THE PRODIGY, კრის ბრაუნი, ლორენ ჰილი და სხვა ვარსკვლავები 2016 წლის ჯაზ-ფესტივალზე საქართველოში

THE PRODIGY, კრის ბრაუნი, ლორენ ჰილი და სხვა ვარსკვლავები 2016 წლის ჯაზ-ფესტივალზე საქართველოში

2016 წლის ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში, საქართველოში QUINCY JONES & THE GLOBAL GUMBO ALL STARS, JAMIE CULLUM, MACY GREY, THE PRODIGY, Ms. Lauryn Hill, MILES ELECTRIC BAND, NIK WEST და Chris Brown ჩამოვლენ.

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია და მუსიკოსების ვინაობა, რომლებიც საქართველოს შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში ეწვევიან, ჯაზ-ფესტივალთან დაკავშირებით გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. პრესკონფერენცია "თიბისი" გალერეაში გაიმართა და მას "თიბისი ბანკის" გენერალური დირექტორის მოადგილე ნიკა ქურდიანი და "ისთერნ პრომოუშენსის" დირექტორი გიორგი კერესელიძე უძღვებოდნენ.

პროექტის ორგანიზატორების ინფორმაციით, 15-24 ივლისს, ბათუმში, შავი ზღვის სანაპიროზე ყველაზე მასშტაბური, შავი ზღვის რიგით X ჯაზ-ფესტივალი გაიმართება, რომელშიც ტრადიციულად, მსოფლიოს ცნობილი უცხოელი შემსრულებლები მიიღებენ მონაწილეობას. კონცერტები 10 დღის განმავლობაში, ყოველ საღამოს, ბათუმის ჩოგბურთის კლუბში და ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე ჩატარდება. თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილის, ნიკა ქურდიანის განცხადებით, საქართველოსთვის აღნიშნული მუსიკოსების სტუმრობა ძალიან მნიშვნელოვანია:

"ეს ყველაფერი კეთდება "Check in Georgia"-ს ფორმატში და ძალიან დიდი ფუფუნებაა, როცა გვაქვს საშუალება ამდენ გენიალურ მუსიკოსს მოვუსმინოთ, მივცეთ საშუალება ჩვენ მოსახლეობას, ჩვენ სტუმრებს, იმიტომ რომ არა მარტო ქართველები, არამედ მთელი რეგიონიდან ჩამოდის ხალხი და ძალიან არის დაინტერესებული. ეს არის მნიშვნელოვანი არა კულტურული თვალსაზრისით, არამედ საქართველოში ტურიზმის პოპულარიზაციისთვისაც", - აღნიშნა ნიკა ქურდიანმა.

როგორც "ისთერნ პრომოუშენსის" დირექტორი გიორგი კერესელიძე ამბები.გე-სთან საუბრისას აღნიშნავს, ფესტივალს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ადგილობრივ ბიუჯეტში: "გვიხარია, რომ ფესტივალი ასეთი მასშტაბური გახდა და პრაქტიკულად, ფესტივალი ძალიან დიდი დოზით ეხმარება ადგილობრივ ბიუჯეტსაც, შემოსავლების მხრივ. მიზანიც სწორედ ეს იყო ბათუმში ფესტივალების დაწყების, რომ იქნებ ნელ-ნელა, ეტაპიობრივად, ფესტივალი ისეთი პოპულარული გამხდარიყო, რომ მუსიკალური სარგებლობის გარდა წმინდა ეკონომიკური სარგებეკლიც მოეტანა ქვეყნისთვის. ამას მივაღწიეთ", - აღნიშნა გიორგი კერესელიძემ.

ორგანიზატორიების ინფორმაციით, ფესტივალის ფარგლებში, კლუბში "Take Five" შედგება MACY GRAY DJ SET; გაიმართება NIK WEST -ის, DJ LOGIC & Friends - ის და ასევე, ქართველი მუსიკოსების კონცერტები.

"ბათუმელებსა და ბათუმის სტუმრებს, ფასიანი კონცერტების გარდა, საშუალება ექნებათ უფასოდ დაესწრონ "BRASS BAND"-ების კონცერტებს, რომელიც ბათუმის ბულვარში მთელი დღის განმავლობაში გაიმართება. ჯაზ-ფესტივალის ფარგლებში უცხოელი შემსრულებლების გარდა ბათუმის კოლონადებთან კონცერტებს გამართავენ ჯაზ-ბენდები", - აცხადებენ პროექტის ორგანიზატორები.

ფესტივალის წარმდგენია "თიბისი ბანკის" პერსონალური საბანკო მომსახურება "თიბისი სტატუსი", ხოლო მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო და აჭარის კულტურის სამინისტრო. ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია "ისთერნ პრომოუშენს" (Eastern Promotions). ბილეთების გაყიდვა 11 მაისიდან ონლაინ ვებ-გვერდზე tkt.ge - დაიწყება.

(R)

თამარ კორკოტაშვილი

AMBEBI.GE

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი