ვინ გახდება Orange Santa 2016?

ვინ გახდება Orange Santa 2016?

ლაიონელ რიჩის რომანტიკული Hello-ს ფონზე, საღამურსა და ცისფერ მოსასხამში გამოწყობილი ატირებული, მარტოდ დარჩენილი ფიფქია უშედეგოდ დაეძებს ქუჩებში ორინჯ სანტას. თუმცა, ჯერ უშედეგოდ...

„საქართველოს ბანკის“ Orange Santa-ს 8-წლიანი ისტორიის განმავლობაში, „სანტა“ წელს პირველად „სახალხოდ“ იძებნება.

ვინ გახდება Orange Santa? - ეს კითხვა ალბათ ბოლო დღეებში სოციალური ქსელში დასმული ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეკითხვა იყო. „საქარველოს ბანკში“ ირწმუნებინ, რომ ამ საყოველთაო კითხვას ღირსეული კანდიდატით უპასუხებენ და მალე სრულიად საქართველო კიდევ ერთხელ, ახლა უკვე მერვედ გახდება დაუვიწყარი სახალხო თავგადასავლის მონაწილე.

ასეთი შანსი კი ეძლევა ნებისმიერს, განურჩევლად მათი პროფესიისა. ყველაზე ნაყოფიერი ქართული სარეკლამო პლატფორმის ახალი პერსონაჟის კასტინგში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც ფიქრობს, რომ არის მხიარული, არტისტული, უყვარს ცეკვა და რაც მთავარია, ახალი წელი. თუმცა, სანტას ზღაპარი აქ არ მთავრდება - „საქართველოს ბანკის“ მიერ გამოცხადებული კასტინგის შემდეგ შერჩეული პირი გახდება ყველასათვის საყვარელი საახალწლო სერიების სახე, მიიღებს 3-წლიან კონტრაქტს და 50.000 ლარს ანაზღაურების სახით (დასაბეგრი).

„ყოველთვის დგება ცვლილებების დრო და შესაბამისად, ეს დრო მოვიდა. ეს იყო ერთობლივი გადაწყვეტილება. წლების განმავლობაში სანტასთან ჩვენი წინა თანამშრომლობა იყო ძალიან პოზიტიური, მაგრამ სიახლე საჭირო იყო. იქიდან გამომდინარე, რომ პლატფორმა არის ასეთი პოპულარული და ეკუთვნის მთელ საქართველოს და არა მხოლოდ „საქართველოს ბანკს“, გადაწყდა კასტინგი არ ყოფილიყო დახურული“, - ამბობს „საქართველოს ბანკის“ ბრენდის მართვის დეპარტამენტი ხელმძღვანელი საშა კაცმანი.

რატომ სანტა და არა - ფიფქია? - ამ კითხვაზე პასუხიც მარტივია: კამპანიის მთავარი ღერძი არისსწორედ Orange Santa. ყველაზე გრძელვადიანი ქართული სარეკლამო პლატფორმის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ კამპანიის დნმ-ი სწორედ სანტაში დევს და შესაბამისად, სანტას ცვლილება უფრო საინტერესო და რეზონანსული იქნება.

ავტორები ასევე გვპირდებიან, რომ არ არის გამორიცხული, ახალმა სანტამ სრულიად ახალი მახასიათებლები შეიძინოს, თუმცა ეს ყველაფერი კასტინგის დასრულების შემდეგ გამოჩნდება.

საშა კაცმანი: “მთავარი გზავნილი არის ახალი წელი. მთავარი გზავნილი არის მილოცვა. ახალი წელი ხომ სტატისტიკურად ყველაზე საყვარელი დღესასწაულია. ამ კამპანიის პირველი ეტაპი ისე დაიგეგმა, რომ ყოფილიყო განსხვავებული მილოცვა, ეს იყო პირველადი იდეა. პლატფორმა გამოდგა იმდენად წარმატებული, რომ ჩვენ მრავალი წელი მოგვიწია ამ პლატფორმის მენეჯმენტი. ყოველი შემდეგი სერია იყო გამოწვევა, რომ წინაზე უკეთესი გამოსულიყო. ეს იყო სახალხო პროექტი. თუ ჩვეულებრივ სახალხო რგოლს აქვს იქს მაჩვენებელი დამახსოვრების, სანტას აქვს ხუთჯერ მეტი. საბანკო სექტორში მსგავსი მაღალი ცნობადობის არც პლატფორმა არსებობს და არც პერსონაჟები. ეს იყო დიდი პასუხისმგებლობა ჩვენი გუნდის, რომ შეგვენარჩუნებინა და კიდევ უფრო საინტერესო გაგვეხადა პლატფორმა“.

გუნდის მთავარი მიზანი მიღწეულია - დღეს Orange Santa ინტერნეტში ყველაზე ყურებადი ქართული სარეკლამო კლიპია, რომლის პერსონაჟის განვითარება სერიების მანძილზე ხდებოდა - თანდათან სანტამ სუპერმენული თვისებები შეიძინა, სრულიად მოულოდნელად კი ზაფხულშიც გამოჩნდა და მომხმარებელს მსოფლიო ჩემპიონატის დაწყება მიულოცა.

Orange Santa-ს კამპანიის ისტორია 2008 წელს დაიწყო. ეს იყო მცდელობის შედეგი - „საქართველოს ბანკის“ სახელით შექმნილიყო ყველასგან განსხვავებული საახალწლო მილოცვა, რომელიც საყვარელ დღესასწაულს ულოცავდა მომხმარებელს და კონკრეტულს არაფერს სთავაზობდა ან ჰყიდდა.

2016 წლის Orange Santa უკვე რამდენიმე დღეა იძებნება. კასტინგი ახალი პერსონაჟის შეარჩევად დაწყებულია. მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს ონლაინ რეჟიმში თვალყური ადევნოს კასტინგის მიმდინარეობას. ყოველკვირეულად კასტინგის მონაწილეთა ახალი ვიდეოები ვებგვერდზე www.2016.ge განთავსდება. Orange Santa-ს საყოველთაო კასტინგს აფასებს კომპეტენტური ჟიური. კასტინგის შედეგად, ჟიური აარჩევს მის ფავორიტ მონაწილეს, სწორედ ეს ერთი ადამიანი გახდება მომავალი ORANGE სანტა. ახალი Orange Santa-ს ვინაობა ცნობილი 20 დეკემბრისთვის გახდება და დეკემბერშივე მიიღებს მონაწილეობას „საქართველოს ბანკის“ წლევანდელი საახალწლო კლიპის გადაღებაში Orange Santa 2016.

ასე რომ, „საქართველოს ბანკის“ პოზიტიური ტრადიცია - Orange Santa-სა და ფიფქია ზაღაპარი წელსაც გრძელდება...

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი