„ჩემი შემოქმედებისთვის მთავარია ვიმუშავო, ოღონდ ადამიანურად ვიმუშავო და ჩემში „ადამიანები“ იყვნენ....

„ჩემი შემოქმედებისთვის მთავარია ვიმუშავო, ოღონდ ადამიანურად ვიმუშავო და ჩემში „ადამიანები“ იყვნენ....

ვინ არის ირაკლი ჟღენტი და როგორ იპოვა ხატვამ ის - სოციალურ მედიაში პოპულარული ახალგაზრდა მხატვრის შესახებ:

- ბავშვობაში ვხატავდი.ოჯახში ყველა ხატავდა და პროტესტი გამიჩნდა და ავიკვიატე აზრი, რომ „მე არ უნდა ვხატო! რამე სხვა საქმით უნდა დავკავდე!“ ეს უბრალოდ ბავშვური პროტესტი იყო,არ მინდოდა ვინმეს დავმსგავსებოდი. რადგან მამაჩემი სულ ხატავდა, აუცილებელი არ იყო, მეც მეხატა და მხატვრობაზე მეფიქრა.

- ახლა რატომ გადაწყვიტეთ ხატვა?

- მგონი მივხვდი,რომ ჩემს დასახატს სხვა ვერ დახატავს.ჩემს ოჯახის წევრებს თავიანთი სათქმელი აქვთ,მე ჩემი.არავისთან შეჯიბრს აზრი არ აქვს.ერთადერთი ვისზე უკეთაც მინდა ვხატო დღეს,ეს ჩემი თავია გუშინ. 4 წლის წინ, კვიპროსში, ერთ-ერთ ბარში პატარა ჩანახატი გავაკეთე. უბრალოდ ვიჯექი, ვფიქრობდი და ეს ყველაფერი ქაღალდზე კალმით შევასრულე. როდესაც მეგობრებს, ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ვანახე, მოეწონათ. ამას მოყვა სხვადასხვა ჩანახატები, რომელსაც ექსპრონტად ვაკეთებდი. პროცესმა ჩამითრია და მომეწონა. პერიოდიც შესაფერისი მქონდა - არ ვიცოდი, რა მინდოდა და რისთვის ვიყავი. ასე დავიწყე ხატვა, რომელზეც არ მიფიქრია და მას მერე არ გავჩერებულვარ! თვითონ ამირჩია ხატვამ!

- ხატვის დროს რაზე ფიქრობთ?

- ერთი ჩინელ გრავერს ტაძრისთვის მოჩუქურთმებული სტენდის გაკეთება დაავალეს. პატივი იყო ეს მისთვის და დიდი ენთუზიაზმით შეუდგა საქმეს.კეთების დროს იმ ფულზე ფიქრი დაიწყო,რომელსაც ამ სამუშაოსთვის გადაუხდიდნენ და მალევე მიხვდა, რომ საშინელებას ქმნიდა, დაამტვრია და თავიდან დაიწყო.ამჯერად თავში აეკვიატა აზრი, როგორ შეიყვარებდა მას ამის გამო ხალხი და ისევ თავიდან დაწყება მოუწია. მესამე ცდაზე დიდებული სტენდით მოპოვებულ უკვდავებაზე ფიქრობდა...მეოთხედ რომ დაიწყო, თავში მხოლოდ ერთი ფიქრი ჰქონდა,რომ შეექმნა ჩუქურთმა. ძალიან მაგარი გამოუვიდა. სტენდმა ერთდროულად მოუტანახალხის სიყვარული, ფულიც და უკვდავებაც. ხატვის დროს, იდეალურ ვარიანტში, ხატვაზე უნდა ვფიქრობდე. ჩემი აზრით, ძალიან ცდება ხელოვნებათმცოდნე, თუ უბრალო მოყვარული,როცა ამბობს:ავტორმა ამ ფერით, თუ კომპოზიციის ამგვარი გადაწყვეტით ეს გვითხრა, ეს ჩადო ნამუშევარში. ამ დროს შეიძლება მხატვარი მის წინ მდგომი ნატურის შესწავლით, მისი კვლევით, მასზე ცდების ტარებით ისე იყო გატაცებული, რომ მის თავში არც სათქმელზე ფიქრისთვის და არც მასში სპეციალურად ჩასადები ემოციებისთვის ადგილი არ დარჩეს... თუ ნახატზე კონცენტრირებული არ ვარ, ვერ ვმუშაობ! დღეში 6-7 საათი ვხატავ, როდესაც ვდგები, მერე ვგრძნობ დაღლასა და წელის ტკივილს. სუპერ დაღლილი ვარ!

- და მანც რა არის შენიშემოქმედებისწარმატების გასაღები?

- კეთების დროს თუ მივხვდი ნამუშევრის აზრს,მის სათქმელს,იმას ვეღარ მივაღწევ, რაც დამაკმაყოფილებდა.დიდი ადგილი შემთხვევითობებს უჭირავს. ერთი გარკვეული მიმართულებით არ ვხატავ. ერთ ნახატზე მაქსიმუმ 1 თვე მიმუშავია, თუმცა არის ნახატები, რომელთაც,რომ შემეძლოს, უფრო დიდ დროს დავუთმობდი... ნამუშევრებში მონაწილეც მე ვარ და მაყურებელიც... ეს ასეა. არის ნახატები, როდესაც ვქმნი და ვმუშაობ, თავი სუპერ გაფუჭებული ტიპი მგონია - ერთდროულად უამრავი ქალის სურვილით შეპყრობილი. თუ მე თვითონ გავარკვევ,რა ხდება ნახატში, აღარ დავხატავ! მირჩევნია წავშალო,ახლიდან დავიწყო.მქონია ასეთი შემთხვევა.ისეთი სცენებისა თუ მოვლენის შექმნა, რომელსაც ახსნა აქვს, უინტერესოა ჩემთვის...

- შენი მეგობრების, ახლობლების აზრს, რჩევას ან შეხედულებას თუ ითვალისწინებ, როცა ისინი შენს ნამუშევარს აფასებენ?

- მომწონს, როცა კითხულობენ, რა ხდება ნახატში. უკუკავშირი ხელოვნებისნაწილია.ჩემივენახატისგაგებაშიხალხიმეხმარება და უფრო ამიტომ შევქმენი ფეისბუქიც, ძალიან მაინტერესებს სხვისი აზრი, რას ხედავენ, რა გონიათ.შეხედულებები, ისტორიები, შთაბეჭდილებები - ეს მსჯელობა ჩემთვის საინტერესოა! უხერხემლო ტიპი ვარ და ამ ბოლო დროს მგონია,რომ სწორედ ეს არის ჩემი ხერხემალი: უხერხემლობაზე დიდი ხერხემალი და ხელმოსაჭიდი არ არსებობს. სულთამაშგარე ვარ,იმიტომ რომ სულ მახსოვს, რასაც ვხატავ, მხოლოდ ჩემი აზრია,ამას უბრალოდ მე ვხედავ ასე და რეალურად რა არი?ვინ იცის...პირიქითაც შეიძლება ითქვას,სულ თამაშში ვარ. რეალურ ცხოვრებაშიც სახელს ვერ ვარქმევ ვერაფერს.ხანდახან მოვრჩები ნახატს და განცდა მაქვს :“ეს მე არ შემისრულებია, სხვამ დახატა...

- ხატავ მუქ და ნაცრსიფერ ფერებში, მათ გაფერადებაზე ჯერ არ დაფიქრებულხარ?

- არა, უბრალოდ ჩემი ნახატებისთვის დღეს ეგ ფერები მომწონს. შეიძლება მომავალში რაღაც შეიცვალოს.

- შენს შემოქმედებაში ადამიანს, ზოგადად პერსონას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს, თითქმის ყველა ნამუშევარში მთავარი გმირი ადამიანია. ნაკლებად მუშაობ პეიზაჟებსა და ნატურმორტებზე....

- ნამდვილად, არ ვიცი როდის დაიწყო ჩემი აბსოლუტური, უსაზღვრო,ნონსტოპინტერესი ადამიანის მიმართ, ან სულაც პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ. მახსოვს, ბავშვობაში უცხო სახლის ფანჯრებში ვიხედებოდი, ვიჭყიტებოდი და ჩუმად, დიდხანს, ვაკვირდებოდი ხოლმე როგორ იქცეოდა ხალხი, როცა ეგონათ მას ვერავინ ხედავდა. ჩემს შემოქმედებაში ასეა: ისინი იქცევიან თავისუფალდ, ზუსტად ისე,„მათ რომ ვერავინ ხედავს“. ამიტომაც,ჩემი შემოქმედებისთვის მთავარია ვიმუშავო, ოღონდ ადამიანურად ვიმუშავო და ჩემში „ადამინები“ იყვნენ....

- როგორია შენი ერთი ჩვეულებრივი დღე?

- ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი და განსხვავებული დღე არ არის... ვხატავ, ვცურავ, საღამოს თუ ძალიან გადაღლილი არ ვარ, მეგობრებს ვნახულობ. ხალხმრავლობა და ხმაურიანი ადგილები არ მიზიდავს, არ მიყვარს, უნარი არ მაქვს ამის.. ერთდროულად 2-3 მეგობარზე მეტს არ ვნახულობ. თუ დაბადების დღეზე აღმოვჩნდი, ადრე ვიპარები და ეს იცის ყველამ... ეს ჩემი ხასიათია. საერთოდ, დილის 9 საათზე ვდგები... ჩემს ძაღლთან, “ოზისთან“ ერთად ვატარებ გარკვეულ დროს, ვასეირნებ და ერთად ვსუნთქვათ სუფთა ჰაერს. სახლში დაბრუნებული ვიწყებ ხატვას... ყოველდღე მეგობრების მოკითხვას ვერ ვახერხებ და არც მიყვარს. მგონი, არ ვარ აქტიური ადამიანი.

- რა არის შენთვისბედნიერება?

- არ ვიცი რა არის ბედნიერება... მქონია საკუთარ თავთან მშვიდობაში ყოფნის გაელვებები.არ ვიცი ვინმესთვის ეს რამდენად არის ბედნიერება,თუმცა ჩემთვის ეს გაელვებები ნამდვილად შინაგანი სიმშვიდეა და ის მაშინ მეუფლება, როცა საკუთარ თავს ადამიანობას ვპატიობ.

- უცნაური კითხვა დამებადა, როგორი ხარ?

- ჩვეულებრივი… ხანდახან მოწყენილობა ჩემთვის ძალიან საშიში ხდება, ზოგჯერ იმდენად დიდია, რომ მთელ ჩემს სივრცეს იკავებს, მთელ დროს ვგრძნობ,ვიკარგები და უსასურლობისკენ მივდივარ. ხმებ აძარღვები და შიშისგან ვიწყებ ხუმრობას და ყველაზე მხიარული ამდროს ვარ. ეს მხიარულება დაახლოებით იგივე როლს ასრულებს, როგორც ფართხალი ზღვაში, როცა იხრჩობი.

- რას ელი 2016 წლისგან?

- არასოდეს არაფერს ველი, მითუმეტეს წლებისგან... ამ შემთხვევაშია რც 2016 წელი განსაკუთრებული და გამონაკლისი. არც ის მგონია,რომ სამყაროს, ანზეცაში „ვინმეს“ რამე საინტერესო და განსაკუთრებული გეგმები ჰქონდეს ჩემთან დაკავშირებით. საკუთარ თავზე დღესაც ვმუშაობ, რათა გამოვიმუშავო ჩემთვის სასურველი, აუცილებელი და მნიშვნელოვანი თვისებები და საჭიროებები: უნარები, მატერიალური მდგომარება და ა.შ.

- ხშირად ოცნებობ?

- არ მიყვარს ოცნება, უფრო სწორედ, ნაკლები დრო მაქვს ამისთვის, თუმცა ზოგჯერ ღრუბლებშიც დავფრინავ, დავფრინავ, მერე კი ტალახი მენატრება და ტალახის აბაზანებს ვიღებ, კანს უხდება. იცი რაზე მიოცნებია? არ იყოს საზღვრები და არც ქვეყნის სახელები და ვიყოთ უბრალოდ „დედამიწელები“. არარეალურია, თუმცა ყველას მოეწონებოდა. ისეკი, რაზევიოცნებო? შემოქმედებით ადამიანს, მაგალითად, მხატვარს, უნდა გააჩნდეს დრო და საღებავები. ვცდილობ ეს ყველაფერი მქონდეს. ზოგადად, ოცნება ფიქრივით არის, ყველაფერზე ფიქრით არ უნდა დაკავდე, ოცნებაც უნდა მიუშვა და მას ისეთივე თავისუფლება მიანიჭო, როგორც საკუთარ თავს“.

- და ბოლოს, რას უსურვებდი საკუთარ თავს?

- ჩემს თავს ვუსურვებდი გამბედაობას, რათა საკუთარ ცხოვრებაზე ავიღო პასუხისმგბელობა. ჩემში ავაშენო და შევქმნა ადამიანი, რომელიც მიშველის, მომივლის, გამართობს და არ დაველოდები სხვას - ვინმე მხსნელს, რომელიც ამ ყველაფერს მომიგვარებს. კიდევ ვისურვებდი, რომ უმიზნო ყოფის შედეგად გამოწვეული სიცარიელე, რომლის შესავსებად ადამიანები სისულეებს მიმართავენ, ცოტად აპატარავდეს. თუნდა ცის, რომ სხვის საქმეში, სხვის პირადულში ვიქექეებით, ცხვირს ვყოფთ, ვიგონებთ, ვთხზავთ მტრებს და ვებრძვით სრულიად სამყაროს, აი სწორედ ამ „სიცარიელის“ ნელ-ნელა და ყოველწლიურად დაპატარავებას და შემდეგ გაქრობას ვისურვებდი. მთელ სამყაროსაც ამას ვუსურვებ: ვიყოთ უფრო მეტად ლაღები, დავკავდეთ საკუთარი საქმით, პრობლემებით, სიყვარულით და ნუ განვსჯით სხვის ცხოვრებას! მინდა ჩემში ავაშენო და შევქმნა ადამიანი, რომელიც მიშველის, მომივლის, გამართობს და არ დაველოდები ვინმე მხსნელს”.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი