"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" დღეს "სოკარის" ევროპის ჩემპიონატის ლატარეის გათამაშებაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

"სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" დღეს "სოკარის" ევროპის ჩემპიონატის ლატარეის გათამაშებაში გამარჯვებულები დააჯილდოვა

კომპანია "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" დღეს "სოკარის" ევროპის ჩემპიონატის ლატარეის გათამაშებაში გამარჯვებულები საზეიმოდ დააჯილდოვა.  ღონისძიებაზე გამოვლინდა 20 გამარჯვებული, ისინი ევროპის ჩემპიონატის გახსნას დაესწრებიან.

გამარჯვებულებს "სოკარ ჯორჯია პეტროლიუმმა" სერვის ცენტრში ბილეთები საზეიმოდ გადასცა და მგზავრობის დეტალები გააცნო. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, კამპანია ისევ გრძელდება და 30 ფინალისტი, რომლებიც ევროპის ჩემპიონატის ფინალს დაესწრებიან, ჯერ გამოსავლენია. შემდეგი გათამაშება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში 5, 12 და 19 ივნისს გაიმართება.

აღნიშნული კამპანია 10 მარტს დაიწყო. "სოკარი", 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის პარტნიორი და სპონსორი, ქართველ გულშემატკივარს აძლევს შანსს, გაემგზავროს საფრანგეთში ფეხბურთის ჩემპიონატის საზეიმო გახსნასა და ფინალზე ყველა ხარჯის სრული ანაზღაურებით.

„სოკარი" არის უეფას გენერალური პარტნიორი უკვე რამდენიმე წელია. ეს თანამშრომლობა „სოკარსა" და უეფას შორის საქართველოში გამოვლინდა ამ გათამაშებით, რომელიც დაიწყო 10 მარტს და რომელიც გაგრძელდება 15 ივნისამდე. თამაშდება 50 ბილეთი: 20 ბილეთი იქნება გახსნის ცერემონიალზე და 30 ბილეთი იქნება ფინალურ თამაშზე ნებისმიერი მომხმარებელი, რომელიც შეიძენს 25 ლარის საწვავს, მიიღებს ერთ ბილეთს. შემდგომში, მომხმარებლებმა თვალი უნდა ადევნონ გათამაშებას, რომელიც „რუსთავი 2"-ის პირდაპირ ეთერში გაიმართება, რადგან მათ ისევ ეძლევათ საშუალება გახდნენ გამარჯვებულები და გაემგზავრონ ახლა უკვე ფინალურ მატჩზე.- განაცხადა "სოკარ ენერჯი ჯორჯიას" მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ირაკლი ზუბიტაშვილმა.

„თბილღვინო“ განაგრძობს საკუთარი ვენახების  განვითარებას

კლინიკური კვლევები ადასტურებს, რომ "ენერჯი დიეტა” ხელს უწყობს წონაში კლებას

QEEBOO - სტეფანო ჯოვანიონის მიერ შექმნილი ახალი თაობის ბრენდი CASTELLO-ს ასორტიმენტში