,,თბილისის მიკროავტობუსის" განცხადება

,,თბილისის მიკროავტობუსის" განცხადება

დღეს დილით კომპანიის დიღმის ავტოპარკში ადგილი ჰქონდა 32-ე ნომერი მიკროავტობუსის მძღოლის მხრიდან საბოტაჟის მოწყობის მცდელობის ფაქტს, მას შემდეგ რაც მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა მოსთხოვა ალკოტესტის გავლა. კერძოდ, დილით სამსახურში მისულ მძღოლს მონიტორინგის სამსახურის თანამშრომელმა, რომლის ვალდებულებებშიც შედის მგზავრთა უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა, მძღოლს ალკოტესტის გავლა მოსთხოვა, მძღოლმა მოთხოვნის შესრულებაზე კატეგორიული უარი განაცხადა, რის შემდეგაც ორ მხარეს შორის წარმოიშვა კონფლიქტური სიტუაცია, მძღოლმა ჩააყენა მიკროავტობუსი ავტოპარკის გასასვლელში, არ მისცა სხვა მძღოლებს ხაზზე სამუშაოდ გასვლის საშუალება და მომხდარის ე.წ. გაფიცვად ინსპირირებას შეეცადა. ამ დროისთვის ფაქტზე კომპანიის უსაფრთხოების სამსახურის მიერ მიმდინარეობს მოკვლევა, ამოღებულია და იშიფრება ვიდეოჩანაწერები, მოკვლევის დასრულეის შემდეგ კონფლიქტის მონაწილე ყველა მხარის მიმართ გატარებული იქნება კომპანიის შიდა წესდებით გათვალისწინებული სანქციები.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი