„ორიფლეიმ საქართველომ“ 15 წლის იუბილეზე ახალი ბიზნეს ცენტრი გახსნა

„ორიფლეიმ საქართველომ“ 15 წლის იუბილეზე ახალი ბიზნეს ცენტრი გახსნა

2000 წლის 20 ნოემბერს, კომპანიის წარმომადგენლობა ესტუმრა საქართველოს და ოფიციალურად გახსნა „ორიფლეიმ საქართველო“, მაშასადამე კიდევ ერთი ქვეყანა შემატა მისი წარმომადგენელი ქვეყნების დიდ ჯაჭვს. ეს იყო ნამდვილი ინოვაცია ქართულ ბაზარზე, მთელი ქვეყანა მყისვე დაავადდა „ორიფლეიმის“ სენით. ნელ-ნელა კომპანიამ მნიშვნელოვნად დაიმკვიდრა ქვეყანაში თავი, მიაღწია განვითარების უმაღლეს დონეს და იქცა ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ რეგიონად, აქედან გამომდინარე აღმასრულებელი დირექციის გადაწყვეტილებით მოხდა ინვესტიციის ჩადება მის კიდევ უფრო განვითარებაში და 2008 წელს სტარტი აიღო კომპანიის საკუთარი, უზარმაზარი საწყობის მშენებლობამ, რომელიც დღეს წარმოადგენს თანამედროვე ტექნიკითა და პროფესიონალებით აღჭურვილ შენობას. 2009 წელს გაიხსნა კომპანიის ახალი, თანამედროვე და კომფორტული სერვისული ცენტრი, რომლის გახსნასაც ასევე დაესწრო კომპანიის წარმომადგენლობა შვედეთის სათაო ოფისიდან. აქ კომპანია მომხმარებელსა და მის ბიზნეს პარტნიორებს უკვე 15 წელია სთავაზობს მყუდრო, კომფორტულ, საჭირო ტექნიკითა და პირობებით აღჭურვილ თავისუფალ სამუშაო სივრცეს.

2012 წელი საკმაოდ მნიშვნელოვანი წელი იყო კომპანიის ისტორიაში, რადგან „ორიფლეიმ საქართველო“ გახდა კავკასიის რეგიონალური დისტრიბუციის ცენტრი.

კომპანიის წარმომადგენლობა საქართველოში ფეხდაფეხ მიყვება კომპანიის მსოფლიო ტენდენციას და ყოველწლიურად ახორციელებს საქველმოქმედო პროექტს, რომლის მიზანიც გახლავთ ბავშვების სწავლა-განათლება.

2015 წელს კი «ორიფლეიმ საქართველო“ უკვე 15 წლის იუბილეს აღნიშნავს. გასული წელიწადი გამორჩეული იყო კომპანიისათვის, რადგან აღსავსე იყო ნათელი და სასიამოვნო ემოციებით, დაუვიწყარი ღონისძიებებით და თავბრუდამხვევი მოგზაურობებით. საქართველოში ორიფლეიმის 15 წლიანი მოღვაწეობის მანძილზე ათასობით ადამიანმა მიიღო გადაწყვეტილება ეთანამშრომლა კომპანიასთან, გაიუმჯობესა ფინანსური მდგომარეობა და ცხოვრების პირობები. მათ მიეცათ დამატებითი შემოსავლის მიღების შესაძლებლობა სტაბილურ, პერსპექტიულ და მზარდ კომპანიაში. მრავალი ადამიანი გახდა ორიფლეიმის პროდუქციის ერთგული მომხმარებელი, რომელიც ხარისხის უმაღლეს სტანდარტებს აკმაყოფილებს. კომპანია მადლობას უხდის ამ წარმატებისათვის მის მომხმარებლებს, კონსულტანტებს, ლიდერებსა და პარტნიორებს. ერთობლიობა, სულისკვეთება და ჟინი – ეს ის მთავარი ღირებულებებია, რომლებიც ეხმარება კომპანიასა და მის პარტნიორებს პიროვნულ ზრდაში, დასახული მიზნების მიღწევაში და მომხმარებლის სიყვარულის მოპოვებაში.

სწორედ საკუთარ დაბადების დღეს დაამთხვია „ორიფლეიმ საქართველომ“ კიდევ ერთი გრანდიოზული სიახლე, რომელსაც კომპანიის წარმომადგენლობა მისი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისს უწოდებს. 20 ნოემბერს კომპანიამ ახალი ბიზნეს ცენტრი გახსნა, ამიერიდან „ორიფლეიმის“ ერთგულ მომხმარებლებსა და პარტნიორებს შეუძლიათ ეწვიონ მას განახლებულ მისამართზე, სადაც მათ უმასპინძლებს თანამედროვე ინტერიერითა და ტექნიკით აღჭურვილი სერვისული ცენტრი. კომპანია გვპირდება, რომ ამ სივრცეში მაქსიმალური კომფორტი იქნება შექმნილი იმისათვის, რომ მომხმარებლები და ბიზნეს პარტნიორები მასში მოხვედრისთანავე სასიამოვნო და მოსახერხებელ სამუშაო გარემოში აღმოჩნდნენ. ახალი ლოკაცია დავით აღმაშენებლის გამზირზე №61-ში მდებარე „მეიდან ჯგუფის“ ბიზნეს ცენტრის შენობაშია განთავსებული. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნად საქართველოს ესტუმრება კომპანიის ტოპ მენეჯმენტი შვედეთის სათაო ოფისიდან, იოჰან როზენბერგი - დსთ-ს ქვეყნების უფროსი ვიცე-პრეზიდენტი; ნიკოლას პალმკვისტი - უკრაინის, კავკასიის ქვეყნების და მოლდოვას ვიცე-პრეზიდენტი; კოპანი ბერკესი - დსთ-ს ქვეყნების კომერციული მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტი; სამიტ სენი - ორიფლეიმის არომატების შემქმნელი და სხვები...

გახსნის ცერემონია 20 ნოემბერს, 12:00 საათზე დაიწყო და მას დაესწრნენ საქართველოში მოქმედი საელჩოები, მთავრობისა და დიპლომატიური წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციები და კომპანიის ბიზნეს პარტნიორები.

ამავე დღეს „ორიფლეიმ საქართველომ“ გრანდიოზული, საიუბილეო ღონისძიება გამართა მისი წარმატებული კონსულტანტებისათვის. მეგა ღონისძიება კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატულ თეატრში გაიმართა და მას 500-მდე სტუმარი დაესწრო. კომპანიამ ღონისძიების სტუმრებს დაუვიწყარი სურპრიზები გაუკეთა.

კომპანია ამაყობს მისი მიღწევებით და მომავალში გეგმავს კიდევ უფრო დახვეწილი, მოქნილი, მიმზიდველი შემოთავაზებებით წარსდგეს მისი მომხმარებლისა თუ ბიზნეს პარტნიორების წინაშე.

წარმატების 15 წელს – ეს მხოლოდ დასაწყისია!

კომპანია «ორიფლეიმი» შეიქმნა 1967 წელს ძმები აფ იოკნიკების მიერ. დღესდღეობით იგი წარმოადგენს საერთაშორისო კოსმეტიკურ კონცერნს, რომელსაც 60-ზე მეტ ქვეყანაში აქვს საკუთარი წარმომადგენლობა. ნატურალური შვედური კოსმეტიკის თაყვანისმცემელთა რიცხვში მთელს მსოფლიოში დაახლოებით 3.6 მილიონი კონსულტანტია, რომლებიც ყოველწლიურად ახორციელებენ 1, 5 მილიარდი ევროს ოდენობის

ორიფლეიმის, როგორც ბრენდის მთავარი მესიჯი - თქვენი ოცნებები - ჩვენი შთაგონება™ - მომდინარეობს კომპანიის სიღრმისეული ისტორიიდან და მჭიდროდ უკავშირდება მის ძირითად ღირებულებებს. კომპანია ორიფლეიმის არსებობის 48 წლის განმავლობაში, უნიკალური ბიზნეს-იდეის წყალობით, ჩვენ ვეხმარებოდით ადამიანებს თავიანთი ოცნებების ასრულებაში.

საინტერესო ფაქტები ორიფლეიმის შესახებ

• გაყიდვების ყოველწლიური მოცულობა 1.5 მილიარდი ევროა

• მთელს მსოფლიოში „ორიფლეიმის“ 3.6 მილიონი კონსულტანტი და 8000 თანამშრომელია

• პროდუქციის ასორტიმენტში 1000 ერთეულია

• „ორიფლეიმი“ - ბავშვთა საერთაშორისო ფონდის თანადამფუძნებელია

• კომპანიის სამეცნიერო –კვლევით ცენტრში 100-მდე მეცნიერი და ექსპერტი მუშაობს

• კომპანია ფლობს 5 საკუთარ ფაბრიკას შვედეთში, პოლონეთში, ჩინეთში, რუსეთსა და ინდოეთში

• კომპანიის აქციებს გასავალი აქვს Nasdaq OMX –ის საფონდო ბირჟაზე 2004 წლის მარტიდან

• პროდუქცია შეიცავს მხოლოდ ნატურალურ ინგრედიენტებს. მისი ტესტირება არ ტარდება ცხოველებზე

• ორიფლეიმის წარმომადგენლობა არის 60-ზე მეტ ქვეყანაში, 11 მათგანში – ფრანჩაიზინგი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი