სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ადრეულ რეგისტრაციას და ახალ საბაკალავრო პროგრამას იწყებს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (SDSU) საქართველოში ადრეულ რეგისტრაციას და ახალ საბაკალავრო პროგრამას იწყებს

ცნობილი ამერიკული უნივერსიტეტი - San Diego State University (SDSU) საქართველოში 2016 წლიდან ადრეული რეგისტრაციის პროექტს და ახალ საბაკალავრო პროგრამას იწყებს.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისში 2015 წლიდან არსებობს და ის ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკულ დიპლომს გასცემს საქართველოშიტექნოლოგიურ და საინჟინრო (STEM) დარგებში. სტუდენტებს შესაძლებლობა აქვთ გაცვლითი პროგრამით, ერთი სემესტრი ან ერთი წელი სწავლა განაგრძონ კალიფორნიაში, სან დიეგოში. 2016 სასწავლო წელს უნივერსიტეტი აბიტურიენტებს 4 საბაკალავრო პროგრამას შესთავაზებს საქართველოში:

• ქიმია / ბიოქიმია

• კომპიუტერული ინჟინერია

• ელექტრული ინჟინერია

• კომპიუტერული მეცნიერებები

კომპიუტერული მეცნიერებების პროგრამის პრეზენტაცია სასტუმრო რუმსში გაიმართა და მას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის ვიცეპრეზიდენტის მოადგილე ფატიმასუმარი, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და სანდიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი - საქართველოს დეკანიკენუოლში.

„კომპიუტერული მეცნიერებები ერთერთი ყველაზე პოპულარული პროგრამაა ამერიკულ უნივერსიტეტებში და გვიხარია, რომ ქართველ სტუდენტებს ამ სიახლეს ჩვენ შევთავაზებთ. როგორც იცით, საინჟინრო და ტექნოლოგიური დარგების სპეციალისტები ყველაზე მოთხოვნადი პროფესიებია გლობალურ სამუშაო ბაზარზე, ველით ბევრ დაინტერესებულ სტუდენტს 2016 აკადემიური წლისთვის," განაცხადა სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დეკანმა კენ უოლშმა.

პრეზენტაციაზე სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტმა მოწვეულ სტუმრებს ასევე გააცნო ადრეული რეგისტრაციის ახალი პროექტი ApplySDSU. ადრეული რეგისტრაციით ქართველი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პროცესს, ავტომატურად მიიღებენ $1000 თანადაფინანსებას უნივერსიტეტისგან.

ადრეული რეგისტრაცია 15 თებერვლიდან იწყება, საბუთების შეტანის ბოლო ვადა კი 15 მარტია. რეგისტრაციის შედეგად შერჩეული სტუდენტები პირობითად ჩაირიცხებიან SDSU-ში, რაც ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმატებით ჩააბარებენ ეროვნულ გამოცდებს და სასწავლებლის შერჩევისას პირველ ადგილზე მონიშნავენ სან დიეგოს სახელმწიფოს უნივერსიტეტს, ავტომატურად მოხვდებიან უნივერსიტეტის პირველ კურსზე, თანაც $1000-იანი თანადაფინანსებით.

ამის გარდა, უნივერსიტეტი წარმატებულ სტუდენტებს შესთავაზებს 25%, 50%, 70% და 100% დაფინანსებას. სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე სტუდენტები კი უნივერსიტეტში უფასოდ ისწავლიან. ადრეული რეგისტრაციის და ფინანსური განაცხადის ფორმის შევსება შესაძლებელია ელექტრონულად მისამართზე http://georgia.sdsu.edu/sdsu-application-page/

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პარტნიორები საქართველოში არიან: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

სანდიეგოსსახელმწიფოუნივერსიტეტი (SDSU), ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს უმაღლესი განათლების კომპონენტის ფარგლებში, საქართველოში ახორციელებს მაღალი ხარისხის, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე (ABET, ACS, WASC) საბაკალავრო პროგრამებს საინჟინრო და ტექნოლოგიურ (STEM) დარგებში. კურსდამთავრებულები მიიღებენ ამერიკულ დიპლომს. აღნიშნული პროგრამები ხელს შეუწყობს საქართველოში საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური დარგების განვითარებასა და ქვეყანაში მაღალკვალიფიციური სამუშაო ძალის მომზადებას. პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის (MCC) მეორე კომპაქტის ფინანსური მხარდაჭერით.

https://www.facebook.com/media/set/?set=a.1203548403007740.1073741851.943531925676057&type=3

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი