ლუკა პოლარე - საყვარელი პოლარული დათვი საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა

ლუკა პოლარე - საყვარელი პოლარული დათვი საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა

ლუკა პოლარე - საყვარელი პოლარული დათვი საქართველოში 2008 წელს ჩამოვიდა. გერმანულ-ქართული ოჯახური ბიზნესი იმ იდეით დაიწყო, რომ საქართველოსთვის შექმნილიყო რაიმე სრულიად ახალი - ევროპული სტილის სანაყინე, სადაც უგემრიელესი, ხარისხიანი ყავაც გაიყიდებოდა, რომელიც ხარისხისა და მომსახურების საერთაშორისო სტანდარტებს დააკმაყოფილებდა. მაშინ ასეთი ტიპის სანაყინე თბილისში არ არსებობდა... ბევრმა ადამიანმა სწორედ „ლუკა პოლარეს" საშუალებით აღმოაჩინა მაღალი ხარისხის ნაყინი და წლების განმავლობაში მისი ერთგული დარჩა, რაც ხარისხის შენარჩუნების გარეშე შეუძლებელია.

მას შემდეგ 8 წელი გავიდა... და "ლუკა პოლარეს" - სანაყინეები, სადაც ნაყინის გარდა, ყავა, ცხელი შოკოლადი და ნამცხვრებიც იყიდება, ყველა თაობის საყვარელი და პოპულარული ადგილი გახდა. ნაყინი, რომლის დაგემოვნებაც "ლუკა პოლარეში" არის შესაძლებელი, ექსკლუზიური იტალიური რეცეპტით, ყოველდღიურად, სეზონური ხილისგან მზადდება. ყველა პროდუქტი ნატურალურია, არ შეიცავს კონსერვანტებს, ხელოვნურ დანამატებს, საღებავებს და არომატიზატორს.

თბილისის შემდეგ, "ლუკა პოლარეს" სანაყინე ბათუმში, ირაკლი აბაშიძის 3 ნომერში გაიხსნა. "ლუკა პოლარემ" ბათუმში საკუთარი ნაყინის წარმოება და საცხობი ააწყო, სადაც 15 ადამიანია დასაქმებული. "ლუკა პოლარე" ქსელის გაფართოებას, ბათუმის შემდეგ, დასავლეთ საქართველოს სხვა დიდ რეგიონებშიც გეგმავს.

ნაყინის ფართო სეზონური არჩევანის გარდა, „ლუკა პოლარე“ გთავაზობთ 120 დასახელების სხვადასხვა პროდუქტს: ყავას, ჩაის, ცხელ შოკოლადს, ესპრესოს მიქს-სასმელებს, ნაყინიან ფრაპეებს, მაფინებს, ორცხობილებს, ნამცხვრებსა და ტარტების დიდ ასორტიმენტს, კარამელიზირებულ მოხალულ ნუშს, ფრეშებს, ხილის ასორტებს და სალათებს.

უმაღლესი ხარისხის "არაბიკას" ყავის მარცვლები გერმანიიდან შემოაქვთ, რომელსაც სპეციალური შენახვა სჭირდება და მომზადების საკუთარი საიდუმლო აქვს, რაც ყავას მომაჯადოებელ არომატს სძენს. "ლუკა პოლარეს" ცხელ შოკოლადზე კი ქალაქში ლეგენდები დადის და ეს ლეგენდები მალე ზღვისპირა ბათუმში გაგრძელდება.

"ლუკა პოლარე" მხოლოდ ნაყინი არ არის, ეს არის გრძნობა, ამბავი, ისტორია... რომელიც თბილისს გასცდა და ზღვისპირა ბათუმში გაგრძელდება... მყუდრო ატმოსფერო და მეგობრული სერვისი - „ლუკა პოლარე“ ბათუმშიც თქვენი საყვარელი ადგილი გახდება.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი