„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი წამახალისებელი აქცია დაიწყო

„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი წამახალისებელი აქცია დაიწყო

„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი წამახალისებელი აქცია დაიწყო და 20 ივნისიდან 20 სექტემბრისჩათვლით„ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზემთელი საქართველოს მასშტაბითყოველი 30 ლარისღირებულებისსაწვავისშეძენისას მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს „ჯი-ენერჯის“ვაუჩერს. დაგროვილი ვაუჩერების გადაცვლას კი შეძლებს „ჯი-ენერჯის“ იტალიური წარმოების პრემიუმ ხარისხისძრავისზეთებში.

„ვისოლის“ და „ჯი-ენერჯის“ ერთობლივი აქციის დროს მიღებულ 20 სასაჩუქრე ვაუჩერს მომხმარებელი გაცვლის ძრავის ოთხ ლიტრ მინერალურ ზეთში, 25 ვაუჩერს - ნახევრადსინთეტიკურზეთში, 30 ვაუჩერსკი - სინთეტიკურზეთში. ვაუჩერების გადაცვლის შემთხვევაში მომხმარებელი „ჯი-ენერჯის” მომსახურების ცენტრებში ზეთს შეცვლის უფასოდ. ამასგარდა, თითოეულივაუჩერიუდრის 1 % ფასდაკლებას, რომლის გამოყენებაც შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი ვერმოახერხებს 20, 25 ან 30 ცალი ვაუჩერის შეგროვებას .ვაუჩერების განაღდება შესაძლებელია არა მხოლოდ„ჯი-ენერჯის“ მომსახურების ცენტრებში, არამედ ავტომომსახურების ქსელ „ვიანორის“ნებისმიერ ფილიალშიმთელი საქართველოს მასშტაბით 2016 წლის 20 დეკემბრამდე.

საერთაშორისო ავტომომსახურების ქსელი „ჯი-ენერჯი“საქართველოს ბაზარზე 2015 წელს შემოვიდა. „ჯი-ენერჯი“ მსოფლიოს მასშტაბით დღესდღეობით 200-ზე მეტ მომსახურების ცენტრს ფლობს. საქართველოს ბაზარზე ის ამ დროისათვის ორიავტომომსახურების ცენტრითაა წარმოდგენილი, რომლებიც დიღომში,ბელიაშვილის ქ. #125-სა დადიდუბეში,ხოშარაულის ქ. #30-ში მდებარეობს. კომპანია ქსელის დინამიურ განვითარებას გეგმავს და წლის ბოლომდე ოთხ ობიექტს გახსნის თბილისა და რეგიონებში. „ჯი-ენერჯის“ მაღალტექნოლოგიური ქარხანა, რომელიც იტალიაში, საპორტო ქალაქ ბარში მდებარეობს წელიწადში 30 000 ტონა 100-ზე მეტი სახეობისპრემიუმ ხარისხის ზეთს და 6000 ტონა საცხებ-საპოხ მასალას აწარმოებს და მომხმარებელს მსოფლიო მასშტაბით საშუალებას აძლევს გაუფრთხილდნენ ავტომობილს, შეუნარჩუნონძრავს მეტი რესურსი და ცვეთა დაიყვანონ მინიმუმამდე.

„ვისოლს“ საკუთრებაში არსებული ავტო გასამართი სადგურების ყველაზე ფართო ქსელი აქვს საქართველოში და კომპანია წამახალისებელი აქციებითა და დამატებითი სერვისების შეთავაზებით მუდმივად ცდილობს მადლობა გადაუხადოს მომხმარებელს ერთგულებისათვის და შეინარჩუნოს მათი ლოიალობა.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი