ყატარის ავიახაზების ფასდაკლების აქცია

ყატარის ავიახაზების ფასდაკლების აქცია

ყატარის ავიახაზები, თავის მომხმარებელს საქართველოში, სთავაზობს სპეციალური ფასდაკლების აქციას მსოფლიოს 152 მიმართულებით.

დღეიდან 2015 წლის 6 დეკემბრის ჩათვლით მგზავრებს აქვთ საშუალება დაჯავშნონ ავიაბილეთები და ისარგებლონ მნიშვნელოვანი დანაზოგით ყატარის ავიახაზების ნებისმიერი წარმომადგენლობითი ოფისის, პარტნიორი ტურისტული სააგენტოს ან ვებ გვერდის qatarairways.com მეშვეობით. მოგზაურობის პერიოდი 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით, ხოლო ავსტრალიის ორი ქალაქის - სიდნეისა და ადელაიდეს მიმართულებით 2016 წლის 31 ივლისის ჩათვლით.

მიმართულებები, რომლებზეც ვრცელდება ფასდაკლება: აბუ დაბი, ბანგკოკი, ბეიჯინგი (პეკინი), გუანჯოუ, კოლომბო, კოჩი, დარ ეს სალამი, დუბაი, ხანჯოუ, ჰონგ კონგი, ფუკეთი, ჯაკარტა, იაჰანესბურგი, კუალა ლუმპური, ლაჰორე, მუსკატი, ოსაკა, სეული, შარჟა, შანხაი, სინგაპური, სიდნეი და ადელაიდე.

ყატარის ავაიხაზებიმსოფლიოში აღიარებული ერთ ერთი ყველაზე თანამედროვე აეროპორტის, ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის, გავლით ემსახურება მსოფლიოს ისეთ ძირითად ბიზნეს და დასასვენებელ მიმართულებებს, როგორიცაა მუმბაი, ბანგკოკი, სინგაპური, თეირანი, ჰონგ კონგი, კოლომბო და დუბაი.

ივნისის თვეში გამართულ მსოფლიოს ავიახაზების ყოველწლიურ დაჯილოვებაზე Skytrax 2015, ყატარის ავიახაზებმა გაიმარჯვა შემდეგ ნომინაციებში, მსოფლიოს საუკეთესო ავიახაზები, მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის სავარძელი და შუა აზიის საუკეთესო ავიახაზები.

ყატარის ავაიხაზებმა განიცადა სწრაფი ზრდა ბოლო 18 წლის განმავლობაში და დღეს ფლობს 173 თანამედროვე თვითმფრინავისგან შემდგარ ყველაზე ახალგაზრდა საჰაერო ხომალდების პარკსდა ემსახურება მსოფლიოს 152 ქალაქს ევროპის, შუა აზიის, აფრიკის, მცირე აზიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი