სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის სივრცე გახსნა

სადაზღვევო კომპანია "ალდაგმა" ახალი, თანამედროვე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვის სივრცე გახსნა

სერვის სივრცის კონცეფცია კომპანიის მომსახურების მენეჯრებსა და კლიენტებს შორის ურთიერთთანამშროლობას გულისხმობს.მომხმარებლებს ექნებათ საშუალება საქმიანი შეხვედრა ალდაგის წარმომადგენელთანდანიშნონ, რათა ისკების მართვისა და ზარალის ანაზღაურების პროცესიერთობლივად დაგეგმონ.მომსახურების სფეროში ინოვაციური ტენდენციების დანერგვა-განვითარება ალდაგის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

”26 წლის განმავლობაში, რაც დამოუკიდებელი დაზღვევა არსებობს და ვითარდება, ეს არის ერთერთი წინ გადაგმული ნაბიჯი სადაზღვევო ინდუსტრიის განვითარებისთვის. ალდაგის სერვის სივრცე სრულიად შეესაბამება ვროპულ სტანდარტებს. აქ მიდგომა არის სრულიად განსხვავებული რაც იმას ნიშნავს, რომ კლიენტს მომსახურების ინდივიდუალუად მიღების საშუალება აქვს.”- განაცხადა ალდაგის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ბარათაშვილმა.

ალდაგის ინიციატივას, დადებითად აფსებს საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარე დევი ხეჩინაშვილი. მისი თქმით, სადაზღვეო ბაზრის მომვალი სწორედ მსგავს ინოვაციურ პროქტებშია.

”ბაზრის ლიდერები მომხმარებელზე ორიენტციას ძალიან აძლიერებენ. ეს სივრცე კონცეპტუალურად ისეა მოწყობილი, რომ ინდივიდუალურმა მომხმარებელმა, რომელმაც ზუსტად არ იცის რა უნდა დაზღვევისგან აქ სწორ კონსულტაციასა და რჩევას მიიღებს. ეს ჩვენი ბაზრის მომვალია. ” აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა, საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ.

მომსახურების სივრცემაღალტექნოლოგიური აპარატურატურითაა აღჭურვილი და სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ეს ყველაფერი კი მომხმარებელს, სწრაფი და გამარტივებული სერვისების მიღებაში დაეხმარება. სერვის სივრცით სარგებლობა დღიდან უკვე შესაძლებელია.

ალდაგი ახალ სერვის სივრცესთან ერთად, მომხარებლებს სხვა სიახლეებსაც სთავაზობს. ინდივიდუალური დაზღვევის პროგრამის ფარგლებში, ავტოდაზღვევაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ავტომფლობელებს საშუალება ეძლევათ ისარგებლონა ალდაგის ახალი პროდუქტით - ავტო სტარტი. აღნიშნული სადაზღვევო პაკეტის შეძენის შემთხვევაში, მძღოლს წლიურად, ავტომობილის ღირებულების მხოლოდ 1.9% - ის გადახდა მოუწევს. ავტო სტარტი ავტოსაგზაო შემთხვევისა და სტიქიური უბედურებების (სეტყვის გარდა) რისკებს დაფარვას ითვალისწინებს.

ისინი კი, ვინც 1 ივლისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით კუთვნილი ავტომობილისთვის ავტოდაზღვევის სრულ პაკეტსშეიძენენ,საზფხულო აქციაში ჩერთვებიან. აქცია “შეიმცირე ხარჯი და დააზღვიე ავტომობილი ზაფხულში“ მომხმარებლებს ექსკლუზიური საჩუქრებს სთავაზობს. დაზღვევის ერთ თვეს საჩუქრად, ულიმიტო ავტორეცხვას და მესამე პირისადმი ავტომფლობელთა პასუხიმგებლობის დაზღვევას უფასოდ.

სადაზღვევო კომპანია ალდაგი ქართულ ბაზარზე 1990 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ კომპანია მომხმარებლებს, ინოვაციურ პროდუქტებსა და მომსახურებას სთავაზობს.

ეკა მელიქიძე, AMBEBI.GE

(R)

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი