პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში, "ვენდიმ" წიგნების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა

პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში, "ვენდიმ" წიგნების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა

პროექტის - "წიგნი ყველა სოფელს" ფარგლებში, "ვენდი"-მ წიგნების გამოფენა-გაყიდვას უმასპინძლა. თბილისში, დოლიძის ქუჩის კუთხეში "ვენდის" ამერიკულ რესტორანთან წიგნების გამოფენა-გაყიდვა შაბათს, 25 ივნისს გაიმართა. სტუმრებს "პალიტრა L"-ისა და "ბაკურ სულაკაურის" გამომცემლობებმა წიგნებზე 20-დან 60%-მდე ფასდაკლება შესთავაზეს.

ამჯერად, წიგნები აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოფლებისთვის შეგროვდა. გამოფენა-გაყიდვაზე სპეციალურ ყუთში გაჩუქებული წიგნებიც შეგროვდა. გამოფენა-გაყიდვაზე სტუმრად მყოფ პატარა მკითხველებს, მხატვარმა ბაკურ სულაკაურმა ხატვის გაკვეთილი ჩაუტარა.

ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე, "მედია პალიტრის" კრეატიული დირექტორი მარიკა დარჩია და სხვა პირები ესწრებოდნენ. მათ წერილები დაწერეს და იმ წიგნებში ჩადეს, რომლებიც შემდეგ აჭარის მაღალმთიან სოფლებში გაიგზავნება.

"წიგნი წერილით" მედიასახლის კრეატიული დირექტორის იდეაა. მარიკა დარჩიას თქმით, სერვანტესის წიგნი, რომელშიც წერილი დევს, უცნობ ადრესატს მიუვა. დარჩიამ იმედი გამოთქვა, რომ უცნობი ადრესატი გამოეხმაურება. მისივე განცხადებით, "პალიტრა L"-მა დღევანდელ აქციას 1000-მდე წიგნი აჩუქა.

როგორც მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა განაცხადა, პროექტს მესამე წელია ერთობლივად ახორციელებენ გამომცემლობები, სახელმწიფო და კერძო სექტორი, საპატრიარქოს ორგანიზაციები.

"პროექტის ფარგლებში რეგიონებში 35 ათასი წიგნი დარიგდა. ეს პროექტი ძალიან ბევრ მეგობარს შეგვძენს კიდევ. გავაგზავნე ბარათი და ვთხოვ, ვისაც ჩემი ბარათი მიუვა, გამომეხმაუროს, რათა ვიმეგობროთ", - განაცხადა მინისტრმა.

თავის მხრივ, "ვისოლ ჯგუფის" პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შეგროვებული წიგნები 150-ზე მეტ ბიბლიოთეკას მიაწოდეს.

"პროექტი "წიგნი ყველა სოფელს" ძალას იკრებს და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც "ვისოლის, "სმარტის" "დანკინისა და "ვენდის" ობიექტების ქსელის მეშვეობით თუნდაც ერთი წიგნი შეწირა", - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი