„დენკ-ფარმას“ გერმანული პროდუქცია - მაღალი ხარისხის გარანტია!

„დენკ-ფარმას“ გერმანული პროდუქცია - მაღალი ხარისხის გარანტია!

როგორ უნდა განვასხვავოთ ერთმანეთისგან საეჭვო წარმოების და მაღალხარისხიანი მედიკამენტები ან რატომ უნდა მივანიჭოთ „დენკ-ფარმას“ გერმანული წარმოების პროდუქციას უპირატესობა? ამასთან დაკავშირებით „კვირის პალიტრა“ „დენკ-ფარმა საქართველოს“ ოფისის დირექტორს, ბექა ბეჟანიძეს ესაუბრა.

ბექა ბეჟანიძე: ჯერ კიდევ 1948 წელს ელიზაბეტ და კარლ დენკებმა მიუნხენში ფარმაცევტული კომპანია „დენკ-ფარმა“ დააარსეს. მათ ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან მეორე მსოფლიო ომის შედეგ მედიკამენტების დიდი დეფიციტი გაჩნდა. იმ ხანად მედიკამენტებზე მოთხოვნა მთელ მსოფლიოში საგრძნობლად დიდი იყო. ამიტომაც “დენკ-ფარმას” პროდუქციის ექსპორტი სხვა ქვეყნებშიც დაიწყეს. ამით იმის თქმა მინდა, რომ „დენკ-ფარმას“ უკვე დიდი ხნის მოღვაწეობის ისტორია და 68 წლიანი გამოცდილება აქვს. კომპანია პროდუქციის მაღალი ხარისხით გამოირჩევა და ამჟამად მსოფლიოს 70 ქვეყანას ამარაგებს, სადაც მისი ოფისებია წარმოდგენილი.

_ და მაინც, რა განაპირობებს იმას, რომ “დენკ-ფარმას” პროდუქცია ყოველთვის მაღალი ხარისხის მაჩვენებელია?

_ ის, რომ ეს პროდუქცია წარმოებულია, რეგისტრირებულია და ხარისხის კონტროლი გავლილი აქვს გერმანიაში. ამასთანავე, ჩვენ ვყიდით ზუსტად იმ მედიკამენტებს, რომელსაც მოიხმარს გერმანიის მოსახლეობა. “დენკ-ფარმას” პროდუქცია ყველგან ერთი და იგივე შეფუთვით იყიდება.

_ და ეს გასაკვირი რატომ არის?

_ იმიტომ რომ, ჩვენგან განსხვავებით, ზოგიერთ კომპანიას აქვს სათავო ოფისი გერმანიაში, მაგრამ იქაური მომხმარებლისთვის განსხვავებული შეფუთვით ამზადებს პროდუქციას, სხვა ქვეყნებში კი იგივე კომპანიის წარმოებული პროდუქტი სულ სხვა შეფუთვით იყიდება. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში წარმოებული პროდუქტი მაღალი დონის კონტროლს ექვემდებარება, ზოგიერთ ქვეყანაში კი ამის აუცილებლობა არ არსებობს, ამიტომ ზოგიერთი კომპანია განსხვავებული შეფუთვით აწარმოებს მედიკამენტს ისეთ ქვეყანაში, სადაც მედიკამენტების წარმოება იაფია, რაც აისახება დაბალ ხარისხზე. შესაბამისად, ეს გარემოება მათი პროდუქციის ვარგისიანობას ეჭვქვეშ აყენებს. როგორც უკვე აღვნიშნე, ჩვენი პროდუქცია მხოლოდ გერმანიაში იწარმოება, იქ კონტროლდება, რაც მაღალი ხარისხის გარანტია.

რა არის გერმანული ხარისხი?

1. დეტალებზე ყურადღების გამახვილება

2. ზუსტი ტექნოლოგია

3. სიმტკიცე და ნდობა

_ „დენკ-ფარმა“ საქართველოში როდის შემოვიდა?

„დენკ-ფარმა საქართველო“ 2008 წელს დაარსდა, როცა ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენცია საკმაოდ დიდი იყო და თითქმის მსოფლიოს ყველა მწარმოებელი იყო წარმოდგენილი.

ჩვენი კომპანიის პრიორიტეტი არის მომხმარებელს მივაწოდოთ ხარისხიანი პროდუქცია შეღავათიან ფასად. მაგ: გამორიცხულია გერმანული წარმოების ავტომობილი შეიძინო ინდური ან ჩინური წარმოების ავტომობილის ფასად’’.

რამდენად შესაძლებელია მოხდეს ფარმაცევტის მიერ დენკის პრეპარატის ჩანაცვლება აფთიაქში?

სამწუხაროდ, შესაძლებელია, რაც რეალურად აზიანებს მომხმარებელს. ამიტომაც ვურჩევთ მომხმარებელს კითხოს დენკ ფარმას შესახებ ექიმს ან ფარმაცევტს.

_ რამდენი დასახელების პროდუქცია არის წარმოდგენილი საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე?

_ ”დენკ ფარმას” აქვს წარმოების ორი ხაზი – მედიკამენტები და საკვები დანამატები. ამჟამად საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე წარმოდგენილი გვაქვს 110 დასახელების პროდუქცია, აქედან 100-მდე დასახელების არის ჯენერიკული მედიკამენტი და ათიოდე დასახელების (არაქიმიური) საკვები დანამატი. თუმცა, ყოველ წელს ამ სიას სულ მცირე 10 ახალი პროდუქტი ემატება. ნოზოლოგიების მიხედვით რომ განვმარტოთ ესენია: კარდიომეტაბოლური, ტკივილგამაყუჩებელი, გასტროენტეროლოგიური, ონკოლოგიური, ანტიალერგიული, დერმატოლოგიური მედიკამენტები, ანტიბიოტიკები, ამოსახველებელი საშუალებები, საკვები დანამატები, ვიტამინები და მინერალები.

_” დენკ-ფარმას” პროდუქციის მაიდენტიფიცირებელი ნიშანი რა არის?

_ ყველა ზემოთ დასახელებული პროდუქტის სახელწოდება „დენკ“-ით მთავრდება ან იწყება.

_ რამდენადაც ვიცი, თქვენი პროდუქციის ფართოდ რეკლამირებაზე უარს აცხადებთ. რა არის ამის მიზეზი?

_ დიახ, ჩვენი პროდუქციის ფართო, მათ შორის სატელევიზიო საშუალებებით რეკლამირება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია. ჯერ ერთი, რომ ძვირადღირებული რეკლამა ფასნამატის გაზრდას იწვევს, რაც უარყოფითად აისახება მომხმარებლის ფინანსურ მდგომარეობაზე.

არსებობს მეორე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც ისევ და ისევ „დენკ-ფარმას“ პროდუქციის მაღალ ხარისხს უკავშირდება. რაღა თქმა უნდა, ყველაფრის შეცვლა არის შესაძლებელი ხარისხის გარდა.

ტელ: 2 37 70 40

www.denkpharma.de

https://www.facebook.com/Denk-Pharma-Georgia-461638280624735/?ref=ts&fref=ts

ეკა ასათიანი

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი