4 ნომინაციაში გამარჯვებული Sam Raan სპა-ცენტრი გახდა!

4 ნომინაციაში გამარჯვებული Sam Raan სპა-ცენტრი გახდა!

2016 წლის 18 ივნისს, შვეიცარიაში, ქალაქ პონტრესინაში გამართულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე WORLD LUXURY SPA AWARDS - ოთხ ნომინაციაში გამარჯვება SAM RAAN სპა-ცენტრმა მოიპოვა.

ნომინაციებში - LUXURY COUNTRY SPA, LUXURY DAY SPA, LUXURY URBAN ESCAPE, LUXURY EMERGING SPA - გამარჯვებული თბილისში მდებარე უნიკალური კომპლექსი გახდა.

სპა და გამაჯანსაღებელი ცენტრი Sam Raan - ეს უნიკალური და საუცხოო კომპლექსია, რომელიც თბილისში 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა.

ადგილზე მისულ მომხმარებლებს საუცხოო გარემო და უამრავი სახის მომსახურება ხვდება.

განსაკუთრებული რიტუალები და სპა-პროცედურები მთელი მსოფლიოდან, როგორიცაა ტაილანდური მასაჟი, ინდური მასაჟი, აღმოსავლური აბანო - ჰამამი, ღვინის თერაპია, სახის მოვლის პროცედურები, გადახვევის ევროპული ტექნიკები, ჰიმალაიური მარილის ოთახი, ფლოტაცია (ტივტივი) მკვდარი ზღვის მინერალებიან აუზში, აზიური აბაზანები და სხვა მრავალი მომსახურება.

ცენტრში მოგემსახურებიან მასაჟისტები სხვადასხვა ქვეყნებიდან - ინდოეთი, ტაილანდი, თურქეთი. პროცედურების შემდეგ გეძლევათ შესაძლებლობა დაისვენოთ relax-ოთახში სპეციალურ თბილ საწოლზე და მიირთვათ გამაგრილებელი სასმელი და ხილის ასორტი.

კომპლექსში ასევე დაგხვდებათ აუზი და ტრენაჟორების დარბაზი. კარდიოვასკულარული სავარჯიშო მოწყობილობები დაგეხმარებათ კარგი ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში. ინსტრუქტორები და მწვრთნელები თქვენი თანმხლებნი იქნებიან ვარჯიშის დროს.

ექსკლუზიურად მხოლოდ Sam Raan სპაში გამოიყენება და შეგიძლიათ შეიძინოთ ფრანგული ბრენდის - "ფიტომერის" სახისა და ტანის მოვლის პროდუქცია. კოსმეტიკა დაფუძნებულია ზღვის მინერალებსა და წყალმცენარეებზე.

სპასთან არსებულ სალონში მიიღებთ ყველა სახის მომსახურებას: თმის მოვლა, შეჭრა-დავარცხნა, მანიკიური-პედიკიური. სპაში ასევე ფუნქციონირებს სოლარიუმი.

აქ გატარებული დრო აღგიდგენთ ენერგიას და რელაქსაციას მოგგვრით.

სპა-ცენტრი Sam Raan არის ადგილი, სადაც სილამაზე და სიმშვიდე უსასრულოდ გრძელდება. აქ სუფევს მაგიური ატმოსფერო, რომლის შექმნაშიც კვალიფიციური და საკუთარი საქმის მოყვარული პერსონალი მონაწილეობს.

"სამ რაან სპა" სპეციალურად ზაფხულის სეზონისთვის მომხმარებლებს სხვადასხვა სახის ფასდაკლებას გთავაზობთ.

აღმოაჩინეთ საკუთარი თავისთვის Sam Raan სპას სამყარო და ჩვენ დაგეხმარებით ჩაწვდეთ მუდმივი ახალგაზრდობისა და სილამაზის საიდუმლოებებს.

www.samraan.com

მისამართი :300 არაგველისქუჩა24

ტელ: +995 32 215 77 15 +995 32 215 88 15

info@samraan.com

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი