როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბათუმში iPhone გაგვიფუჭდა?

როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ ბათუმში iPhone გაგვიფუჭდა?

აჭარის ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეში სეზონი უკვე გაიხსნა. ბათუმს ტურისტები ყოველდღიურად ემატებიან, მათ შორის კი უმეტესობა iPhone-ის მომხმარებელია. ბათუმში დასასვენებელად ჩამოსულებს არაერთხელ შექმნიათ პრობლემა, ტელეფონი ან წვიმაში დასველებიათ, ან ზღვაში ჩავარდნიათ, ხელოსანთან მისულებს კი ძირითად შემთხვევაში ასეთ პასუხს იღებენ: ,,ტელეფონის შეკეთებას 10-დან 20 დღემდე სჭირდება და ის თბილისში უნდა გაიგზავნოს’’. ეს კი სავარაუდოდ, არცერთ მომხმარებელს არ აწყობს. სწორედ ამიტომ, გორგილაძის 10 ნომერში iTechnic-ის მაღაზია გაიხსნა, სადაც iTechnic-ის ტექნიკოსთა ჯგუფი ადგილზე მოემსახურება მომხმარებელს და ტელეფონის თბილისში გადაგზავნა აღარ იქნება საჭირო.

iTechnic-ის სერვისცენტრის მენეჯერი ანი მოძმანაშვილი

"ერთი თვეა, რაც ბათუმში iTechnic-ის სერვისცენტრი გაიხსნა. მომხმარებელს უკვე შეუძლია შეიძინოს Apple-ის ხარისხიანი პროდუქცია და ასევე მიიღონ უმაღლესი ხარისხის მომსახურება, როგორც ტექნიკური ასევე პროგრამული მხარდამჭერით.

„ყველაზე მნიშნელოვანი არის ის, რომ აქამდე ბათუმელებს გაფუჭებული აიფონის გადაგზავნა თბილისში უწევდათ, ახლა კი ბათუმშივე შეძლებენ უმოკლეს დროში შეკეთებას.

სერვისცენტრს ქართველი დამსვენებლების გარდა უცხოელებიც სტუმრობენ, უკრაინელმა ტურისტმა ივანმა ჩვენთან საუბარში თქვა, რომ აიტექნიკში ძალიან კარგად მოემსახურნენ და მოუგვარეს კავშირის პრობლემა.

ერთი სიტყვით, მოუფრთხილდით თქვენს ტელეფონებს, სადაც არ უნდა იყოთ. თუ თავი ვერ აარიდეთ პრობლემას,  იცოდეთ, რომ გორგილაძის 29 ნომერში აიტექნიკის სერვისცენტრია.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი