თბილისში ”მარკეტინგ ფორუმი -2016” გაიმართება

თბილისში ”მარკეტინგ ფორუმი -2016” გაიმართება

თბილისში დღეს “მარკეტინგ ფორუმი - 2016” გაიმართება. ფორუმის თემაა - “არასტანდარტული და ინოვაციური მიმართულებები მარკეტინგსა და შეფუთვაში”. ფორუმს სასტუმრო „ბილტმორი“ უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ფორუმზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა biletebi.ge-ზეა შესაძლებელი.

ქართველმა ორგანიზატორებმა მოლაპარაკებები აწარმოეს HP-ის წარმომადგენლებთან ისრაელიდან და საფრანგეთიდან.

”ფორუმზე მარკეტინგის გურუები - რაფი ალბო და კრისტიან მენეგონი ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ჩაატარებენ. რაფი ალბო, ისრაელიდანაა. იგი მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბეჭდური და ონლაინ საშუალებების წარმატებულ კომბინირებას 2000 წლიდან ახერხებს. 45 წლის ალბო SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორია. ის უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში 50 ქვეყნის სააგენტოსა თუ მწარმოებელთან თანამშრომლობს, ”დაიწყე მცირედით, იფიქრე ფართოდ, განვითარდი სწრაფად”- ასეთია SEGMARKETING-ის აღმასრულებელი დირექტორის რჩევა.

როგორც ცნობილია, რაფი ალბო Arilyn-ში გლობალური მარკეტინგისა და ბიზნესის განვითარების დირექტორის თანამდებობას იკავებს. ის www.augmentedworld.org-ის ბეჭდვითი ინდუსტრიის გლობალური ელჩია. რაც შეეხება კრისტიან მენეგონს, იგი HP-ის ბიზნეს განვითარების მენეჯერია ის 20 წლის განმავლობაში ციფრული ბეჭდვისა და თანამედროვე ტექნოლოგიების შესაძლებლობების პოპულარიზაციაზე ისეთ ბრენდებთან მუშაობს, როგორიც არის Coca-Cola, Perrier, Lindt და სხვა. მისი მონაწილეობით მთელი მსოფლიოს მასშტაბით უამრავი წარმატებული მარკეტინგული პროექტი განხორციელდა . ცნობილი მარკეტოლოგები „ბილტმორში“ ვორქშოპებსა და მასტერკლასებს ქართველი კოლეგებისთვის ჩაატარებენ”, - აცხადებენ ორგანიზატორები.

ფორუმის დღის განრიგი ასეთია: 22 სექტემბერს რეგისტრაცია12:00 საათზე დაიწყება. 12:30 საათზე ორგანიზატორები სიტყვით გამოვლენ, 12:40 საათზე სიტყვით გამოვა ცნობილი მარკეტოლოგი, რაფი ალბო. 14:45 საათზე დაიწყება შესვენება, ხოლო შესვენების შემდეგ, 15:30 საათზე სიტყვით გამოსვლებს კრისტიან მენეგონი განაახლებს. 16:20 საათიდან 17:00 საათამდე პანელური დისკუსია გაიმართება.

"ინტერპრესნიუსი"

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი