ღვინის მარშრუტის მიმართულებით გიდების გადამზადება დაიწყო

ღვინის მარშრუტის მიმართულებით გიდების გადამზადება დაიწყო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო აგრძელებს გიდების გადამზადებას აჭარის ტურისტული მარშრუტების მიმართულებით. ამჯერად, სააგენტოში ტრენინგები და ინფოტურები 14 უცხოენოვანი გიდისთვის მიმდინარეობს, რომლებიც ქედის ღვინის ტურის მიმართულებით გადამზადდებიან. სატრენინგო პროგრამის ფარგლებში მონაწილეებისთვის მოეწყო ინფოტური, რომლის ფარგლებშიც მათ მარშრუტზე არსებული ყველა საოჯახო სახლი, მარანი და ტურისტული ობიექტი მოინახულეს.

ინფოტურის, გარდა გიდებისთვის თეორიული ტრენინგებიც მიმდინარეობს. მათ სწავლებები ღვინის ისტორიის, ღვინის დეგუსტაციის წესებისა და ექსკურსიათმძღოლობისას პრობლემატური საკითხების მოგვარების შესახებ უტარდებათ. ტრენინგებს აჭარაში ცნობილი მეღვინე, სომელიე, გიდი და ისტორიკოსი ატარებენ.

ტრენინგების დასრულების შემდეგ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს მიერ გადამზადებული გიდების ბაზა ტურისტულ სააგენტოებს გადაეცემა და მოხდება მათი პოპულარიზაცია. სააგენტომ უკვე გადაამზადა გიდები მაჭახელასა და სხვა ტურისტული მარშრუტის მიმართულებით.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი