საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია Microsoft ქართული სტარტაპების ხელშეწყობას ერთობლივად იწყებენ

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო და კომპანია Microsoft ქართული სტარტაპების ხელშეწყობას ერთობლივად იწყებენ

Microsoft Georgia არის პირველი გლობალური IT კომპანია, რომელიც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს პარტნიორი გახდა. კომპანია სააგენტოსთან ერთად ტექნოპარკის წევრ სტარტაპებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ წვდომა უახლეს ტექნოლოგიებთან და გაიზიარონ საერთაშორისო გამოცდილება.

2016 წლის აპრილს საქართველოსა და Microsoft-ს შორის დაიდო ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპების ხელშეწყობასა და ახალი შესაძლებლობების შექმნას ქართველი მეწარმეებისათვის. მემორანდუმი ითვალისწინებს მაიქროსოფთის, როგორც პარტნიორის აქტიურ მონაწილეობას დამწყები ბისზნესმენების საქმიანობაში. სააგენტოსთან ერთად ის დაეხმარება ტექნოპარკის სტარტაპებს განვითარებაში და ხელს შეუწყობს მათ გახდნენ კონკურენტუნარიანები გლობალურ ბაზარზე. ამას გარდა მონაწილეებს ექნებათ უნიკალური შესაძლებლობა დაესწრონ კომპანია მაიკროსოფტის მიერ ორგანიზებულ ტრენინგებსა და სამუშაო შეხვედრებს, რომლებსაც გაუძღვებიან მაიქროსოფთის ექსპერტები.

,,ახალგაზრდა ბიზნესმენების მსგავსი ხელშეწყობა ეხმიანება საქართველოს მთავრობის სტრატეგიას ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და ინოვაციური ეკოსისტემის განვითარების ჭრილში. ეს საშუალებას იძლევა გაიზარდოს ადგილობრივი წარმოება, განვითარდეს ბიზნეს სექტორი და გახდეს ის კონკურენტუნარიანი გლობალურ ბაზარზე.“

სააგენტოსა და Microsoft-ის შეთანხმების საფუძველზე დაგეგმილია შემდგები აქტივობები:

• ინვესტიციების მოზიდვისათვის საკონსულტაციო სესიების ჩატარება და სააგენტოს შიდა საქმიანობის მხარდაჭერა მენტორშიფისა და პარტნიორობის ფარგლებში;

• დამატებითი ტრენინგებისა და კონსულტაციების ჩატარება ქართველი და უცხოელი ექსპერტების მიერ;

• ისეთი აქტივობების დანერგვა, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეების პროექტების კომერციულ პოტენციალს გაზრდის, მოიზიდავს ინვესტორებს და საშუალებას მისცემს სტარტაპს გავიდეს საქართველოსა და უცხოურ ბაზარზე.

• სტარტაპებისათვის ტექნოლოგიებზე ხელმისაწვდომობის გაზრდაBizSpark-ის პროგრამის ფარგლებში, თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფა და უფასო წვდომა Cloud-ზე.

• მოწყობილობების თავისუფალი გამოყენება სატესტო სამუშაოებისათვის.

• Azur Pass-ის Claud რესურსების 1 თვიანი მხარდაჭერა ჰაკათონებისა და მსგავსი ღონისძიებების მონაწილეთათვის.

• ტექნოპარკის წევრებისათვის მხარდაჭერა Microsoft Virtual Academy-ისა და MSPs ნომინაციებისათვის.

,,საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახორციელებს მეწარმეობის ხელშემწყობ სპეციალურ პროგრამას. კომპანია Microsoft არსებულ პროგრამაში დიდ წვლილს შეიტანს.დამწყებ ბიზნესმენებს საშუალებას მისცემს ჰქონდეთ უფრო მეტი შესაძლებლობები განავითაროთ თავიანთი უნარები, განვითარნდნენ პროფესიულად და ჩამოყალიბდნენ ბიზნესმენებად. მემორანდუმი, რომელიც ჩვენ გავაფორმეთ Microsoft-თან არის ჩვენი ურთიერთობის პირველი ნაბიჯი. ვიმედოვნებთ, რომ ახალგაზრდებს მივცემთ საჭირო ცოდნას და განუვითარებთ უნარებს, რომელიც მათ დაეხმარებათ გააფართოონ IT ინდუსტრია ჩვენს ქვეყანაში“- განაცხადა საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ ირაკლი ქაშიბაძემ.

„ჩვენი მისიაა-ყოველ პიროვნებასა და ორგანიზაციას პლანეტაზე მივცეთ უფრო მეტის მიღწევის შესაძლებლობა. ტექნოლოგიებს შეუძლიათ განათლების პროცესის გარდაქმნა და სწავლის პროცესის ხელმისაწვდომობა მთელი ცხოვრების განმავლობაში.

აიტი ბაზარზე ქვეყნის კონკურენტუნარიანობის გასაზრდელად პირველ რიგში აუცილებელია ტექნოლოგიების ადაპტირება და გაძლიერება, რათა სტარტაპები უფრო მომზადებულები იყვნენ გლობალურ ბაზარზე კონკურენციის გასაწევად.

სამყაროს ამგვარი ხედვიდან გამომდინარე, ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ვახორციელებთ ამ მნიშვნელოვან პროექტს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან ერთად. მე მჯერა, რომ ასეთი ინიციატივები დიდ წვლილს შეიტანს საქართველოში IT ინდუსტრიისა და ინოვაციური ეკონომიკისგანვითარებაში. Microsoft ეხმარება დეველოპერებს შექმნან და განახორციელონ ბიზნეს იდეები, რომელთაც აქვთ პოტენციალი იარსებონ კონკურენტუნარიან გარემოში. ჩვენი კომპანია მათ სთავაზობს, სრულიად უფასოდ,პროგრამა Bizspark-ის ფარგლებში,გამოიყენონ Microsoft-ის ძირითადი პროგრამები, მათ შორის, ქლაუდ რესურსები, რათა მათ შეძლონ თავისი ბიზნესის ეფექტური გამართვა.

ორმაგად მოხარულნი ვართ, რომ საშუალება გვაქვს გავუზიაროთ ჩვენი ცოდნა სწორედ ამ სივრცეში.მსგავსი სივრცის არსებობა, არის უდიდესი ინვესტიცია მთლიანად ქვეყნისთვის და ცოდნის ეკონომიკაზე აგებული განვითარებისათვის. Microsoft-ი ყოველთვის იდგება ამგვარი პროცესების ავანგარდში.“-აღნიშნა Microsoft Georgia-ს რეგიონალურმა მენეჯერმა ნიკოლოზ დობორჯგინიძემ.

BizSpark საქართველოში უკვე 7 წელია წარმატებულად მუშაობს. ის აერთიანებს 50,000 კომპანიას მსოფლიოს 100 ქვეყანაში, რომელთა შორისაა 33 ქართული კომპანია.

მემორანდუმს ხელი მოეწერა ღონისძიებაზე, რომელსაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძე და IT სფეროს ახალგაზრდა წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძებაზე მხარეებმა დეტალურად ისაუბრეს თანამშრომლობაზე, საერთო ხედვაზე IT ინდუსტრიასთან დაკავშირებით, ნიჭიერი IT სპეციალისტებისა და დამწყები ბიზნესმენების მხარდაჭერაზე.

* * *

28 აპრილი, 10:30 სთ. ტექნოპარკი, მისამართი: ინოვაციებისქ. #7, ოქროყანა, თბილისი.

საკონტაქტო პირი - ნანა ჯანჯღავა, ტელ: + 9955 77 78 15 00

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი