ბიოქიმფარმი წლის ლიდერ მწარმოებლად დასახელდა ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე

ბიოქიმფარმი წლის ლიდერ მწარმოებლად დასახელდა ფარმაცევტული პროდუქციის ბაზარზე

კომპანია ბიოქიმფარმ-ს 2015 წლის ნოემბერში საპატიო წოდება მიენიჭა - `დარგის ლიდერი 2015”, ეკონომიკური საქმიანობის კლასიფიკაცია - ფარმაცევტული პროდუქციის წარმოება. კომპანიების შეფასებისას გათვალისწინებული იყო სხვადასხვა ფინანსურ-ეკონომიკური მაჩვენებლები, მათ შორის დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა. აღნიშნული სერთიფიკატი კომპანიას გადაეცა ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის (NBR Union) მიერ. NBR-Union-ში, რომელიც 11 წელია არსებობს, გაერთიანებულია შემდეგი წევრი – ქვეყნები: უკრაინა, ბელორუსი, რუსეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი, უზბეკეთი და საქართველო. საქართველო წევრთა რიგებს წელს შეემატა.

ბიოქიმფარმი ბაქტერიოფაგის პრეპარატების ლიდერი მწარმოებელია საქართველოში. კომპანიაში ინახება ბაქტერიოფაგების კვლევისა და წარმოების მრავალწლიანი გამოცდილება და დღეისათვის კომპანია დაკავებულია ინოვაციური, უსაფრთხო პრეპარატების შექმნით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი