ჰიბრიდული პორშე კაიენი საქართველოშია!

ჰიბრიდული პორშე კაიენი საქართველოშია!

ჰიბრიდულ ტექნიკას თავიდან ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა, მაგრამ დროთა განმავლობაში, ყველა, მათ შორის უკვე ქართველი მომხმარებელიც დარწმუნდა, რომ ჰიბრიდული ავტომობილი არა თუ არ ნიშნავს "თავის ტკივილს", არამედ ძალიან ეკონომიური და სანდო არჩევანია. დღეს კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჰიბრიდული ავტომობილით სარგებლობა უკვე მოდური და პრესტიჟულიც გახდა. მიზეზი მარტივია: ჰიბრიდული ავტომობილის მფლობელი, მისი ეკონომიურობიდან გამომდინარე, მხოლოდ საკუთარ ჯიბეს კი არ უფრთხილდება, არამედ გარემოზეც ზრუნავს და, შესაბამისად, თანამედროვე და პოლიტკორექტული ადამიანია.

საქართველოში მომრავლებული ჰიბრიდები და მათი პოპულარობა ცხადყოფს, რომ ქართველი მომხმარებელი მზადაა უფრო მეტისთვის - მორიგი დიდი ნაბიჯისთვის ელექტრომობილიზაციისკენ, მეტი ეკოლოგიურობისკენ და მეტი პოლიტკორექტულობისკენ. და თუ პრესტიჟულობაზე ვსაუბრობთ, რა უნდა იყოს იმაზე უკეთესი არჩევანი, ვიდრე ისეთი ექსკლუზიური ავტომობილის ჰიბრიდული ვერსია, როგორიც ახალთახალი "პორშე კაიენია"?

"პორშე" პირველ რიგში სუპერსპორტულ, უმძლავრეს და ექსკლუზიურ ავტომობილებთან ასოცირდება, მაგრამ ეს ფაქტორი ხელს აბსოლუტურად არ უშლის იმას, რომ "პორშეს" მარკის ავტომობილი იყოს ისეთი, როგორიც გვიყვარს და, ამავდროულად, იყოს ჰიბრიდი. ამაში მალევე დავრწმუნდით, როცა "პორშეს" თბილისის ცენტრში ახალი "კაიენის" Plug-in-ჰიბრიდული ვერსია, Cayenne S E-Hybrid მოვინახულეთ.

უკვე რამდენიმე წელია, რაც "პორშე" განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ჰიბრიდული ტექნოლოგიის განვითარებას და, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს მიმართულება "პორშესთვის" ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტულია. შესაბამისად, გააქტიურდა "პორშეს" თბილისის ცენტრიც, სადაც აცხადებენ, რომ ქართველი მომხმარებელი მზადაა ისეთი ავტომობილისთვის, როგორიც ჰიბრიდული "კაიენია".

დამაინც, როგორია ის? "პორშე კაიენის" ახალი Plug-in-ჰიბრიდი, რომელიც 2015 წლიდან გამოვიდა, აკუმულატორების წინამორბედზე 5-ჯერ მეტი ტევადობით გამოირჩევა, ორჯერ უფრო მძლავრი ელექტრომოტორი აქვს და მიუხედავად ამისა, წინამორბედზე ოდნავ იაფი ღირს. თუკი "პორშეს" ნებისმიერ მოდელში, საჭის მარცხნივ, გასაღების გადატრიალებისას 6 ან 8-ცილინდრიანი ძრავის განუმეორებელი ხმა გესმის, ჰიბრიდულ "კაიენში" საქმე სხვაგვარადაა: აქ სიმყუდროვეს მხოლოდ საათის ტიკტიკი არღვევს. "პორშე" საწვავის ხარჯის მხრივ 100 კილომეტრზე საშუალოდ 3-4 ლიტრს გვპირდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჰიბრიდული "კაიენი" კლასში ყველაზე ეკონომიური და ეკოლოგიური SUV-ია.

ძრავის ამუშავების შემდეგ ასეთი სიჩუმე "პორშეს" მძღოლისთვის, რა თქმა უნდა, ძალზე უჩვეულოა, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ ეს არის სიმშვიდე შტორმის წინ! მარტო ელექტროძრავის სიმძლავრე 95 ცხენის ძალაა, მაბრუნი მომენტი კი - 310 ნიუტონმეტრი. სხვა ჰიბრიდების შემთხვევაში, აქსელერაციის სატერფულს მხოლოდ უნდა "ეფერო", თუ გინდა, რომ მხოლოდ ელექტრონულად იარო. "კაიენს" კი, შეგიძლია, ჩვეულად ჩააჭირო და მარტო ელექტრორეჟიმით 125 კმ/სთ-ს განავითარებ.

ყველაზე მთავარი კი მაინც ის არის, რომ ამ ჰიბრიდული "კაიენის" შემთხვევაში, "პორშესთვის" დამახასიათებელი სამყარო მხოლოდ ერთი "ქიქდაუნის" მანძილზეა! ელექტრონული სვლის რეჟიმს, ცენტრალურ კონსოლზე განთავსებული ღილაკის მეშვეობით, ჰიბრიდული რეჟიმით შეცვლი, სატერფულს ბოლომდე ჩაძირავ და აი, ისიც: 6-ცილინდრიანის განუმეორებელი, "პორშესთვის" დამახასიათებელი ხმა! და ყველაფერი, რაც სამაგალითო "პორშეს" სჭირდება: ელექტრომოტორისა და შიგა წვის ძრავის ჯამური სიმძლავრე 416 ცხენის ძალაა, მაქსიმალური მაბრუნი მომენტი კი - 590 ნიუტონმეტრი! აჩქარება 0-დან 100 კმ/სთ-მდე? 5,9 წამში! მაქსიმალური სისწრაფე? 243 კმ/სთ!

Cayenne S E-Hybrid ჩვეულებრივი "კაიენისგან" ვიზუალურადაც განსაკუთრებულად გამოირჩევა: მუხრუჭის სუპორტები ნეონის ფერი მწვანეა, ამავე ფერშია ინსტრუმენტების ისრები და წარწერები - Cayenne S და E-Hybrid.

რაც მთავარია, "პორშეს" თბილისის ცენტრი ამ ავტომობილის სერვისის თვალსაზრისით სრულყოფილადაა მომზადებული. Cayenne S E-Hybrid-ის მფლობელს საკუთარ ავტოფარეხში, ყოველგვარი დამატებითი ხარჯის გარეშე დაუმონტაჟებენ ავტომობილის დასამუხტ მოწყობილობას. "კაიენს" თავისი "დამტენი" მოყვება: თუკი ჩვეულებრივ როზეტში შეაერთებთ, დამუხტვას დაალოებით სამსაათნახევარი დაჭირდება, მაგრამ "კაიენს" სპეციალური მოწყობილობაც მოყვება, რომლის მეშვეობითაც, ავტომობილი 90 წუთში იმუხტება! აქ ისიც უნდა დავამატოთ, რომ ჰიბრიდულ "კაიენს" თავისი V6 ძრავაც მუხტავს (e-Charge-რეჟიმი) და აქვს რეკუპერაციის ფუნქციაც.

"პორშე" საუკეთესო სპორტული ავტომობილების მწარმოებელია, მაგრამ Plug-in-ჰიბრიდული ტექნიკაც ისე უნაკლოდ განავითარა, რომ სპორტულობის თვალსაზრისით კომპრომისზე არ წასულა. ამიტომაც თამამად ვამბობთ, რომ Porsche Cayenne S E-Hybrid-ს პოპულარობა საქართველოშიც გარანტირებული აქვს. სულ მალე კი, უფრო კონკრეტულად, 2017 წლიდან, "პორშეს" თბილისის ცენტრში ახალი თაობის "პანამერას" ჰიბრიდული ვერსიაც იქნება წარმოდგენილი...

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი