გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე

გახდი სტუდენტი გამოცდების გარეშე

კიევის უნივერსიტეტი აცხადებს მიღებას საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე.

უკრაინის სახელმწიფო დიპლომის აღება საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე არის შესაძლებელი.

უკრაინის სახელმწიფო ლისაბონის კონვენციის წევრი და ასევე, ბოლონიის პროცესის თანამონაწილე ქვეყანაა. ამდენად, გასცემს დიპლომს, რომელიც მსოფლიო მასშტაბითაა აღიარებული.

ის, რომ უნივერსიტეტში ჩარიცხვა მისაღები გამოცდების ჩაბარების გარეშეა შესაძლებელი, საქართველოში ბევრის გაოცებას იწვევს, რაც არაინფორმირებულობის ბრალია.

ევროპის სახელმწიფოებში, ასევე, პოსტ საბჭოთა სივრცეში და, რა თქმა უნდა, საქართველოშიც, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ეროვნული გამოცდების გარეშე მიიღებიან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე.

კიევის საერთაშორისო უნივერსიტეტი საკმაოდ ავტორიტეტული უნივერსიტეტია, რომელსაც 21 წლიანი ისტორია აქვს.

უნივერსიტეტში აბიტურიენტთა მიღება გამარტივებული მეთოდით ხდება - სრული დოკუმენტაციის წარდგენის შემთხვევაში, მიმღები კომისია აბიტურიენტს უმაღლეს სასწავლებელში რიცხავს.

სწავლება ქართულ ენაზე მიმდინარეობს და ასევე, ქართულ ენაზე ბარდება შუალედური გამოცდებიც.

უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობენ საქართველოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან მოწვეული პროფესორ-მასწავლებლები. სწავლა მიმდინარეობს ამერიკული სტანდარტით - სტუდენტები ეუფლებიან უშუალოდ იმ უნარ- ჩვევებს, რაც დასაქმებისას გამოადგებათ.

უნივერსიტეტს აქვს როგორც საბაკალავრო ასევე, სამაგისტრო პროგრამები.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, ის საკმაოდ ლოიალურია. კერძოდ, ბაკალავრიატში სწავლის ღირებულება წელიწადში 1000 დოლარს (ექვივალენტს ლარში) შეადგენს, მაგისტრატურა კი 1500 დოლარი (ექვივალენტი ლარში) ღირს.

უნივერსიტეტის ქართული წარმომადგენლობა სავალდებულო სამხედრო სამსახურისაგან გათავისუფლებისა და ხარისხიანი განათლების მიღების მსურველებს კომფორტულ პირობებს სთავაზობს.

დაინტერესებულ პირებს კითხვებზე პასუხის მიღება შეუძლიათ კიევის უნივერსიტეტის ფილიალებში ქ. თბილისი - მის: ჭავჭავაძის გამზირი 21. მობ: 592077070, 555353782

ასევე ფეისბუქ გვერდზე: www.facebook.com/kiev.international.university

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის