უნიკალური კლიმატოთერაპია საქართველოში – "ეს ევროპელებს არც კი დაესიზმრებათ"

უნიკალური კლიმატოთერაპია საქართველოში – "ეს ევროპელებს არც კი დაესიზმრებათ"

ერთი ჩემი ფრანგი მეგობარი მიყვებოდა, რომ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კლიმატოთერაპიული(მკურნალობა კლიმატით) კურორტებია. თუმცა იქვე დასძინა, რომ ისინი არც ისე ბევრია და შესაბამისად, დასვენება ძვირი ღირს. შემდეგ თავადვე მკითხა – ასეთი ბუნება გაქვთ და გამორიცხულია, საქართველოში კლიმატოთერაპიული კურორტი არ გქონდეთო. არ გამიგია – მეთქი.

ამ საუბრიდან რამდენიმე კვირა გავიდა და დამავიწყდა კიდეც. ერთ დღესაც ეს ჩემი ფრანგი მეგობარი შემხვდა და მითხრა – თქვენ ისეთი კლიმატოთერაპიული კურორტი გაქვთ, ევროპელებს არც კი დაესიზმრებათო. რა ადგილია ასეთი-მეთქი. რა და – ბახმაროო.

ბახმაროს უნიკალურ თვისებებზე კი ვიცოდი, მაგალითად ის, რომ აქ დასვენებისას 21 დღეში სისხლის ფორმულა იცვლება, მაგრამ ეს კლიმატოთერაპია მაინც რაღაც ახალი იყო. გადამოწმებისთვის სპეციალისტს დავუკავშირდი.

თამარ ჩილინგარიშვილი _ მედიცინის დოქტორი, თსუ პროფესორი, კურორტოლოგი:

კურორტი ბახმარო სხვა დანარჩენი კურორტებისგან იმით გამოირჩევა, რომ აქ შერწყმულია ზღვისა და მთის კლიმატი. ძალიან მნიშვნელოვანია სექტემბერი – ზღვის კლიმატს განსაკუთრებით სასიკეთო გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე სწორედ სექტემბერში აქვს. ბახმაროში, სექტემბერში, ეს უნიკალური ზღვის კლიმატი განსაკუთრებით ეფექტურად აისახება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორიცაა გულსისხლძარღვთა პრობლემები, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებები, მათ შორის ნევროზები, ნევრასთენია და ა.შ. ამ ზღვის კლიმატს ერწყმის უნიკალური მთის კლიმატი, რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია სასუნთქი ორგანოების დაავადებებისას. სწორედ ეს არის კლიმატოთერაპია. გარდა ამისა, ბახმაროში ბალნეოთერაპიის საშუალებაცაა – ადგილობრივი მინერალური წყლები გამოიყენება ძვალსახსროვანი დაავადებების სამკურნალოდ. მნიშვნელოვანია ისიც, რომ სექტემბერი უხვი თვეა ბახმაროში – ადგილობრივი ეკოლოგიურად სუფთა ხილისა და ბოსტნეულის მირთმევაც სასიკეთოდ აისახება ადამიანების ჯანმრთელობაზე.

ბუნებრივია, დამაინტერესა, თუ რა ჯდება კომფორტული დასვენება ბახმაროში. ინტერნეტში ქექვისას წავაწყდი, რომ სასტუმრო "ბახმაროს" 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით დამსვენებლებისთვის 30%-იანი ფასდაკლება ჰქონია.

კერძოდ, 2-ადგილიანი ნომერი 100 დოლარის ნაცვლად 70 დოლარად შეგიძლიათ იქირაოთ, 3-ადგილიანი 150 დოლარის ნაცვლად 105 დოლარად, 4-ადგილიანი კი – 200 დოლარის ნაცვლად 140 დოლარად.

ასე რომ, საქართველოში შეიძლება მიიღოთ ის, რაც, როგორც ჩემმა ფრანგმა მეგობარმა თქვა, "ევროპელებს არც კი დაესიზმრებათ".

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი