დირსი - სიგიჟეა, მაგრამ რეალობაა...

დირსი - სიგიჟეა, მაგრამ რეალობაა...

რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი შენაძენი, ვიდრე ახალი საცხოვრებელი? მნიშვნელოვანი და ამავე დროს, რთული გადაწყვეტილება, რომელსაც უამრავი ეჭვი, „ნეტა“, „თუ“, „ხომ არ“ და ბევრი მსგავსი ფიქრი ახლავს. მივიღე კი სწორი გადაწყვეტილება? - ეს კითხვა ყველა ახალ მობინადრეს აწუხებს და მხოლოდ დრომ შეიძლება გასცეს პასუხი.

უკვე ერთ წელზე მეტია, რაც მრავალმა ოჯახმა საცხოვრებელ კომპლექს „დირსიში“ დაიდო თბილი და მყუდრო ბინა. ეს საკმაოდ დიდი დროა იმაში დასარწმუნებლად, რომ ყველა დანაპირები სრულდება და მომავალში კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდონ.

საკმარისი დრო იმისთვის, რომ დარწმუნდე: ეს არის თაობებზე გათვლილი საცხოვრებელი გარემო, ახალი ქალაქი ძველ ქალაქში, სადაც შექმნილია ცხოვრებისთვის საჭირო სრულყოფილი ინფრასტრუქტურა და მყუდრო გარემო.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, პროექტისთვის სპეციალურად შეირჩა ადგილი, ცენტრალური ქალაქის ხმაურისგან მოშორებით, მყუდრო და წყნარ ადგილას, მტკვრის სანაპიროზე. ამასთან, ეს მხოლოდ დასაწყისია და დასრულებული მშენებლობა პროექტის, მხოლოდ, პირველ ეტაპს წარმოადგენს.

ჯანსაღ გარემოზე ზრუნვის შედეგად აქაურობა ეკო-ქალაქად იქცა - გამწვანებული ზონა 3-ჯერ აღემატება მოთხოვნილ ნორმას; ხოლო ენერგოეფექტური ტექნოლოგიები და სპეციალური მასალა, რომლითაც მთლიანი კორპუსებია შეფუთული, მაცხოვრებლებს 30 %-იანი დანაზოგის საშუალებას აძლევს.

რეალურად ნანახი მართლაც შთამბეჭდავია - ერთ-ერთი უმთავრესი, რითიც ეს პატარა და მყუდრო ქალაქი გამოირჩევა, მობინადრეებზე მუდმივი ზრუნვაა. ეს დირსის ტერიტორიაზე მოხვედრისთანავე იგრძნობა: 24 საათიანი დაცვის სამსახური; მრავალფეროვანი სპორტული და საბავშვო-გასართობი ინფრასტრუქტურა: სპორტული მოედნები (ფეხბურთის, ფრენბურთის, ჩოგბურთის, კალათბურთის) საველოსიპედო ბილიკები; ულამაზესი ბულვარი მტკვრის პირას; შადრევანი; მოწყობილი შიდა ეზოები...

ეს ყველაფერი უფრო ხელმისაწვდომი გახდა, რადგან კომპანიას ახალი,უნიკალური შეთავაზება აქვს:

დირსის ქალაქში ბინების შეძენა, უკვე 5 %-იანი პირველადი შენატანით არის შესაძლებელი.

აქ ბინა დასრულებული რემონტით დაგვხვდებათ - ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენს ახალ სახლში საცხოვრებლად გადასვლა შეძენისთანავე შეგიძლიათ. კვადრატული მეტრის ფასი $ 670 - დან იწყება და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომფორტი, რაც დირსის სხვა სხვებისგან გამოარჩევს, ეს ბინის ტიპის მრავალფეროვანი არჩევანია სართულის, ხედის და სხვა კომპონენტების გათვალისწინებით.

დირსი - ახალი ქალაქი ძველ ქალაქში!

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი