"მეგატექნიკამ" საფეხბურთო ვიქტორინის გამარჯვებული დააჯილდოვა

"მეგატექნიკამ" საფეხბურთო ვიქტორინის გამარჯვებული დააჯილდოვა

Hisense / "ჰაისენსი" ტექნიკის წამყვანი გლობალური ბრენდი კარგად გაიცნო ქართულმა საზოგადოებამ EURO 2016-ის განმავლობაში. ჰაისენსი UEFA EURO 2016-ის ოფიციალური სპონსორი იყო და ამასთან დაკავშირებით საქართველოს მასშტაბითაც ბევრი აქტივობა განხორციელდა. "ჰაისენსმა" 10 ივლისს პარიზში გამართულ EURO 2016 –ის ფინალურ მატჩზე წამყვანი პარტნიორი ორგანიზაციები მიიპატიჟა და ამავე პერიოდში ჩატარებულ გლობალურ ფორუმზე კომპანიის სამომავლო გეგმებიც გააცნო. მიწვეულ კომპანიებს შორიც იყო "მეგატექნიკაც", როგორც "ჰაისენსის" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გლობალური პარტნიორი და საქართველოში მისი ექსკლუზიური წარმომადგენელი. "მეგატექნიკის" მაღაზიათა ქსელში "ჰაისენსის" ბრენდის ფართო ასორტიმენტია წარმოდგენილი ტელევიზორების, მაცივრების, ღვინის მაცივრების, კონდიციონერების და სარეცხი მანქანების კატეგორიაში.

"ჰაისენსის" ბრენდი 50 წელზე მეტს ითვლის და წამყვანი ევროპული და აზიური კომპანიების გაერთიანების შედეგად, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. კომპანიის კვლევისა და განვითარების (R&D) ცენტრები გერმანიასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში მდებარეობს, სწორედ იქ იქმნება და მუშავდება ინოვაციური და თანამედროვე ტექნოლოგიები. ამ ყველაფრის წყალობით, 2015 წელს ჰაისენსმა ჩაანაცვლა Sony და გახდა N3 ბრენდი ტელევიზორების გაყიდვებში მსოფლიოს მასშტაბით.

"ჰაისენსის" ოფიციალური წარმომადგენელი "მეგატექნიკა" EURO 2016-ის განმავლობაში პირველი არხის გადაცემა "ცხელი ზაფხულის" საფეხბურთო ვიქტორინის სპონსორი გახლდათ და "ჰაისენსის" ოთახიდან 23 პრიზი, მათ შორის, სუპერ პრიზი "ჰაისენსის" 55 ინჩიანი სმარტ ტელევიზორი გაათამაშა. გამარჯვებულები "მეგატექნიკის" ახალ, საბურთალოს ფილიალში დააჯილდოვეს, რომელიც ალ. ყაზბეგის 70-ში (საბურთალოს "გუდვილის" მოპირდაპირედ) ახლახანს გაიხსნა.

როგორც "მეგატექნიკაში" აცხადებენ, "ჰაისენსთან" და სხვა ექსკლუზიურ ბრენდებთან ერთად წლის ბოლომდე მრავალ საინტერესო აქციას და აქტივობას შესთავაზებენ მომხმარებლებს. "მეგატექნიკის" მაღაზიათა ქსელი 20 წლის იუბილეს აღნიშნავს და მუდმივად სთავაზობს მომხმარებელს 20%-მდე ფასდაკლებებს სხვადასხვა პროდუქციაზე. დღევანდელი მონაცემებით, კომპანიას 11 მაღაზია აქვს საქართველოს მასშტაბით და 8 ფრანჩაიზი. "მეგატექნიკა" სტაბილურად ფართოვდება და მაღალი ხარისხის ბრენდული პროდუქციითა და ყველაზე დაბალი ფასებით ინარჩუნებს ლიდერ პოზიციას ქართულ ბაზარზე. დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ ეწვიოთ "მეგატექნიკის" ინტერნეტ მაღაზიას www.megatechnica.ge ან დაუკავშირდეთ ნომერზე 2 24 46 46.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი