თბილისის წიგნის დღეები - 2015 "ექსპო ჯორჯიაში"

თბილისის წიგნის დღეები - 2015 "ექსპო ჯორჯიაში"

თბილისის წიგნის დღეები საგამოფენო ცენტრში „ექსპო ჯორჯია“ 26-29 ნოემბერს გაიმართება. ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია წიგნების გამოფენა-გაყიდვა და სხვა მრავალი საინტერესო ღონისძიება, თბილისის წიგნის დღეები მოიცავს საგამოფენო ცენტრის 3,4,5,6 და 11 პავილიონებს, რომელთა დათვალიერებაც 4 დღის განმავლობაში 11:00-დან 19:00-საათამდე იქნება შესაძლებელი.

თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში დაგეგმილი წიგნების გამოფენა გაყიდვა მე-11 პავილიონში გაიმართება, აქ ყველა ქართველი გამომცემელი იქნება წარმოდგენილი და მსურველებს შეეძლებათ სასურველი წიგნების შეძენა ძალიან დიდი ფასდაკლებით.

წიგნების გამოფენა გაყიდვაში მონაწილეობენ შემდეგი გამომცემლობები:

აგორა, არეტე, გამომცემლობაწიგნი+ერი, დაკარგულილეგენდები, დამოუკიდებელგამომცემელთადაგამავრცელებელთაალიანსი, გამომცემლობა “არტანუჯი”, კეთილიბარათები, გამომცემლობა ,,დიოგენე”, გამომცემლობა - ბაკმი, საქართველოსპარლამენტისეროვნულიბიბლიოთეკა,წიგნისმაღაზიაერუდიტი,ქართულიბიოგრაფიულიცენტრი, შპსბუქკაფე,ფორმატი, ელფისგამომცემლობა, სეზანი, წიგნებივაკეში, საგამომცემლოსახლი „გრაალისსამყარო“, ექსლიბრისი, ქარჩხაძისგამომცემლობა, ილიასსახელმწიფოუნივერსიტეტი, Sheakspeare & Company, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, შპსგამომცემლობა “მერიდიანი”, MTP, გამომცემლობა „წიგნებიბათუმში“, გამომცემლობაზებრა, NOVELLA, გამომცემლობაოჩოპინტრე, ზებრაგრუპ, გამომცემლობაპალიტრა L, პარნასი, ირინადენეიკინა, ექსკალიბური, პრემიერი, პრემიერი 2015, პროსპეროსწიგნები, საქართველოსუნივერსიტეტი, გამომცემლობა „გორგა“, საქწიგნი, საგამომცემლოსარეკლამოკომპანიასაუნჯე, გამომცემლობაინტელექტი, წიგნისსადისტრიბუციოკომპანიაირიათონი.

თბილისის წიგნის დღეები ორგანიზებულია საგამოფენო ცენტრის ექსპო ჯორჯიასა და წიგნის ხელოვნების ცენტრის მიერ, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და თბილისის გოეთეს ინსტიტუტის მხარდაჭერით. ასევე ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის პარტნიორობითა და კულტურის სამინისტროსა და საქართველოს გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის მხარდაჭერით.

გამოფენაში წარმოდგენილი წიგნების კატალოგები და დეტალური ინფორმაცია ყველა დაგეგმილი ღონისძიების შესახებ იხილეთ ჩვენს გვერდზე: https://www.facebook.com/BookDaysTbilisi

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი