"ერთი მოთხრობა მასწავლებელზე" - ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის

"ერთი მოთხრობა მასწავლებელზე" - ლიტერატურული კონკურსი მწერლებისთვის

წარმოიდგინეთ, რომ დასაწერი გაქვთ თემა "მასწავლებლის სახე ქართულ ლიტერატურაში", რა გაგახსენდებათ? - კარგი არც არაფერი. სამწუხაროდ, ქართულ მწერლობაში პედაგოგებზე ბევრი არაფერი შექმნილა, რაც დაიწერა,არც ისე დადებითიკონტექსტის მატარებელია. თუმცა, წარსულშიც და ახლაც, განათლების სისტემაში ბევრი ღირსეული მასწავლებელი იყო და დღემდე მოღვაწეობს. ისინი თაობებს ზრდიან და პროფესიას ერთგულად ემსახურებიან.

მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისა და მხარდაჭერისათვის მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი მწერლებისთვის ლიტერატურულ კონკურსს აცხადებს.

კონკურსის ფარგლებში მასწავლებლის საქმიანობისა და სკოლის ცხოვრების შესახებ სამი საუკეთესო მოთხრობა გამოვლინდება. კონკურსის სამ გამარჯვებულს (I,II,III ადგილი) ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულები 5 ოქტომბერს, მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებაზე დაჯილდოვდებიან და მათ საჩუქრად გადაეცემათ პერსონალური პორტატული კომპიუტერები, ასევე ფულადი პრიზი: I ადგილი - 1000 ლარი; II ადგილი - 700 ლარი; III ადგილი - 500 ლარი.

ლიტერატურულ კონკურსსმასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჟურნალი "მასწავლებელი" და ინტერნეტგაზეთი mastsavlebeli.ge, ფარმაცეტული კომპანია PSP-ს მხარდაჭერით აცხადებს.

რა უნდა გაითვალისწინონ კონკურსანტებმა,ვინ და რა კრიტერიუმებით შეაფასებს ნაშრომებს და რა სარგებელს მოუტანს კონკურსი მონაწილესა და ზოგადად, მასწავლებლის იმიჯს, ამასთან დაკავშირებით, Ambebi.ge კონკურსის იდეის ავტორს, ჟურნალ "მასწავლებლისა" და ინტერნეტგაზეთ mastsavlebeli.ge -ს მთავარ რედაქტორს ნატო ინგოროყვას ესაუბრა:

- ქალბატონო ნატო, "ერთი მოთხრობა მასწავლებელზე" - რამ განაპირობააღნიშნული კონკურსის ჩატარების სურვილი და რა არის მისი მთავარი მიზანი?

- მასწავლებლის პროფესია და მასწავლებელი, როგორც ლიტერატურული სახექართულ ლიტერატურაში ძალიან მწირად არის, ისიც, ხშირად დასაცინი პერსონაჟია. ალბათ გახსოვთ ზაბლონა მასწავლებელი. ასევე, კინოფილმებშიც არის ამის პრობლემა, ქართველი ავტორები ხშირ შემთხვევაში ჩვენს მასწავლებლებს არც თუ ისე სახარბიელო კონტექსტში მოიხსენიებენ. ამიტომ, გადავწყვიტე, მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციისთვის, ასევე ქართულ ლიტერატურაში თანამედროვე მწერლების მიერ დანახული ახალი მასწავლებლის სახის გაჩენისთვის შექმნილიყო ისეთი მოთხრობები, სადაც ასახული იქნებოდა თანამედროვე მასწავლებლის სახე, მისი ყოფა-ცხოვრება. ეს გარკვეულწილად პოპულარიზაციას გაუწევს თავად პროფესიას და ჩვენ დაგვანახებს როგორ მასწავლებელს ხედავენ, ან როგორ მასწავლებელს ითხოვენ 21-ე საუკუნეში.

- ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება?

-კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ქართველ მწერლებს, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს თავიანთი შემოქმედება და დრო დაუთმონ მასწავლებლის სახის შექმნას მოთხრობაში. კონკურსში მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის მასწავლებელს, თუ მას სურვილი აქვს, რომ მწერლის ოსტატობით აღწეროს მისი დანახული მასწავლებელი. გვინდა ნამდვილად ღირებული ლიტერატურული პროდუქტები დაიდოს.

- თქვენ ბრძანდებით კონკურსის იდეის ავტორი და ბუნებრივია, თქვენზე უკეთ ვერავინ იტყვის, რა შეიძლება იყოს ყველაზე მეტად მოწონებული ნაწარმოებში? რა აქცენტების გაკეთებას ურჩევდით მწერლებს?

-მწერალსშეკვეთას ვერ მივცემ, როგორმასწავლებელზე უნდა წეროს მან, ან როგორი იქნება გამარჯვებული მასწავლებლის სახე. ეს იქნება ნაწარმოები, რომელიც ყველაზე ნამდვილად, მართლად და ოსტატურად ასახავს თანამედროვე მასწავლებლის ყოველდღიურ ცხოვრებას. რა თქმა უნდა, სასურველი იქნება მასწავლებელი იყოს მისაბაძი, ისეთი, როგორზეც დღეს მოთხოვნა არის, თუმცა, ცხადია, ჩვენ ამას ავტორს ვერ შევუკვეთავთ. კონკურსანტები როგორ მასწავლებელსაც დაინახავენ, ისეთი დარჩება. ჟიურიც ლიტერატურულ პროდუქტს შეაფასებს და არა იმას, ვინ როგორი სახე შექმნა.

- სწორედ ჟიურის შესახებ მინდა გკითხოთ, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მათი ვინაობა კონფიდენციალურია, თუმცა სხვა, რა შეგიძლიათ გვითხრათ ჟიურის შემადგენლობის შესახებ?

- ჟიური 5 წევრისგან შედგება. მათ შორის არიან როგორც პროზაიკოსები, ასევე ლიტერატურის კრიტიკოსები. ისინი არიან ძალიან გემოვნებიანი და საინტერესეო ლიტერატურის მცოდნე და შემფასებლები.თავიანთ კოლეგებს "სუბიექტურად ობიექტურად" შეაფასებენ. შევარჩიეთ ისეთი ჟიურის წევრები, რომლებსაც ღირსეული ნაწარმოებები არ გამოეპარებათ და არავინ დაიჩაგრება.

- რაც შეეხება პრიზებს, როგორც ვიცი, ჯილდო მხოლოდ კომპიუტერებითა და ფულადი პრემიით არ შემოიფარგლება.

-დიახ, საუკეთესო მოთხრობები გამოქვეყნდება ინტერნეტგაზეთში mastsavlebeli.ge აღნიშნულ პორტალს მკითხველი ნამდვილად ჰყავს და ძალიან პოპულარული საიტია არა მხოლოდ მასწავლებლებში. ამ პატარა ქვეყანაში საიტს ყოველწლიურად ორ მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. ეს ცოტა არ არის. თითოეულ მომხმარებელს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ შესაძლებლობაექნება საიტზე წაიკითხოს მასწავლებელზე შექმნილი მოთხრობები. ამას გარდა, გამარჯვებული მოთხრობები დაიბეჭდება ბეჭდურ ჟურნალში "მასწავლებელი", რომელიც საქართველოს ყველა სოფლის ყველა სკოლაში ხელმისაწვდომია. მადლობა მინდა გადავუხადო PSP-ს, ჩვენ საბიუჯეტო ორგანიზაცია ვართ და რომ არა მათი მხარდაჭერა, მწერლებზე ფულად პრემიებსვერ გავცემდით. განსაკუთრებული მადლობა მინდა ვუთხრა ჟიურის წევრებს, ჩემს კოლეგა მწერლებს მათი კეთილგანწყობისა და მხარდაჭერისათვის, რათა ისინი ჟიურის წევრები უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გამხდარიყვნენ.

- კონკურსში მონაწილეობის მისაღებად არსებობს რაიმე დათქმა პირობა, გარდა იმისა, რომ მოთხრობა მასწავლებელზე უნდა დაიწეროს?

-ჟანრი შეზღუდული არ არის. მოცულობა სასურველია8-დან 15 გვერდამდე იყოს, თუმცა, თუ ნაშორიმი, მაგალითად, 18 გვერდი იქნება, რა თქმა უნდა, წაუკითხავს არ დავტოვებთ.კონკურსის ფარგლებში მხოლოდ საკონკურსო პერიოდში შექმნილი მოთხრობები განიხილება. ლიტერატურული ნაწარმოებები მიიღება 2016 წლის 20 სექტემბრამდე, ელექტრონულ ფოსტაზე: tpdc.georgia@gmail.com გზავნილში მითითებული უნდა იყოს ავტორის ვინაობა და საკონტაქტო ინფორმაცია. გასათვალისწინებელია, რომ პირობების თანახმად, მხოლოდ საკონკურსო პერიოდში შექმნილი ნაწარმოებები განიხილება.

- როგორ ფიქრობთ, სამომავლო პერპექტივაში აღნიშნული კონკურსი მასწავლებლის იმიჯს რამდენად წაადგება?

- თქვენ იცით რამდენად კარგად მუშაობს "ხმაური". ეს ერთგვარი "კეთილი ხმაურია", რომელიც ამავდროულად, სიგნალსაც იძლევა, რომ ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე უფრო მნიშვნელოვან პროფესიას დაბერება ემუქრება, რადგან ახალი თაობა პედაგოგობით ნაკლებად ინტერესდება. მას მეტი პოპულარიზაცია სჭირდება და ეს ერთგვარი ხერხია ამ მიმართულებით.

ანა მარშანია, Ambebi.ge

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი