Vivus.ge-მ ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო

Vivus.ge-მ ახალი სარეკლამო კამპანია დაიწყო

მომღერალი დათო ფორჩხიძე Vivus.ge-ს სარეკლამო სახე გახდა. „ახალი ხმის“ ყველაზე ტიტულოვანი მწვრთნელი კომპანიამ მისი მეგობრული ხასიათის გამო შეარჩია, რადგან კლიენტებთან მეგობრობა vivus.ge-ს ახალი დევიზია.

მეგობრობის დევიზი ბრენდის სლოგანზეც აისახა და „ფული თანამედროვე ხალხისთვის“ ჩაანაცვლა სლოგანმა „Vivus.ge - შენი მეგობარი კომპანია“

Vivus.ge, რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა ორიგინალური და დასამახსოვრებელი სარეკლამო რგოლებით, ძველ ტრადიციას არც ახლა ღალატობს და ბრენდის ახალი კონცეფცია, წინამორბედთა მსგავსად პოზიტივითა და მსუბუქი იუმორით იქნება გაჟღენთილი.

აღსანიშნავია, რომ ახალი სარეკლამო კამპანიის პარალელურად, კომპანიის მუშაობის პრინციპი უცვლელი რჩება. განმეორებითი სესხის პროცენტი ისევ ყველაზე დაბალია, პირველი სესხი კი კვლავაც უპროცენტოა.

შეგახსენებთ, რომ ბრენდი vivus.ge, ლატვიაში დაარსებული საერთაშორისო კომპანია 4finance-ის საკუთრება გახლავთ. ქართულ ბაზარზე 2013 წელს შემოვიდა და მოკლე დროში მომხმარებლის ნდობასთან ერთად მოიპოვა ისეთი ჯილდოები როგორიცაა: Golden brand 2015 და Brand Brilliance 2014.

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი