ბათუმში ავტორბოლა Bridgestone Black Sea Cup-2016 გაიმართება

ბათუმში ავტორბოლა Bridgestone Black Sea Cup-2016 გაიმართება

ბათუმში, 21 აგვისტოს საქართველოში ყველაზე მასშტაბური ავტორბოლა Bridgestone Black Sea Cup-2016 გაიმართება, რომელსაც წარმოადგენს "თეგეტა მოტორსი " და "ბრიჯსთოუნი". ღონისძიება ტარდება ბათუმის მერიის პატრონაჟით და შსს-ს მხარდაჭერით.

როგორც AMBEBI.GE-ს "თეგეტა მოტორსიდან" აცნობეს, წელს "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასი" წრიული რბოლის სახით ჩატარდება, სადაც მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ GTCC კლასის ავტომობილები.

შეჯიბრი გაიმართება საავტომობილო სპორტის ფედერაციის 2016 წლის სპორტული რეგულაციის მიხედვით (კლასი GTCC) და დაშვებული იქნება არაუმეტეს მაქსპერფორმანსით კლასიფიცირებული საბურავებით აღჭურვილი ავტომობილები.

რბოლა ჩატარდება ბათუმში, გმირთა ხეივანში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ("ბათუმის კარიბჭესთან"). 2016 წლის "ბრიჯსთოუნის შავი ზღვის თასის" საპრიზო ფონდი შეადგენს 10 000 ლარს, რომელიც გადანაწილდება შემდეგნაირად: 1-ლი ადგილი 5 000 ლარი, მე-2 ადგილი 3 000 ლარი, მე-3 ადგილი 2 000 ლარი.

რბოლაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია და ავტომობილების დახურულ პარკში განთავსება მოხდება შაბათს, 20 აგვისტოს, 19:00-დან 21:00-მდე.

21 აგვისტოს 11:00-დან 12:00-მდე ჩატარდება პირველი ვარჯიში, 16:00-დან 17:00-მდე მეორე ვარჯიში, კვალიფიკაცია გაიმართება 17:00-დან 18:00-მდე, ხოლო 19:00-დან დაიწყება "Bridgestone Black Sea Cup-2016" გახსნის ოფიციალური ცერემონია და საფინალო რბოლა. ღონისძიებას დაასრულებს ჯგუფი Goofy Land, დასწრება უფასოა.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი