ქმედუუნარო (უნარშეზღუდულ) ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი "ღვთისშვილები"

ქმედუუნარო (უნარშეზღუდულ) ბავშვთა საქველმოქმედო ფონდი "ღვთისშვილები"

მიმდინარე წლის 24 ნოემბრიდან 27 ნოემბრის ჩათვლით "პროკრედიტბანკის" სათაო ოფისში, ალ. ყაზბეგის 21-ში ოფიციალურად გაიხსნება საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა, გამოფენაში მონაწილეობს 60-მდე ცნობილი თანამედროვე ქართველი მხატვარი: რადიშ თორდია, ნიკოლოზ ხერკილაძე, ქეთი მატაბელი, დალი ფოდიაშვილი, ცირა კალანდაძე, მამუკა დიდებაშვილი, მამუკა მიქელაძე, გივი თოიძე, ილია პატაშური, ლევან ხარანაული და მრავალი სხვები.

გამოფენის ორგანიზატორებია: საქველმოქმედო ფონდი "ღვთისშვილები" და სულხან-საბას სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა.

საქველმოქმედო აქცია არის ფონდისა და ცნობილი ქართველი მხატვრის დალი ფოდიაშვილის ერთობლივი პროექტი. პროექტის ფარგლებში მოვიძიეთ და დავუკავშირდით ორგანიზაცია "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება"-ს რომელსაც აღრიცხვაზე ჰყავს შ.შ.მ. ბავშვები, რომლებიც სწავლობენ ხატვას, ძერწვას და სხვადასხვა სახის ხელსაქმეს.

ამ ბავშვებისათვის იქნება შეძენილი ყველა ის საჭირო ნივთი რაც სჭირდებათ მათ ხატვისთვის, ძერწვისთვის, სხვადასხვა ხელსაქმისათვის, აგრეთვე ზამთრის დადგომასთან დაკავშირებით შეძენილი იქნება მათვის რბილი ქუდები და ქურთუკები.

დარჩენილი თანხის ნაწილი მოხმარდება ფონდი "ღვთისშვილების" აღრიცხვაზე მყოფ ქმედუუნარო (უნარშეზღუდული) სტატუსის მქონე ბავშვებს.

პ.ს. მხატვრების ნებართვით ყოველი ნახატის ფასი თითქმის განახევრუბულია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი