საქართვლოსთვის და ქართველი მეღვინეებისთვის მორიგი სასიხარულო სიახლე. კომპანია „მეღვინეობა ხარებამ“ კიდევ ერთ წარმატებას მიაღწია პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე - „ღვინის ციტადელი“ (www.citadellesduvin.com) , რომელიც ყოველწლიურად ქალაქ ბორდოში, საფრანგეთში ტარდება.
წელს „მეღვინეობა ხარებამ“ ოქროს თასი (THE GOLD TROPHY) და ორი ოქროს მედალი მოიპოვა.
"ქინძმარაული2014" (ნახევრად ტკბილი წითელი ღვინო) ოქროს მედალთან ერთად, შეჯიბრების უმაღლესი პრიზით - ოქროს თასით(THE GOLD TROPHY) დაჯილდოვდა.
"მწვანე 2015" (მშრალი თეთრი ღვინო) ოქროს მედალი მოიპოვა.
ეს პირველი ჯილდო არაა „მეღვინეოაბა ხარებასთვის“. გასულ წელს კონკურსზე კომპანიის მიერ წარმოებულმა შატო ლიპარტიანმა ასევე აიღო უმაღლესი ჯილდო ტროფი.
კონკურსი„ღვინის ციტადელი“ ტარდება OIV მაღალი პატრონაჟის ქვეშ, აგრეთვე აღნიშნული ღვინის კონკურსი წევრია ორგანიზაცია „ვინოფედის“ (http://www.vinofed.com/EN/accueil_en.php) , რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 7 ძირითად ღვინის კონკურს და მათ შორის არის „ღვინის ციტადელი“.
ყოველი წლის მაისში მსოფლიოს ტოპ 50 ღვინის დეგუსტატორი ხვდება ერთმანეთს რამოდენიმე დღით, რათა გამოავლინონ საუკეთესო ღვინოები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან.
ეს ერთადერთი კონკურის არაა, სადაც „მეღვინეობა“ ხარებას“ ღვინობი უმაღლესი ჯილდობის მფლობლიები ხდებიან. გასულ წელს ქვევრის მწვანემ აზიის დეკანტერზე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში საუკეთესო ღვინის ტიტული მოიპოვა და ოქროს თასით დაჯილდოვდა.
ბრიუსელის პრესტიჟულ ღვინის კონკურსზე კი ( Mondial de Bruxelles), რომელიც ყოველწლიურია და 1994 წლიდან ტარდება „მეღვინეობა ხარებას“ სახელოვანმა ღვინომ „შატო ლიპარტიანი“ 2012 (მშრალი თეთრი ღვინო) ოქროს მედალის მფლობელი გახდა.
R