არქი ჯგუფი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს

არქი ჯგუფი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავს

დეველოპერული კომპანია არქი ჯგუფი, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, განსაკუთრებული კვირეულით აღნიშნავს.

კომპანიის ნებისმიერ პროექტში შეძენილ თითოეულ კვადრატულ მეტრზე 10 დოლარი გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში. კამპანიის მიზანია, რომ ფინანსური დახმარება გაეწიოს ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნით დაავადებულ პატარებს. აქცია ძალში 7 ივნისამდეა.

არქი ჯგუფი იზიარებს იმ მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობას, რაც გაავაჩნია მოქალაქეების მიმართდა უკვე რამდენიმე წელი აქტიურადაა ჩართული საქველმოქმედო საქმიანობაში. დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდთან ეს პირველი თანამშრომლობაა და კომანია მომავალშიც გეგმავს ფონდის აქტიურ მხარდაჭერას.

სიკეთე გადამდებია! გახდი ქველმოქმედი!

შეგახსენებთ, რომ არქი ჯგუფი ერთ-ერთი პირველი კომპანიაა, რომელიც ნერგავს ევროპულ სტანდარტებს საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, ზრუნავს მაღალ ხარისხსა და ეკოლოგიურობაზე. გასათვალისწინებელია, რომ არქი ჯგუფის პროექტების მშენებლობა გერმანული ენერგოეფექტური სამშენებლო ბლოკით იტონგით ხორციელდება. კომპანიას აქვს არაერთი დასრულებული და 8 მიმდინარე მშენებლობა თბილისის მასშტაბით.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი