური კონცეფციით დაამახსოვრა თავი. გამოფენაზე წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის ქართულმა პროდუქტებმა: ყურძენმა, ხილმა და რამდენიმე დასახელების ღვინომ დამთვალიერებლებს კიდევ ერთხელ შეახსენა, რა როლი უკავია მინერალურ სასუქებს, ხარისხიანი პროდუქციის მოყვანში.

”რუსთავის აზოტი” მინერალური სასუქების მწარმოებელი, 60 წლიანი ისტორიის მქონე უმსხვილესი ქიმიური საწარმოა ამიერკავკასიაში, სადაც ამონიუმის გვარჯილის, ამონიუმის სულფატის, ამიაკის, ნატრიუმის, აზოტმჟავის და სხვა პროდუქციის წარმოება მიმდინარეობს. ”რუსთავის აზოტი” საქართველოს შიდა ბაზარზე და მეზობელ ქვეყნებში აზოტოვანი სასუქების უმსხვილესი მიმწოდებელი კომპანიაა.

კომპანიამ, სოფლის მეურნეობის, კვების მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენაზე თავისი ტრადიციული პროდუქტებიდან ამონიუმის გვარჯილა, ამონიუმის სულფატი და სპილენძის შაბიამანი, ასევე, კომპანია ”ბიგ ბეგის” პროდუქცია წარმოადგინა, რომელიც რუსთავის აზოტის პროდუქციის შესაფუთადაა განკუთვნილი : ”ამონიუმის გვარჯილა ჩვენი ტრადიციული პროდუქტია, მისი წარმადობა წელიწადში თითქმის ნახევარი მილიონი ტონაა, მასში აზოტის შემცველობა 34, 4 %-ია, და ამონიუმის გვარჯილაში არსებული აზოტი გარდა პარკოსნებისა, ნებისმიერ მცენარეში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ცილების ბიოსინთეზისათვის. რაც შეეხება ამონიუმის სულფატს, აქ აზოტის შემცველობა 21%-ია და ხარისხობრივი მაჩვენებლებით როგორც ერთი, ისევე მეორე სასუქი ნებისმიერ სტანდარტებთან შესაბამისია. ჩვენ ასევე წარმოდგენილი გვაქვს ჩვენი ახალი პროდუქტი, სპილენძის შაბიამანი, რომელშიც ძირითადი ნივთიერების შემცველობა 98 - დან 99,1 %-მდე მერყეობს, პროდუქტი ძალიან მაღალი ხარისხისაა, რადგან შაბიამინის წარმოებისთვის აზოტი იყენებს რაფინირებულ სპილენძს.

აქ წარმოდგენილია ასევე შეფუთვის ის სხვადასხვა საშუალებები, რომლებშიც ჩვენს მიერ ნაწარმოები პროდუქცია იფუთება. ჩვენი პროდუქცია რეალიზდება როგორც შიდა მოხმარების ბაზარზე, ასევე გადაიტვირთება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მსოფლიო ბაზარზე ერთერთი ლიდერი ადგილი უკავია”, - განაცხადა ”რუსთავის აზოტის” ცენტრალური ქიმიური ლაბორატორიის უფროსის მოადგილემ, ვალერი მაჭარაშვილმა AMBEBI.GE - სთან საუბრისას.

”რუსთავის აზოტის” გენერალური დირექტორის, ლევან ბურდილაძის თქმით, გამოფენა, რომლის ფარგლებშიც კომპანიამ თავისი პროდუქცია წარადგინა, დიდი მნიშვნელობის მატარებელია და ის ახალი, საჭირო კონტაქტების დამყარების შესაძლებლობას იძლევა: ”დღეს თბილისში ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო ღონისძიება ტარდება ამ გამოფენის სახით. ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესოა ამ გამოფენაში მონაწილეობის მიღება რიგი მიზეზების გამო: ჩვენი საწარმოო სიმძლავრეებიდან გამომდინარე, ჩვენ სრულად ვაკმაყოფილებთ საქართველოს შიდა ბაზარს, ფაქტობრივი საწარმოო სომძლავრე არის 500 ათასი ტონა ამონიუმის გვარჯილის წარმოება წელიწადში, აქედან გამომდინარე, ჩვენ ექსპორტზე ორიენტირებული კომპანია ვართ- ჩვენი პროდუქტი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია წარმოდგენილი.

ასეთი ტიპის გამოფენები ყოველთვის იძლევა საშუალებას, რომ მოხდეს ძალიან საჭირო, ახალი კონტაქტების დამყარება, პირდაპირი კომუნიკაციის გზით. ეს გვაძლევს ჩვენ შესაძლებლობას, რომ მივიღოთ გლობალურად, აგროინდუსტრიაში არსებული ტენდენციებისა და პერსპექტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია და შესაბამისად, ჩვენი განვითარების გეგმები ამ სიახლეებს მოვარგოთ”, - აღნიშნა კომპანია ”რუსთავის აზოტის” გენერალურმა დირექტორმა ლევან ბურდილაძემ.

სოფლის მეურნეობის, კვების, მრეწველობის, გადამამუშავებელი და შემფუთველი ტექნოლოგიების მე-15 საერთაშორისო გამოფენზე სხვადასხვა უცხოურმა თუ ქართულმა კომპანიამ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა, მანქანა დანადგარები, ტარა და შესაფუთი მასალები, სასათბურე მეურნეობების აღჭურვილობები, სარწყავი სისტემები, სასმელები და საკვები პროდუქტები, ლაბორატორიული აღჭურვილობა, ნერგები, თესლები, სასუქები და პასტიციდები, საკონსულტაციო სერვისი და სატრანსპორტო მომსახურება წარმოადგინა. გამოფენა საგამოფენო ცენტრ ”ექსპო ჯორჯიას” ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ევროკავშირის პროგრამა ENPARD-ის მხარდაჭერით იმართება. გამოფენა კომპანიებს და სტუმრებს 18-20 ნოემბრის ჩათვლით უმასპინძლებს. საგამოფენო ტერიტორია მე-5, მე-6 და მე-11 პავილიონებს, ასევე, ”ექსპო ჯორჯიას” გარე სივრცეს მოიცავს.

თამარ კორკოტაშვილი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი