23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღე და პალიტრა L-ის გამოფენა-გაყიდვა

23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღე და პალიტრა L-ის გამოფენა-გაყიდვა

დღეს ვარკეთილის სკოლა „ოპიზაში“ გაიმართა პალიტრა L- ის წიგნების გამოფენა-გაყიდვა.

პროექტი განახორციელეს სამოქალაქო განათლება „ მომავლის თაობის“ ბავშვებმა, მათ მხარი დაუჭირა პალიტრა L-მა და ერთობლივად ჩაატარეს წიგნების გამოფენა-გაყიდვა და პრეზენტაცია.

სამოქალაქო განათლების კლუბ „კანადუსელების“ ლიდერი ლუკა გვარლიანი:

ჩვენი კლუბი ჩართულია სამოქალაქო განათლების პროგრამა“ მომავლის თაობაში“, რომელსაც ახორციელებს PH international-ი და აფინანსებს USAID. უკვე 2 წელია ჩვენი კლუბი ფუნქციონირებს და ბევრი სასიკეთო საქმე გაგვიკეთებია. 23 აპრილი წიგნის საერთაშორისო დღეა და ჩავატარეთ ერთ-ერთი აქტივობა, მოვიწვიეთ პალიტრა L -ი და მათ გააკეთეს წიგნის „ჩემი პირველი ენციკლოპედიის“ პრეზენტაცია, ასევე იყო წიგნების გამოფენა-გაყიდვა. ამით გვინდა საზოგადოებას მოვუწოდოთ წიგნიერებისკენ. აუცილებელია წიგნის კითხვა და ამ იდეის განხორციელებაში დღეს პალიტრა L- ი დაგვეხმარა, იმედია შემდეგშიც განვაგრძობთ თანამშროლობას და ბევრ საინტერესო აქტივობას ჩავატარებთ.

სამოქალაქო განათლების კლუბ „კანადუსელების“ წევრი თამთა მარკელია:

ჩვენმა ჩავატარეთ გამოკითხვა და ბევრი გამოკითხულის პასუხმა ძალიან შეგვაშფოთა . „სად გვაქვს დრო, რომ წიგნი წავიკითხოთ“. ჩვენ და პალიტრა L- მა გადავწყვიტეთ ეს სტერეოტიპი დაგვენგრია. ხალხს მოვუწოდებთ, რომ წიგნის კითხვა არის თვითგადარჩენისთვის საჭირო და ხშირად გვეხმარება რთული სიტუაციებში.

კითხვის მოყვარულებს კი კიდევ ერთი სასიამოვნო ღონისძიების შესახებ გაცნობებთ. ,,ბიბლუსის" ინიციატივით, ძველი კატალონიური ტრადიციების გათვალისწინებით, 23 აპრილს წიგნებისა და ყვავილების ფესტივალი გაიმართება East Point-ში. " ბიბლუსი" სტუმრებს წიგნებისა და ყვავილების გამოფენა-გაყიდვაზე ეპატიჟება. ღონისძიება წიგნის მოყვარულებს არასტანდარტულ ფასდაკლებებს, მხატვრული ლიტერატურის პერსონაჟებთან შეხვედრას, ყვავილებს, წიგნის თემატიკასთან დაკავშირებულ სხვადასხვა აქსესუარებს და ლიტერატურულ ჯემ-სეიშენს სთავაზობს.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი