მერსედესი, როგორც თევზი წყალში

მერსედესი, როგორც თევზი წყალში

როგორი უნდა იყოს ნაღდი, Made in Germany "ბენცი" დღესდღეობით? სწორედ ისეთი, როგორიც ახალი Mercedes E-კლასია! ერთი ნახვით შეყვარების გჯერათ? ამბობენ, პირველი შთაბეჭდილება განუმეორებელიაო. მართალია. მაგრამ ერთი ნახვით შეყვარებას ხშირად იმედგაცრუებები მოსდევს. საავტომობილო თვალსაზრისით ეს უმეტესად დაბალი ხარისხით გამოწვეული იმედგაცრუებებია ხოლმე. რატომ გიყვებით ახლა ამ ყველაფერს? იმიტომ, რომ ახალი Mercedes "E-კლასი" (W 213) სწორედ ის შემთხვევაა, როცა კარგად უნდა გაიცნო - თუ გინდა, რომ აზრიანად, გონივრულად შეგიყვარდეს. ახალი "E-კლასი" მინიმუმ მეორე ნახვით შეყვარების ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. ან, უფრო საავტომობილო ენაზე რომ ვთქვათ, არა პირველი ნახვით, არამედ პირველი მართვით სიყვარულის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი. სამაგიეროდ, ეს სიყვარული უფრო ნაღდი იქნება. ყოველგვარი იმედგაცრუებების გარეშე ყოველდღიურ ცხოვრებაში.

როდესაც ახალ "E-კლასს" მივუახლოვდი და პირველად ვნახე ცოცხლად, არც შეყვარებული ავტომობილისტისთვის დამახასიათებელი შორისდებულები აღმომხდა და არც დადებითი ემოციების ცრემლი მომადგა თვალზე ისე, როგორც ეს მაგალითად ახალი Alfa Romeo Giulia-ს შემთხვევაში იყო. ახალი "E-კლასი", რა თქმა უნდა, შესანიშნავად გამოიყურება, მაგრამ პირველი ნახვისას გულის ცემას ნამდვილად არ აგიჩქარებს. ჰო, C, E და S-კლასები ახლა უკვე მართლაც გაჭრილი ვაშლივით გვანან ერთმანეთს, მაგრამ მოდი, თუ სადარდებელია, ამაზე "S-კლასის" მფლობელებმა იდარდონ.

განაგრძეთ კითხვა და დაათვალიერეთ ფოტოები autobild.ge-ზე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი