ლეგენდარული კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაცია -“ვორკრაფტი” საქართველოს კინოეკრანებზე

ლეგენდარული კომპიუტერული თამაშის ეკრანიზაცია -“ვორკრაფტი” საქართველოს კინოეკრანებზე

ორი სამყარო - ერთი ბედისწერა..

ორი სამყარო - ერთი მტერი...

შოკისმომგვრელი კომპიუტერული გრაფიკა, ბატალური სცენები და ვიდეოთამაშის 15 მილიონი ფანი “ვორკრაფტის” წარმატების საიდუმლოა. დუნკან ჯონსის მძაფრსიუჟეტიანი, სათავგადასავლო ფანტასტიკა საქართველოს კინოთეატრებში უკვე ქართულ ენაზე შეგიძლიათ ნახოთ. “ვორკრაფტის” პრემიერა საქართველოში, მსოფლიო პრემიერამდე ერთი კვირით ადრე გაიმართა.

რეჟისორმა მაყურებლის, განსაკუთრებით კი გეიმერების მოლოდინი გაამართლა და კომპიუტერული თამაშების მოყვარულებს მართლაც საოცარი სანახაობა შესთავაზა. ვირტუალური რეალობა საოცარი სიზუსტით გადმოსცა და მაყურებლის დადებითი შეფასებაც დაიმსახურა.

ფილმში მთავარ როლს სერიალ “ვიკინგების” ვარსკვლავი ტრევის ფიმელი განასახიერებს. ნახევრად ადამიანისა და ნახევრად ორკის როლს კი, პაულა პატონი ასრულებს. საუკუნეების მანძილზე მაგია და მიუდგომელი კედლები ხალხს ნებისმიერი თავდასხმისგან იცავდა, მაგრამ ათასწლეულების წინ დამარცხებულმა და დავიწყებულმა უძველესმა ბოროტებამ გაიღვიძა. სამეფოს შუაგულში ბნელი პორტალი გაიხსნა, უცნობი არსებების რასა აზეროტის მიწებზე გამრავლდა და დაიწყო მოვლენები, რომლებსსაც ამ სამყაროს ბედი უნდა შეეცვალათ.

“ვორკრაფტის” ნახვა საქართველოს კინოთეატრებში ქართულ ენაზე შეგიძლიათ.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი