ყატარის ავიახაზები მოგზაურობის მოყვარულთ მრავალფეროვანი და მიმზიდველი ფასდაკლებებისა და შეთავაზებების ფესტივალს სთავაზობს

ყატარის ავიახაზები მოგზაურობის მოყვარულთ მრავალფეროვანი და მიმზიდველი ფასდაკლებებისა და შეთავაზებების ფესტივალს სთავაზობს

წარმოუდგენელი შეთავაზებები და შესაძლებლობები მოიგოთ ყატარის ავიახაზების უფასო ბილეთები 2016 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით.

მოგზაურობის ფესტივალის ფარგლებში თამაშდება 600-ზე მეტი გასაოცარი პრიზი

დოჰა, ყატარი - ყატარის ავიახაზების ძალზედ პოპულარული მოგზაურობის ფესტივალი დაბრუნდა უკეთესი პირობებით. მოგზაურობის მოყვარულთ ეძლევათ შესაძლებლობა იმოგზაურონ საოცნებო მიმართულებებით და ისარგებლონ განსაკუთრებული შეთავაზებებით, და ამასთანავე აქვთ შანსი მოიგონ წარმოუდგენელი პრიზები.

2016 წლის 29 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათლით, ყატარის ავიახაზების მოგზაურობის ფესტივალის ფარგლებში, მგზავრებს საშუალება აქვს იმოგზაურონ მსოფლიოს რჩეული ტურისტული მიმართულებებით და ისარგებლონ ისეთი შეთავაზებებით, როგორიცაა 30%-იანი ფასდაკლება, კომპანიონის ბილეთი - 2 ბილეთი ერთის ფასად, სპეციალური ფასები სასტუმროს დაჯავშნისას და ასევე განსაკუთრებული ფასდაკლება ავტომობილის ქირაობისას. ყველაფერი ეს ვრცელდება მოგზაურობის შემდეგ პერიოდზე - 2016 წლის 15 სექტემბრიდან 2017 წლის 30 ივნისის* ჩათვლით.

ყატარის ავიახაზების ლოიალური კლუბის წევრებს სამოგზაურო ფესტივალის ფარგლებში შეძენილ ბილეთებზე დაერიცხებათ გასამმაგებული ქულები.

მოგზაურობის ფესტივალის მიმდინარეობისას, სრული რვა დღის განმავლობაში, მგზავრებს საშუელება ეძლევათ მოიგონ მრავალფეროვანი პრიზები. ფესტივალის განმავლობაში გათამაშდება 600-ზე მეტი წარმოუდგენელი პრიზი, მათ შორის, ყატარის ავიახაზებისა და oneworld-ის ალიანსის ერთობლივი შეთავაზება - მსოფლიოს გარშემო სამოგზაურო ორი ბილეთი დ საფეხბურთო კლუბ ბარსელონას მატჩზე დასასწრები ორი ბილეთი და ბარსელონას კლუბის მოთამაშეების მიერ ხელმოწერილი საკლუბო მაისურები. ყატარის ავიახაზები საფეხბურთო კლუბ ბარსელონას ოფიციალური სპონსორია.

ყატარის ავიახაზები მოგზაურებს სთავაზობთ სამგზავრო კლასის უფასოდ ამაღლებას, რაც საშუალებას მისცემთ მათ გამოსცადონ მსოფლიოს საუკეთესო ბიზნეს კლასის მომსახურება. ასევე გათამაშდება ეკონომ კლასის უფასო ბილეთები, ყატარის ავიახაზების ჰოლიდეისის 5 სამოგზაურო პაკეტი, ყატარის Duty Free-ის ვაუჩერები და მრავალი სხვა.

ყატარის ავიახაზების მოგზაურობის ფესტივალის ფარგლებში არსებული შეთავაზებები ძალაშია მხოლოდ ორმხრივი მიმართულების ეკონომ და ბიზნეს კლასის ბილეთებზე, მსოფლიოს იმ 150 მიმართულებით, სადაც ყატარის ავიახაზები ასრულებს ავიარეისებს, მათ შორისა ახლო აღმოსავლეთის, ევროპის, აზიის, ინდოეთის სუბ-კონტინენტის, მცირე აზიისა და აფრიკის მიმართულებები.

ყატარის ავიახაზების სამოგზაურო ფესტივალის ფარგლებში არსებული შეთავაზებებისა და პრიზების შესახებ სრული ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ მიმართოთ ყატარის ავიახაზების ვებგვერდს qatarairways.com/travelfestival, ყატარის ავიახაზების წარმომადგენლობით ოფისს და/ან თქვენთვის სასურველ ტურისტულ სააგენტოს.

მგზავრებს საშუალება აქვთ, მსოფლიოს 10 საუკეთესო აეროპორტებს შორის დასახელებული ჰამადის საერთაშორისო აეროპორტის გავლით იმოგზაურონ მსოფლიოს 150 მიმართულებით. 2016 წელს ყატარის ავაიხაზების ქსელს შეემატა ისეთი მიმართულებები, როგორიცაა ლოს ანჟელესი (აშშ), რას-ელ-ხაიმა (არაბეთის გაერთიანებული საემიროები), სიდნეი (ავსტრალია), ბოსტონი (აშშ), ბირმინგჰემი (დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო), ადელაიდე (ავსტრალია), ერევანი (სომხეთი), მარაკეში (მაროკო) და პიზა (იტალია).

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი