სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა

სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა

საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა -საქპატენტმა, გეოგრაფიული აღნიშვნების რეესტრში კომპანია „სანტეჯი-ემ-თი პროდუქტები“ გეოგრაფიული აღნიშვნა „სულგუნის“ გამოყენების უფლების მქონე პირად დაარეგისტრირა.

„სულგუნი“გეოგრაფიულ აღნიშვნად საქართველოში საქპატენტის მიერ 2012 წელს დარეგისტრირდა და მისი გამოყენების უფლება ენიჭება პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

„სანტეჯი-ემ-თი პროდუქტები“ პირველი კომპანიაა, რომელმაც დააკმაყოფილა „სულგუნის“ სპეციფიკაციით განსაზღვრული მოთხოვნები: წარმოების არეალი, ნედლეული და დამზადების მეთოდი.

60 წლიანი საუკეთესო, ქართული ტრადიციების აღდგენით,ნატურალური რძისგან დამზადებული, პირველი შეფუთული სულგუნი „სანებო“ 2012 წელს გამოჩნდა ქართულ ბაზარზე დათანამედროვე დანადგარებისა და უსაფრთხოების სტანდარტების მაქსიმალური დაცვის, ასევე სტაბილურად მაღალი ხარისხისა და უცვლელი გემოს გამო სწრაფად მოიპოვა აღიარება.

„სულგუნი“-ს გეოგრაფიული აღნიშვნის გამოყენების უფლების მიღება დიდი წარმატებაა კომპანია „სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტებისთვის“, რადგან, გვეძლევა უნიკალური საშუალება გავიტანოთ ყველი „სულგუნი“ საერთაშორისო ბაზარზე და მოვახდინოთ ქართული პროდუქტის პოპულარიზაცია, ასევე, ვაკონტროლოთ აღნიშნული პროდუქტის დასახელების მართლზომიერი გამოყენება, როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე ქვეყნის გარეთ.

„სანტე-ჯი-ემ-თი პროდუქტები“ 19 წელია მოღვაწეობს ქართულ ბაზარზე და რძისა და რძის პროდუქტების წარმოების აღიარებული ლიდერია. კომპანიამ განახორციალა დიდი ფინანსური ინვესტიცია რძის შემგროვებელი სისტემის დანერგვაში, რის შედეგად, შეიქმნა 15 რძის მიმღები პუნქტი, სადაც მილიონობით ლიტრ რძეს იბარებს ყოველწლიურად.

"სანტე ჯი-ემ-თი პროდუქტები" სამი საერთაშორისო სერტიფიკატის მფლობელია. სამხრეთ კავკასიაში იგი რძისა და რძის პროდუქტების მწარმოებელი პირველი კომპანიაა, რომელმაც ISO-ს სერთიფიკატი მიიღო, ISO 9001 კატეგორიის სერტიფიკატი, რითაც მენეჯმენტის გამართული მუშაობა შეფასდა და HACCP -ის სერთიფიკატი რითაც დადასტურდა რომ კომპანია კვების პროდუქტების უსაფრთხოების მართვის სერთიფიცირებული სისტემის მფლობელია.

აგრეთვე კომპანია ფლობს ISO 22 000 კატეგორიის სერტიფიკატს,რომელიც ადასტურებს რომ წარმოებული კვების პროდუქტების უსაფრთხოების ნორმები მკაცრად დაცულია

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი