საპასუხო დარტყმა დევალვაციაზე

საპასუხო დარტყმა დევალვაციაზე

საუკეთესო დაცვა - თავდასხმაა. ეს სპორტული ანდაზა საქართველოს დღევანდელ რეალობაში, როდესაც დევალვაცია ძლიერად ზემოქმედებს მოქალაქის ფინანსებზე, როგორც არასდროს აქტუალურია. მარტთან შედარებით ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დავარდა 9,4% - ზე (20 თეთრზე მეტად). ლარის კურსის ვარდნა წლიური ანგარიშით შეადგენს 36% (63 თეთრზე მეტი). დამოუკიდებელი ექსპერტების აზრით, ახალ წლამდე ლარის კურსი გააგრძელებს ვარდნას.

რა უნდა ვქნათ ამ შემთხვევაში? შეიძლება შემდგომშიც გავაგრძელოთ ერთი ვალუტის მეორეზე გაცვლა დევალვაციისაგან თავის დაცვის იმედით, მაგრამ შესაძლებელია სხვა არჩევანის გაკეთება.

საქართველოში ყველაზე დიდი საცხოვრებელი კომპლექსი «დირსი» გთავაზობთ დევალვაციას საპასუხო დარტყმა მიაყენოთ. «დირსი» გთავაზობთ შეიძინოთ დასრულებული და სრულიად გარემონტებული ბინები ძალიან დაბალ ფასად. ბინა შესაძლებელია შეიძინოთ სხვადასხვა პირობებით, მათ შორის ერთიანი გადახდით ან კრედიტით, რომლის შემთხვევაშიც პირველადი შენატანი შეადგენს 15%, ოროთახიანი ბინის კვადრატული მეტრის საფასური - 717 დოლარია. სამოთახიანი ბინის კვადრატული მეტრის ფასი უფრო ნაკლები - 670 დოლარია. «TBC Bank» -ის კრედიტის სარგებლობის შემთხვევაში მისი ვადა აღწევს 15 წელს, წლიური საპროცენტო განაკვეთი კი 9%დან იწყება.

«დირსი» -ში ბინის ყიდვა პერსპექტიულია არამარტო ხელსაყრელი ფასების და გაყიდვების მოქნილი პირობების თვალსაზრისით. უკვე არსებობს გასართობი და სოციალური ინფრასტრუქტურა, არის მიკრორაიონის ტერიტორიის შემდგომი განვითარების გეგმა. ყველაფერი ეს უპირობოდ ქმნის ნათელ პერსპექტივებს «დირსი» -ში საცხოვრებლის მყიდველთათვის. ზაფხულის სიცხიან დღეებში და ზამთრის ცივ საღამოებში კაფეში დასვენება, მინი მარკეტში კი ყველაფერი აუცილებლის ყიდვაა შესაძლებელი. აქ ასევე არის საბავშვო და სპორტული სათამაშო მოედნები, ველობილიკები.

ახლახან «დირსი»-მ აღნიშნა საბავშვო ბაღი «English World in დირსი»-ს გახსნა, სადაც გამოიყენება ბავშვთა განვითარების მოწინავე კონცეფცია, რომელიც დაფუძნებულია აშშ-ის, კანადის, გაერთიანებული სამეფოს და ავსტრალიის სწავლების მეთოდიკის გამოყენებით. საბავშვო ბაღში აღსაზრდელებს ელოდებათ სათამაშო მოედნები, უნიკალური ეზო ამფითეატრთან ერთად. აქ ისინი შეისწავლიან ინგლისურ ენას გაერთიანებული სამეფოს პროგრამით, რომელიც განკუთვნილია სპეციალურად 3-5 წლის ასაკის უცხოელ ბავშვებზე, განავითარებენ მათემატიკურ უნარებს კომაროვის სახ. სკოლის გამოცდილების საფუძველზე, ასევე გაეცნობიან ბავშვების სკოლისათვის მოსამზადებელ პროგრამას, რომელიც დამუშავებულია ბრიტანული სკოლათა ქსელის «Buckswood»-ის მიერ ამ ყველაფერს 10%იანი ფასდაკლებით მიიღებთ თუ თქვენ დირსის მაცხოვრებელი გახდებით.

ახლო მომავალში «დირსი»-ს ტერიტორიაზე იგეგმება იტალიური სტილის სავაჭრო ცენტრის გახსნა, რომლის საერთო ფართი 29015 კვმ-ს შეადგენს. მთლიანად საქართველოს და კერძოდ თბილისის ტურისტული პოტენციალის გათვალისწინებით, უახლოეს წლებში აქ აშენდება თანამედროვე სასტუმრო და ატრაქციონების პარკი. მიმდინარეობს აქტიური სამუშაოები ბულვარის პოპულარიზაციის განხრით, სადაც ასევე დაგეგმილია დამატებითი კვების და გასართობი ობიექტების მშენებლობა.

ასეთი მასშტაბური პროექტების რეალიზაცია უპირობოდ შეცვლის ფასს, რაც იმას ნიშნავს რომ სამომავლოდ ასეთი დაბალი ფასები აღარ დაგხვდებათ. დაბალი ფასის და ლარის დევალვაციის ფონზე, «დირსი»-ში ბინის შეძენა ძალიან მომგებიანი ინვესტიციაა.

და ეს ბოლო შეთავაზება როდია, ახალი წლისთვის კომპანია „AS GROUP INVESTMENT“-ი «დირსი»-ს კომპლექსში ბინის შეძენის მსურველებს დამატებით 10%-იან ფასდაკლებას სთავაზობს გარემონტებულ, დასრულებულ 2 და 3 ოთახიან ბინებზე. საახალწლო შეთავაზება ძალაშია მხოლოდ 15 იანვრამდე!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი