ესთეტიკური ცენტრი Slim & Silk - ინოვაციური და ხარისხიანი ესთეტიკური პროცედურები თქვენი სილამაზისთვის

ესთეტიკური ცენტრი Slim & Silk - ინოვაციური და ხარისხიანი ესთეტიკური პროცედურები თქვენი სილამაზისთვის

თუ გსურთ, რომ მუდამ ლამაზად და ახალგაზრდულად გამოიყურებოდეთ, ეწვიეთ ესთეტიკურ ცენტრ Slim & Silk-ს. Slim & Silk მომხმარებელს ესთეტიკური სერვისების ფართო არჩევანს სთავაზობს. აქ თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სხვადასხვა მომსახურება: გასახდომი და ანტიცელულიტური აპარატურული პროცედურები, დიოდური ეპილაცია, კოსმეტოლოგია, მასაჟი, სალონური მომსახურება - თმის მოვლის ყველა პროცედურა, მანიკურ/პედიკური, პერმანენტული მაკიაჟი, ვიზაჟი და სხვ.

Slim & Silk აქცენტს ყოველთვის მაღალ ხარისხზე აკეთებს. სპეციალისტების მაღალი კვალიფიკაცია და გამოცდილება, სიახლეებისა და ინოვაციების შეთავაზება, ხარისხიანი პროდუქციის გამოყენება ნებისმიერი პროცედურის დროს და მომხმარებლისთვის მყუდრო და კომფორტული გარემოს შექმნა არის ის მთავარი პრინციპები რის შედეგადაც მომხმარებელი იღებს მაღალი ხარისხის ესთეტიკურ მომსახურებას.

როგორც ესთეტიკური ცენტრის კომერციულ დირექტორთან მარიკა ლომთაძესთან საუბარში გავიგეთ, Slim & Silk მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიის აპარატურას სთავაზობს:

მარიკა ლომთაძე კომერციული დირექტორი:

- Slim & Silk თბილისში 2015 წლის აგვისტოდან ფუნქციონირებს. გვაქვს თითქმის ყველა მიმართულება და რაც მთავარია, მომხმარებელს მუდმივად ინოვაციებსა და მაღალი ხარისხის ესთეტიკურ სერვისებს ვთავაზობთ. ერთ-ერთი ასეთი ინოვაციური შეთავაზება არის X-WAVE ანტიცელულიტური აპარატი. მხოლოდ Slim & Silk-ში შეგიძლიათ ჩაიტაროთ ანტიცელულიტური პროცედურები მსოფლიოს წამყვანი სამედიცინო და ესთეტიკური აპარატურის მწარმოებელი კომპანია BTL-ის რევოლუციური აპარატით X -WAVE .

მინდა ავღნიშნო, უკანასკნელი მეცნიერული კვლევების შედეგად დამტკიცდა, რომ ცელულიტის დასაშლელად ყველაზე ეფექტურ საშუალებას აკუსტიკური ტალღა წარმოადგენს. X-WAVE კი სწორედ აკუსტიკური ტალღების ენერგიას იყენებს ცელულიტის დასაშლელად, საბოლოოდ კი საუკეთესო შედეგს ვიღებთ.

ასევე გთავაზობთ დიოდურ ეპილაციას მსოფლიოში აღიარებული ამერიკული ბრენდის, Lumenis-ის უახლეს აპარატს LightSheer DESIRE.Lumenis LightSheer DESIRE საუკეთესო არჩევანია ჭარბთმიანობის სამკურნალოდ. არის აბსოლუტურად უმტკივნეულო, უსაფრთხო და რაც მთავარია, აქვს 100% გარანტირებული და სწრაფი შედეგი.

LightSheer DESIRE მეშვეობით შესაძლებელია ნებისმიერი სისქის და ფერის თმის მოშორება.

- თქვენი ესთეტიკური ცენტრი ექსკლუზიური შემოთავაზებებითაც გამოიჩევა...

- მხოლოდ Slim & Silk-ში შეგიძლით ჩაიტაროთ წონაში კლების პროცედურები VANQUISH-ის უნიკალური აპარატით, რომელიც ყოველგვარი ქირურგიული ჩარევის გარეშე ეფექტურად დაგაკლებინებთ წონაში.

VANQUISH, რომელიც ცნობილია როგორც ლიპოსაქციის არაინვაზიური ალტერნატივა, ცხიმების დასაწვავად რადიოტალღურ ენერგიას იყენებს ისე, რომ არ ეხება ადამიანს სხეულს, არის უმტკივნეულო. სასურველი შედეგის მისაღებად კი აუცილებელია 6 პროცედურის ჩატარება. ერთი წლის მანძილზე რაც ჩვენი ესთეტიკური ცენტრი არსებობს, როგორც VANQUISH-ის ასევე ანტიცელულიტური აპარატX-WAVE-ის შემთხვევაში გვყავს ათეულობით პაციენტი, რომლებმაც საგრძნობლად დაიკლეს წონაში და სამუდამოდ გათავისუფლდნენ ცელულიტისგან.

- კიდევ რა პროცედურებს სთავაზობთ მომხმარებლებს?

- Slim & Silk-ში მიიღებთ სალონური მომსახურების სრულ სპექტრს: თმის მოვლის ყველა პროცედურას, როგორიცაა თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა, მელირება, კერატინით გასწორება, დაგრძელება და სხვა. ასევე გვყავს გამოცდილი მანიკურ პედიკურის სპეციალისტები და მომხმარებელს ვთავაზობთ პოდოლოგიის პროცედურასაც, ანუ დაზიანებული ფრჩხილის აღდგენას და მკურნალობას.

სალონურ მომსახურებასთან ერთად Slim & Silk-ში კეთდება პერმანენტული მაკიაჟი უახლესი ტექნიკის მიკრობლეიდინგის გამოყებით როგორც წარბზე, ასევე თვალსადა ტუჩზე.

თანამედროვე ტექნოლოგიების და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებით მომხმარებელს საშუალებას ვაძლევთ, შეინარჩუნოს სილამაზე და ახალგაზრდობა და ვთავაზობთ მათ სახის მოვლის სხვადასხვა პროცედურებს როგორიცაა ნაოჭების გასწორება ფილერით, ბიორევიტალიზაცია, მეზოთერაპია, სახის აპარატურული წმენდა, პილინგი და მრავალი სხვა. აღსანიშნავია, რომ Slim & Silk-ის მაღალკვალიფიციური ექიმი კოსმეტოლოგი ყველა მომხმარებელს უფასო კონსულტაციას გაუწევს.

უნდა აღინიშნოს რომ სხეულის კორექციის ინოვაციურ აპარატებთან ერთად, Slim & Silk მომხმარებელს სთავაზობს მანუალურ თერაპიას, ყველა ტიპის მასაჟს და ასევე სხეულის კორექციის სხვა აპარატურულ პროცედურებს, როგორიცაა ლიმფოდრენაჟი და მიოსტიმულაცია.

ყველა სხვა ესთეტიკურ მომსახურებასთან ერთად, Slim & Silk-ში ფუნქციონირებს სავარჯიშო დარბაზი, შემუშავებული გვაქვს სპეციალური გასახდომი ვარჯიშების კომპლექსი ქალბატონებისთვის, რომელიც მოიცავს პილატესის, აერობიკის, ზუმბას და კარდიო ცეკვების ელემენტებს.

- ხშირად გაქვთ სხვადასხვა აქციები და ფასდაკლებები?

- ესთეტიკური ცენტრი Slim & Silk მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს აქციებს და ფასდაკლებებს თითქმის ყველა მიმართულებით. გარდა ამისა, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია ჩვენი კლიენტები იყვნენ კმაყოფილები და მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება ჩვენთან. გამომდინარე აქედან, ხშირად ვანებივრებთ ჩვენს მუდმივ კლიენტებს სხვადასხვა სახის საჩუქრებით.

-რა შეგიძლიათ გვითხრათ თქვენს სამომავლო გეგმებზე?

- რა თქმა უნდა ძალიან ბევრი და საინტერესო გეგმა გვაქვს სამომავლოდ. პირველ რიგში უახლოეს მომავალში ვგეგმავთ სოლარიუმის სერვისის დამატებას და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქტიურად ვფიქრობთ სპა, სარელაქსაციო და ფიზიოთერაპიული მიმართულებების განვითარებას.

ეკა გადახაბაძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი